რუსთაველის გამზირს თბილისი პლაზა დაამშვენებს
თბილისში ახალი კომერციული, გასართობი და ბიზნეს-ცენტრის “უილბრუკ-პლატინიუმ თბილისი პლაზას” სამშენებლო სამუშაოები იწყება. ცენტრს ერთობლივად მულტი-ნაციონალური კორპორაცია “უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალი” და არქი-ტექტურისა და მშენებლობის მენეჯმენტში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ბოვის ლენდ ლიზ” აწარმოებენ.

“ვილბრუკ-პლატინიუმ თბილისი პლაზა” რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღი “თბილისის” ადგილას აშენდება. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკა შარაშიძე და კორპორაცია “უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნე-იშენალ”-ის გენერალური დირექტორი დაიანა ვოიკუ დაესწრნენ.

ცენტრის საერთო ფართი 85 ათას კვ.მ-ია. მისი ორი შენობიდან ერთი, სავაჭრო და გასართობი, მეორე კი - საოფისე დანიშნუ-ლების იქნება.
პროექტის მიხედვით, შენობას შემინული ჭერი და წინა ფასადი ექნება. მასში განთავსებული იქნება გარე და მიწისქვეშა ავტოსადგომები, რესტორნები, კაფეები, შიდა და გარე ბარები, ბოულინგი და ფიტნეს ცენტრი, კინოდარბაზები და ა.შ. ცენტრის შუაში კვლავ დარჩება ალექსანდრე გრიბოედოვის სახე-ლობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდი-ნარეობს.

დედაქალაქის მერმა პროექტის და მაკეტის გაცნობის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ცენტრი თბილისს დაამშვენებს და რუსთაველის გამზირის საერთო კონცეფციაში კარგად ჩაეწერება.
“2010 წლის ბოლოსთვის ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალი კონცეფციის სავაჭრო ცენტრს. აღსანიშნავია ის, რომ ეს ცენტრი კარგად იქნება სინქრონიზირებული გრიბოედოვის თეატრთან. შეიქმნება ერთიანი სივრცე, რაც დასავლეთში კარგად აპრობირებული მეთოდია. ძალიან საინტესო შენობა იქნება, რომელიც დაამშვენებს რუსთაველის გამზირს. იცით, რომ მიმდინარეობს გამზირის რეაბილიტაციის პროექტი და ეს შენობაც კარგად ჩაეწერება მთელს ამ კონცეფციაში. ამ ადგილას ყოველთვის იყო პარკინგის პრობლემა და ეს პრობლემაც მოგვარდება, რადგან აქვე განთავსდება მიწისქვეშა ავტოსადგომი,” - გიგი უგულავა - დედაქალაქის მერი.
საერთაშორისო კორპორაცია “უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალ”-ის მიერ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა პროფილის არაერთი თანამედროვე და გამორჩეული პროექტია განხორცილებული. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, პროექტის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მშენებლობისა და ოპერირების განმავლობაში კი 1000-მდე ადამიანი დასაქმდება.

“ჩვენ თბილისში ვაშენებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს. ჩვენი კომპანია მთელ მსოფლიოში მოღვაწეობს და ჩვენს გამოცდილებას თბილისშიც გამოვიყენებთ. ცენტრში განთავსებული იქნება კინო-თეატრი, რესტორნები ბოულინგი და უამრავი კაფე თუ მაღაზია. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა საქართველოს ელჩს ისრაელში - ლაშა ჟვანიას, რომელმაც ჩამოგვიყვანა საქართველოში და ეს ლამაზი ქვეყანა და ხალხი გაგვაცნო,“ - დაიანა ვოიკუ - კორპორაცია “უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალ”-ის გენერალური დირექ-ტორი.
პროექტს მნიშვნელოვნად აფასებს საქარ-თველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკა შარაშიძე.

“ჩვენი სამინისტრო და ქალქის მერია ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ინვესტორი მოვიზიდოთ. რადგან კომპანიებს ქვეყანაში მნიშვნელოვანი კაპიტალის შემოტანა შეუძლიათ. ეს ნიშნავს სწრაფ ეკონომიურ ზრდას. ძალიან საინტერესო პროექტია და აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 100 მილიონის ინვესტიცია განხორცილედება,” - ეკა შარაშიძე - ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
ცენტრის მშენებლობა სავარაუდოდ 2010 წლისთვის დასრულდება.
© Tbilisi.gov.ge