ვინმემ დადეთ ეს ინტერვიუ პოლიტიკაში და ბევრი დაინახავს, რომ გაეროს მანდატის შეწყვეტა ჩვენთვის ტრაგედია არაა
"გაერომ უნდა იმსჯელოს რუსეთისთვის მანდატის შეჩერების შესახებ"
ავტორი კახაბერ ნინუა
http://www.droni.ge/?article_id=46&lang=geo "დრონი.ჯი": რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ვეტოს უფლება გამოიყენა და საქართველოში მისიის გაგრძელება დაბლოკა. რამდენად სამართლიანია, როდესაც აგრესორი ქვეყანა ამ ინსტრუმენტს თავის სასარგებლოდ იყენებს. გაერომ ხომ არ ამოწურა თავისი თავი?
მერაბ რაფავა: 1945 წლის 24 ოქტომბერს გაერო, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსდა და ფაშიზმზე და ნაციზმზე გამარჯვებული სახემწიფოების მიერ მიღებულ ქნა ისეთი გადაწყვეტილება, რომ შემდგომში მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს ომის წარმოების უფლება არ ჰქონოდა. სანამ გაერო შეიქმნებოდა, საერთაშორისო სამართალში ომის წარმოების უფლება და მისი გამოცხადების წესები არსებობდა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირი სულ იმას პედალირებდა, რომ გერმანია საბჭოთა კავშირს ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს. ანუ იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი საერთაშორისო სტანდარტები, როცა ერთი სახელმწიფო თუ მეორის მიმართ ომის დაწყებას გადაწყვეტდა, მაშინ მას ეს მოწინააღმდეგისთვის უნდა ეცნობებინა.
გაერომდე არსებობდა ერთა ლიგა. იგი ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაცია გახლდათ, რომელიც თითქმის გაეროს წინამორბედად ითვლება. თუმცა, ერთა ლიგა დებელაციის პრინციპს აღიარებდა. დებელაცია ნიშნავს დაპყრობილ ტერიტორიაზე დამპყრობლის იურისდიქციის განხორციელებას, რაც დღევანდელ შემთხვევაში ჩვენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გვაქვს მიღებული.
ანუ ახლა რუსეთი დაუბრუნდა ერთა ლიგის წესდებას და იმ ნორმებს, როცა დამპყრობელ სახელმწიფოს დაპყრობილ ტერიტორიაზე შეეძლო დებელაციის პრინციპის განხორციელება.
- თუმცა, თავის დროზე ერთა ლიგას ბოლშევიკური რუსეთი არ ცნობდა...
- არც ჰიტლერი, არც მუსოლინი, ლენინი და სტალინი თავისთავად არ ცნობდნენ ერთა ლიგის გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგამ საქართველო აღიარა ლორეთი, ზაქათალათი, კახით, ნუხით, ბელაქანით, სოჭის და ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეული ტერიტორიებით და, რაც მთავარია, დღევანდელი თურქეთის ლაზისტანით, ყარსით, არდაგანით და ა.შ.
თუმცა, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველო ამ საზღვრებში ჰქონდა აღიარებული. თუმცა, წითელმა რუსეთმა ეს აღიარება დაარღვია და შემდეგ, საქართველოს ტერიტორია სულ სხვაგვარად განაწილდა.
- ეს მაშინ, მაგრამ დღეს როგორ ხდება?
- 1945 წლის ოქტომბერში, როდესაც გამარჯვებული სახელმწიფოები შეიკრიბნენ, მათთან ერთად 50-მა სახელმწიფომ გაეროს წესდება შეიმუშავა. მათ განსაზღვრეს, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს ომის დაწყების, საომარ მოქმედებათა განხორციელების უფლება. ეს გაეროს წესდებით, პირველ რიგში, არის აკრძალული. ომი სამართლიანი მხოლოდ ერთ შემთხვევევაშია - თუ იგი არის თავდაცვითი.
2009 წლის აგვისტოში, ჩვენს შემთხვევაში ომი სამართლიანი იყო. იმიტომ რომ იგი თავდაცვითი ხასიათის მატარებელი იყო და რუსეთი გახლდათ დამპყრობელი.
- მაგრამ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ამიტომ იგი ვეტოს უფლებითაც სარგებლობს. რამდენად მართებულია ეს წესდებიდან გამომდინარე?
- რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრობას, იქ ლაპარაკია იმაზე, რომ არ შეიძლება იყოს სუსტი და ძლიერი სახელმწიფო. გაეროს წესდებაში ამაზე პირდაპირაა ლაპარაკი, მაგრამ ძლიერი სახელმწიფოები მაინც არიან წარმოდგენილნი უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებად.
სხვათაშორის, დღეს არსებულ ევროკავშირს რიგრიგობით ჰყავს თავმჯდომარე და ვეტოს უფლება იქ არ არის. ეტყობა, ევროკავშირმა გაეროს ეს ხარვეზი გაითვალისწინა და იგი დღეს უფრო გამართული საერთაშორისო ორგანიზაციაა.
გაეროს შემთხვევაში კი თავშივე დევს, რომ უშიშროების მუდმივ წევრ სახელმწიფოს თუ დასჭირდა, ყოველთვის შეუძლია გაეროს წესდებას ფეხი დააბიჯოს და იგი თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით დაარღვიოს, რაც, ამ შემთხვევაში, რუსეთმა გააკეთა.
- ოდესმე, მსგავს შემთხვევაში რუსეთის გარდა უშიშროების საბჭოს რომელიმე მუდმივ წევრს თუ აქვს ვეტოს უფლება გამოყენებული?
- ერთ მაგალითს მოგიყვანთ. თავის დროზე, როდესაც ნიკარაგუაზე აშშ-მა საომარი მოქმედებები დაიწყო, მაშინ გაერომ ვაშინგტონის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამერიკას შეეძლო დაებლოკა, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ამერიკამ ამით სხვებს ცუდი მაგალითი არ მისცა და ამერიკულმა დიპლომატიამ წინდახედულად იმოქმედა, რომ სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგა და არ დაბლოკა რეზოლუცია. თუმცა, მას ამის გამო ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწია და ნიკარაგუას სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალი აანაზღაურებინეს.
- გაეროს მიერ საქართველოს მიმართ მიღებული ბოლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხომ არ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ორგანიზაციის რეფორმირება აუცილებელია?
- თავისთავად. მე მანამდეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, თუ გაეროს წესდებაში ცვლილებები არ მოხდა, ჩათვალეთ, რომ იგი არაფრისმომცემი და არაფრისმქნელი საერთაშორისო ორგანიზაციაა და ახლავე დაგიმტკიცებთ რატომ. 16 წლის მანძილზე, რაც საქართველოში გაეროს მისია არსებობს და რაც რეზოლუციები მიიღეს შევარდნაძის დროიდან დაწყებული ბოლო პერიოდამდე, ბოლომდე არცერთი რეზოლუცია არ შესრულებულა.
მაშინ ისმის კითხვა, რა აზრი ჰქონდა ახლაც რომ მიეღოთ საქართველოსთვის სასარგებლო რეზოლუცია, თუ ის არ შესრულდება? არანაირი. წინათ მიღებულ გაეროს ყველა რეზოლუციაში წერია ლტოლვილების უპირობო დაბრუნება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ. მაგრამ რა?! არ შესრულდა.
ახლა გადავიდეთ იმაზე, რასაც მანდატის გაუქმება ჰქვია. ჩემი აზრით, რუსეთის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ზბიგნევ ბჟეზინსკის შემდეგი გამონათქვამი: "რუსეთს გააჩნია ატომური ბომბი, ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ ეს მსოფლიოსათვის იმდენად დიდ საფრთხეს არ წარმოადგენენ, რამდენადაც რუსულ დიპლომატიაში სინდისის არარსებობა".
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მსურს ხაზი გავუსვა ესაა, რომ პატარა, თუ დიდმა სახელმწიფომ, არა აქვს მნიშვნელობა იგი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია თუ არა, რუსეთს ამ გადაწყვეტილებაში მხარი არ დაუჭირა.
როცა ლაპარაკია, რომ რამდენიმე სახელმწიფომ თავი შეიკავა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რუსეთის მოწინააღმდეგენი არიან. ანუ, ამას ჰქვია რუსეთის მოწინააღდეგე დანარჩენი ქვეყნების პასიური მომხრე. რასაც ახლა გეტყვით დღემდე არავის დაუფიქსირებია. ის სახელმწიფოც კი, მხედველობაში მაქვს ნიკარაგუა, რომელსაც სათავეში დიქტატორი უდგას და თავშივე ვითომცდა რუსეთს მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა, იმანაც კი, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოში დღის წესრიგში ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგა, რუსეთს მხარი არ დაუჭირა.
