არ დავკარგულვარ, ვინჩესტერი დამიზიანდა და ძლივს აღვადგინე რამოდენიმე ფოტო; სამწუხაროდ
ჯამბაკურისა და მისი მომხიბლავი ოჯახის ვერცერთი ფოტო ვერ ვიპოვე . გთავაზობთ გადარჩენილ
ფოტოებს:
კარაოკე პატეფონის თანხლებით:

ტემპერამ სწრაფად აითვისა პატეფონის ნემსების წამახვილების მამაპაპისეული, დღეს დავიწყებული ხელოვნება:

იუნკერა ტკბება პატეფონიდან ამოღვრილი დუდუკის ჰანგებით:

ტემპერა კი ამ დროს თბილისის მომავალზე ჩაფიქრებულა:

სალვადორის პროფილი ბარელიეფზე გადატანას ითხოვს:

იშვიათად შემხვედრია ისეთი ძუნწად მოსიტყვე და ყურადღებით მომსმენი ადამიანი, როგორც სეპიაა.

მამაბაბუზე ალკოჰოლი არ მოქმედებს-ასე გამოიყურებოდა იგი სუფრის ფინალურ სტადიაში: