Salvador, Roger Waters P.F:
თუ უკვე გასული არ ხართ ”სანადიროდ”, მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტები, ადრე გადამოწმებული მქონდა და მგონი მიუღებელია სხვადასხვა მოსაზრებების გამო:
ეს რუკაა სახლების ნუმერაციით, წესით გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების ნუმერაციას უნდა ემთხვეოდეს:

გორკი-ბუხაიძის ვარიანტი: სახლი № 1/2 ბუხაიძის დასაწყისში. თვითონ სახლის ფოტო არა მაქვს,
მაგრამ მაქვს მაგ ადგილის ფოტო ზემოდან, დაახლოვებით იმ პოზიციიდან, რომელიც სალვადორის პირველ ფოტოზეა:

მგონი აქ არაფერი არ ემთხვევა.
31 სკოლის (ანუ გორკი-ჩერქეზიშვილის გადაკვეთის) ვარიანტი. აი ის სახლი, (№ 37) რომელიც უნდა ჩანდეს უკანა პლანზე:

თითქოს ჰგავს, მაგრამ სალვადორის მეორე ფოტოზე სახლი მაინც სხვანაირია.
გრანელის ქუჩის ვარიანტი საერთოდ ამოსაგდებია, მანდ არცერთი სახლი არ ემთხვევა.
კიევის ქუჩის ვარიანტი არ შემიმოწმებია;
და ბოლოს კიბალჩიჩის ვარიანტი, როგორც მამაბაბუმ აღნიშნა, უვარგისია. აი ამ ადგილზე მქონდა
საუბარი:

მარცხენა თეთრი სახლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგაა აშენებული. სახლი № 1/2 სალვადორის
ფოტოზე, თუ დავაკვირდებით, ორი სხვადასხვა სახლისაგან შედგება; თუ მას წინა ნაწილს მოვანგრევთ
და მის ადგილას ამ თეთრ ერსართულიან სახლს ვიგულისხმებთ, მივიღებთ იმ ვარიანტს, რომელზეც
მე ვსაუბრობდი. მაგრამ დეტალების განხილვის შემდეგ ეს ვარიანტი ამოვაგდე.
კიევის ქუჩის ვარიანტიც გადავამოწმე-ნუმერაციაში არაფრით არა ჯდება, არც მსგავსი სახლებია არც ქუჩის დასაწყისში (აღმაშენებელთან), არც ბოლოში, მაზნიაშვილ-წინამღვრიშვილთან გადაკვეთაზე.
This post has been edited by diez on 18 Jun 2009, 10:16