მოდით აქ დავწეროთ ძველი თბილისური ამბები რომლებიც უკვე მითებს უფრო ჰგავს იმდენჯერ შეიცვალა სახე.... დავწერ ეხლა მე რასაც გავიხსენებ...
ცნობილი თბილისელი ნიაზ დიასამიძე(რათქმაუნდა უფროსი) ალბათ ყველას გაგვიგია...
ნიაზს სმა უყვარდა ძალიან და ეს იცოდა მთელმა თბილისმა... ერთხელაც დამთვრალა და ფილარმონიასთან ქუჩაში დაუძინია... ერთ-ერთ შეძლებულ თბილისელს დაუნახავს, მანქანა გაუჩერებია და უთქვამს:
- ნიაზ მოდი სახლში წაგიყვან ოღონდ წამომყევი და 5 მანეთს მოგცემო...
- 10 მომე და დედასაც მოგი@493272493-ვო
ხოო კიდე ...კიდევ ნიაზ დიასამიძეზე
ნიაზი ჩასულა ბათუმში პირველივე დღეს წასულა საქეიფოდ და დაუხარჯავს მთელი ფული... იღვიძებს მეორე დღეს საშინელ პახმელიაზე ჯიბეში კაპიკი ფული არააქვს. ნაცნობიც ვერავინ ნახა ფული რომ ესესხებინა. გავიდა ქუჩაში და დაინახა ვიღაც ბავშვი თამაშობდა ეუბნება:
-ბიძია შოკოლადი გინდაო?
-კიო მინდაო
-წამომყევიო
შევიდა სასაუზმეში. მებუფეტეს ეუბნება მე 100 გრამი არაყი მიომიტანე და ამ ბავშვს 1 პლიტკაო. მოუტანეს დალია ნიაზმა არაყი და ბავშმაც ბოლო მოუღო შოკოლადს.მიუბრუნდა ბავშვს
-ბიძია კიდე შეჭამ შოკოლადსო?
-კიო
ისევ იგივე შეუკვეთა..დალია გამოვიდა პახმელიიდან და მებუფეტეს ეუბნება:
-მე 2 წუთით უნდა გავიდეო შენ მანამდე ბავშვს მიხედეო...მებუფეტეც დაეტანხმა რა თქმა უნდაო...წამოვიდა ნიაზი თბილისში ბავშვს ეკითხება მებუფეტე მამაშენი სადააო??? ბავშვმა სახლში რა იყოო?? ფული არ უნდა გადამიხადოსო?? რატო უნდა გადაგიხადოს ამ ბიძიამ არ გადაიხადაო??? და დარჩა ესე გაღიმებული ეს ჩვენი მებუფეტე

ნუ რა თქმა უნდა მერე გააგზავნა ნიაზმა ფული მაგრამ...



გავიხსენებ კიდე რაღაცეებს თქვენს დაწერე..........
* * *
უიი გამახსენდა კიდე
მწერალთა კავშირში მოხსენებას კითხულობენ ერთ-ერთი კომუნისტური წყობის მეხოტბე პოეტის შესახებ.მწერალთა კავშირის ერთ-ერთმა წევრმა სიტყვა ითხოვა და ამ პოეტზე თქვა, "ის რევოლუციის ცეცხლოვან რაშზეა ამხედრებულიო" ვიღაცამ წამოიძახა :
- მერე ტრაკი არ ეწვისო?
სხვამ დაამატა:
-ეწვის მაგრამ რევოლუციას წირავსო
კიდევ ერთი რეპლიკა გაისმა:
- რაღა ტრაკს წირავს თავი შეწიროსო
გალაკტიონ ტაბიძეც იქ იჯდა წვერზე ხელი მოისვა ყველამ მას შეხედა და ყველა ელოდა თუ რას იტყოდა... და გალაკტიონმა დააგვირგვინა
-მაგას, ირაკლი აბაშიძისა არ იყოს თავი და ტრაკი ერთი აქვსო
აი კიდევ:
მოგეხსენებათ გალაკტიონი გაჭირვებაში ცხოვრობდა. ხოლო ირაკლი აბაშიძე მედროვე კაცი იყო და არც უჭირდა. ერთხელაც მიდიოდა გალაკტიონი ფეხით და გვერძე გაუარა ირაკლი აბაშიძემ მანქანით ( თვითონ უკანა სავარძელზე იჯდა მანქანას კი მძღოლი მართავდა) გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა. გალაკტიონი მძღოლს მიუჯდა გვერდით და ეკითხება თან ისე რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც კი იყურება:
-რა გქვია შენო??
-თენგიზი მქვია ბატონო გალაკტიონო
-თენგიზ, ლექსებს წერო??
-არა ბატონო გალაკტიონ. რა ვიცი მე ლექსის წერაო??
-არც შენმა ხაზაინმა იცის მარა ხო წერსო
* * *
და კიდე გალაკტიონზე...
როგორც ყველამ ვიცით, კონსტანტინე გამსახურდიას და გალაკტიონ ტაბიძეს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ( ეს რბილად რომ ვთქვათ

). ერთხელაც კონსტანტინე გამსახურდიამ შერიგება გადაწყვიტა და გალაკტიონს უთხრა:
-გალაკტიონ შენ ხომ ხარ პოეზიის ლომიო??
-კი კოტია ვარო
-მე ხომ ვარ პროზის ვეფხვიო??
-როგორც იტყვიო
-ხოო ვარო... ხოდა ხვალ მწერალთა კავშირში რომ შემოხვალ მე დაგიძახებ "გამარჯობაა პოეზიის ლომოო" და შენ მიპასუხე "გაუმარჯოს პროზის ვეფხვსო" შევთანხმდითო? გგალაკტიონიც დაეთანხმა.
მეორე დღეს შედის გალაკტიონი მწერალთა კავშირში და კონსტანტინე გამსახურდია ეძახის:
- გამარჯობა პოეზიის ლომოო !!
გალაკტიონის პასუხი:
-ზდაროვა კოტია

:D:D:D
* * *
კიდეევ მოგეხსენებათ აკაკი წერეთელი იბრძოდა ქართული ენიდან ასო ბგერა "ჰ"---ს ამოღებისათვის. ილია ჭავჭავაძე კი სასტიკი წინააღმდეგი იყო. ბოლოს ასეთი წერილი მიწერა აკაკის, "აკაკის ტვინი მართლაც (!)ქონიაო"

ეს ალბათ ყველამ იცოდით.
ერთხელ ილიას ჰკითხეს, "როგორ ხდება, რომ თქვენ აკაკი წერეთელზე სულ კარგს ამბობთ ის კი თქვენზე სულ ცუდსო?" ილიას პასუხი:
-ორივე ვცდებით ორივე
ჰაა ამდენი ვწერე მე ეხლა თქვენ გისმენთ