აი, ამ დიქტატორული სახელმწიფოს დიპლომატიამაც გაეროს წესდება არ დაარღვია. სამწუხაროდ, არცერთმა პოლიტიკოსმა ამაზე განცხადება არ გააკეთა და არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
არ გვაქვს უფლება ყურადღება არ მივაქციოთ იმას, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელსაც არა მოკავშირედ, არამედ მტრად აღვიქვამთ, მან კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გააშიშვლა რუსეთი და სანამ ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა, მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ის რუსეთს მხარს არ დაუჭერდა.
არ შეიძლება ეს არ დაინახო. მიუხედავად იმისა, რომ ის დიქტატორადაა წოდებული, თავის სახელმწიფოში პრობლემები აქვს და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, არ შეიძლება არ დააფასო, რომ მან თავის დიპლომატიას ფეხი არ დააბიჯა და იგი ისეთ სამარცხვინო სიტუაციაში არ ჩააყენა, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა. ასე რომ, რუსეთი ამ შემთხვევაში დარჩა მარტო.
- როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა რუსეთი ამ ნაბიჯზე?
- ალბათ რუსეთმა კიდევ ერთხელ მოსინჯა, არის თუ არა მსოფლიოში ისეთი სახელმწიფო, რომელიც მას ამაში მხარს დაუჭერდა.
- გამოსავალი რაში მდგომარეობს?
- ერთადერთი გამოსავალია. ნებისნიერ შემთხვევაში უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, იგი მიუკერძოებელი და ნეიტრალური უნდა იყოს. თუ რაიმეთი დადასტურდა, რომ უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე მუდმივ წევრს განსახილველ საკითხში რაიმე ინტერესი გააჩნია, ასეთ შემთხვევაში მას უნდა ჩამოერთვას ამ საკითხზე არა მარტო ვეტოს გამოყენების, არამედ ხმის მიცემის უფლებაც.
სხვათა შორის, მე ამის შესახებ ვწერდი კიდეც. მაშინ ვამბობდი, რომ, თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ის შედეგი გვექნებოდა, რაც ახლა მივიღეთ.
- კი მაგრამ ჩვენი დიპლომატებიდან რატომ არავინ არ გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგი?
- იმიტომ არ გაითვალისწინეს, რომ სანამ პრეცედენტი არ იქნებოდა, მაგაზე წინასწარ ხომ ვერ იმსჯელებდნენ. ჩვენ, უბრალოდ, ვარაუდი გამოვთქვით, რომ ჩვენ რუსს და რუსულ პოლიტიკას ვიცნობთ და ვიცით, რომ იგი ამას გააკეთებს, მაგრამ ხომ არ ჰქონდა გაკეთებული? ახლა უკვე ფაქტი წინ გვიდევს. ამიტომ, ან გაეროს უშიშროების საბჭო უნდა დაიხუროს, ან მან თავის წესდებაში ცვლილებები უნდა შეიტანოს და აუცილებლად რეფორმირება განიცადოს.
- გაეროს ასეთი რეფორმის რესურსი თუ გააჩნია?
- როდესაც მას წესდებაში ცვლილების შეტანა უნდა, მაშინ არ არის საჭირო მაინც და მაინც უშიშროების მუდმივი საბჭოს ნებართვა. აქ სხვა მომენტია, სხვა პროცედურებია და გაეროს წესდებაში შეუძლია ცვლილება შეიტანოს. გაერო - ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. იგი ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრობა სახელმწიფოს აძლევს საერთაშორისო სამართლის სუბიექტობას.
ანუ, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც განსაზღვრავს ხარ თუ არა სახელმწიფო. გაერომ თუ გაღიარა, შენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ავტომატურად ხდები. გაერომ თუ არ გაღიარა, სიტყვაზე, 70-მა ქვეყანამ, ან მეტმაც რომ გცნოს, მაინც არ ხარ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ასე რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. როცა გაეროს წევრი გახდები, მხოლოდ მაშინ ხარ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
რუსეთმა ცხინვალსა და სოხუმში საელჩოები გახსნა, ხოლო ცხინვალმა და სოხუმმა კი მოსკოვში - თავისი საელჩოები.
