ჰამქარი, თბილისური....
გაგრძელება იქნება ?

))
გიზო ნიშნიანიძის პაემანი ვერაზე გამახსენდა და გადავიკითხე ისევ...
,,ყველა საქმეს თავისი ამქარი ჰყავს. თბილისის ჰამქრებმა დიდხანს ძერწეს თბილისური ხასიათი. ისინი შუა საუკუნეებიდან მოყვებიან თბილისს თავისი უსტაბაშებით, ახსაკალებით, იღითბაშებით> ძმაკაცობის მაგალითიც მათი დადგენილია. მარტო ის რად ღირს, რომ ამქარი თავისი ძმა ოსტატის ქვრივს ნაღდ ძმობას უწევდა წელიწადში ერთხელ თბილისში ამქრის ქვრივ ობლებისთვის შილა ფლავი იხარშებოდა და ვერეს სანაპიროზე ან ვერის ედემში პატიოსანი უ პური იჭმებოდა, წლიდან წლამდე კი ოპბებს ზრუნვა არ აკლდათ....
ვინღა არ სცადა თბილისის დახსნა,
ვინღა არ სცადა თბილისის ახსნა!
...ბოლოსდაბოლოს რაა თბილისი? ...
მიზეზთ მიზეზი ლხინთა ლხინისა.
სხვა სამისნო და სულ სხვა სამიზნე -
თბილისი არის თბილისური ზნე!
თბილისში არ შეიძლება ჩემია შენიაობა, კუთხურობა,
კარჩაკეტილობა... ეს ყოველივე აკრძალულია,
აქ ეროვნული შუღლი მტრობა დაკრძალულია.
და კიდევ:
დედაქალაქში ცხოვრების წესს საზღვრავს პირობა -
ზნეკეთილობა, გულქართობა, ხელგაშლილობა, ალალარლობა, არპურძვირობა
არ ქედმაღლობა, თავმდაბლობა, ზრდილთა ზრდილობა, არ კუთხურობა...
თბილისში მხოლოდ მხოლოდ მხოლოდ
თ ბ ი ლ ი ს ე ლ ო ბ ა!!!
This post has been edited by dr_jivago on 24 Apr 2009, 17:15