ქართულ ფარმაციაზე მინდა დავწერო ცოტა რამ. არ არის ეს თამა დასავიწყებელი:
დავიწყოთ 1923 წლით როცა ფელიქს დ’ერელის კვლევებით შეგულიანებულმა გიორგი ელიავამ ტფილისში ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი დააარსა.
ინსტიტუტის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომით ტფილისში შეიქმნა ბაქტერიოფაგების პრეპარატები რომლებიც მაშინდელ მსოფლიოს მაშველად მოევლინა.
ტფილისში შექმნილი პრეპარატებით დაინტერესდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია და აღიარა ფაგების უნიკალურობა.
ამავე ფედერაციიის ხელშეწყობით და თაოსნობით, ტფილისის მახლობლად აშენდა პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმო (1927 წელი) და სწორედ ამ საწარმოს მიენიჭა GMP სტანდარტი (პირველი GMP სტანდარტი შემუშავდა სწორედ 1927 წელს).
საწარმო უნიკალური გამოვიდა და ელიავას მონდომებით შეიქმნა აგრეთვე საწარმოსთან არსებული ლაბორატორი და კლინიკა (რომლებიც ყველანაირად აკმაყოფილებდნენ GLP და GCP სტანდარტებს)
მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ საქართველოში შექმნილმა ფაგებმა გადაარჩინა უამრავი ადამიანი სამხედრო ლაზარეთში სიკვდილს.
ფაგები განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეხლა 21 საუკუნეში როდესაც მესამე თაობის ანტიბიოტიკები უძლურნი აღმოჩნდნენ რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ.
ცოტა მოგვიანებით 40-იანი წლების ბოლოს ქართველმა ქირურგმა თაფლისგან შექმნა ახალი პრეპარატი კამელინი რომელსაც ფართოდ იყენებდნე როგორც ანტიმიკრობულ ისე ანტიბაქტერიული დანიშნულებით.
მოგვიანებით აკადემიკოსი კ. ერისთავის თაოსნობით ამ პრეპარატმა აპრობაცია გაიარ ტფილისის ონკოლოგიურ სავადმყოფოში და დადებითი დასკვნა მიიღო როგორც ანტიბლასტომურმა და იმუნომოდულატორულმა საშუალებამ.
კამელინის შესასწავლად ჩამოვიდნენ ამერიკელი მეცნიერები, ჰქონდათ ეჭვი რომ პრეპარატი უთხოვარისგან მიიღებოდა, ამიტომ ამერიკაში დაბრუნებისთანავე გამოუშვეს მედიკამენტი ”ტაქსოლი” ღომელიც ჩვენს კამელინთან ვერც მოვა.
ცოტა მოგვიანებით ლადო ბახუტაშვილმა შექმნა იმუნომოდულატორი პლაფერონი.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჯგუფმა შექმნა პრეპარატი სინუ ფორტე (მიიღეს ყოჩივარდისგან) რომელიც ფართოდ დაინერგა სინუსიტის, ფრონტიტის და ჰაიმორიტის სამკურნალოდ.
რომელი ერთი ჩამოვთვალო...
მთელი საუკუნის განმავლობაში ქართველები ქმნიდნენ ნატურალურ ნედლეულით მედიკამენტებს და მის გატანას და დანერგვას ახერხებდენ მსოფლიო კლინიკებში. და ეს მაშინ როცა 20 საუკუნე ანტიბიოტიკები მეფობის ხანა იყო

.
21 საუკუნის დასაწყისსი ყველა მიხვდა რომ ხშირ შემთხვევაში ბოლო თაობის სინთეტიური ანტიბიოტიკები , ფლავინოიდები, დაბალმოლეკულური ცილები ვერ უმკლავდებოდნენ ინფექციური და სიმსივნური დაავადებები.
აი მაშინ დადგა სწორედ ქართული ფარმაციის რენესანსი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციით საქართველოში წარმოებული მედიკამენტები, ყველაზე სუფთა და მაღალხარისხიან პროდუქტად დასახელდა.
ამავე ორგანიზაციის ხელშეწყობით აშენდა მრავალი კვლევითი ცენტრი და კლინიკა.
(ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ.)
მსოფლიოს სხვა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს ქართული მედიკამენტების ალტერნატივა

შეექმნათ. მათ საქართველოში ნედლეული შესყიდვა და გატანა დააპირეს. საქართველოს მთავრობამ ყველა ღონე მიიღო რომ ყოჩივარდას ბოლქვებს, მეგრულ არყას, უთხოვარს და ა.შ. არაფერი დამუქრებიდა. მათ დღემდე კანონი იცავს და ამ მცენარეების ექსპორტი აკრძალულია. (სამწუხაროდ ეს პარარელურ რეალობაში ჩვენს მთავრობას არ აინტერესებს ...ეს ჩემი ტკივილია

)
ესეც პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმო დღეს:
ტემპერას ექნება სულ პირველი საწარმოს ძველი, შავთეთრი ფოტო და იქნებ დაგვიდოს
This post has been edited by abelo on 12 Jan 2009, 19:15