მიუხედავად ამისა, იქ მომუშავე ადამიანები არანაირი იმუნიტეტით არ არიან აღჭურვილნი და ცხადია, არც დიპლომატები არიან, ვინაიდან ელჩი შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, ანუ გაეროს მიერ აღიარებულ სახელმწიფოს. ანუ, ეს ყველაფერი, რასაც თვითონ რუსეთი აკეთებს, ბლეფია. მეტიც:
იმის გამო, რომ რუსეთმა არაერთგზის დაარღვია გაეროს წევრი სახელმწიფოს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს წესდება, გაერომ უნდა იმსჯელოს რუსეთისთვის მანდატის შეჩერების საკითხზე, რათა რუსეთის ასეთი ქმედება არ გახდეს მაგალითი სხვა სახელმწიფოებისათვის.
თუ გაერომ, წესდების დარღვევის გამო, რუსეთი არ დასაჯა, შესაძლოა, რუსეთმა გავლენა მოახდინოს აფრიკულ ქვეყნებზე და აიძულოს ეს ქვეყნები, აღიაროს აფხაზეთი და სამაჩაბლო. აფრიკულ ქვეყნებს რუსეთის მიმართ ძალიან დიდი ვალები აქვთ და შესაძლოა, რუსეთმა სწორედ ამ ვალების გაქვითვის სანაცვლოდ მოითხოვოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება.
თუმცა, რუსი ისეთ საშინელებას აკეთებს, რაც შეიძლება მას სულ მალე ძალიან ძვირად დაუჯდეს. შესაძლებელია, რომ რუსეთს ეს მალე ბუმერანგად მოუბრუნდეს და თავში ძალიან მტკივნეულად მოხვდეს და მოხვდება კიდეც. იმიტომ რომ რუსეთის სახელმწიფო კონსტიტუციის მიხედვით ფედერაციულია და მასში შედიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც რუსი ერის გაჩენამდე უკვე იყვნენ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებულნი.
- გაეროს მანდატის შეწყვეტამ შეიძლება თუ არა ვითარება უკიდურესად გაამწვავოს?
- მე ასე არ მიმაჩნია. ვფიქრობ, გაეროს აქ ყოფნას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე საქართველოსათვის არც მანამდე არაფერი გაუკეთებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაეროს თავად აქვს უფლება კონფლიტურ ზონებში შეიყვანოს შეიარაღებული კონტინგენტი წესდების 39-ე მუხლიდან 51-ე მუხლის ჩათვლით.
გაეროს წესდებაში მე-6 თავია, რომელიც ითვალისწინებს მთელ ამ პროცედურას, როგორ უნდა შეიყვანოს მან სამხედრო კონტინგენტი და დაამყაროს იქ წესრიგი, მაგრამ აქ დღის წესრიგში ერთი საკითხი დგება. თუ საქმე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს ეხება, მაშინ რა გამოდის, გაეროს უფლება არა აქვს, რომ იმ სახელმწიფოში შეიარაღებული ძალები შეიყვანოს?
დსთ თითქმის საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია იყო. როდესაც დსთ-ს წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს აფხაზეთის იზოლაციას, ეს იყო გაეროს წესდებიდან გამომდინარე იმის აღიარება, რომ იქ სეპარატისტული რეჟიმი იყო და იგი ასეთ პირობებში უნდა ჩაეყენებინათ, რათა მას საქართველოს მიერ შეთავაზებული პირობები მიეღო.
ამიტომ იყო იგი იზოლაციაში რომ მოაქციეს, მაგრამ იქაც რუსეთმა დაარღვია პირობა და დადგენილი საიზოლაციო პირობები გააუქმა. თუ ჩვენ რუსეთს თავის ნებაზე მივუშვებთ, მას შეუძლია, ნებისმიერი მიმდებარე სახელმწიფოს ტერიტორიები დაიპყროს, მერე მისი ცალმხრივად დამოუკიდებლობა აღიაროს, გახსნას საელჩოები და ა.შ.
მერე კი გაერომ უშიშროების საბჭოზე დააყენოს ესა თუ ის საკითხი დღის წესრიგში და რუსეთმა ამას კვლავ ვეტო დაადოს. ანუ, ეს უტოპიაა, რაც რუსეთმა უკვე მოიმოქმედა და გააკეთა. რუსეთი ჭაობიდან ვერანაირად ვერ გამოვა ისე, რომ თავად არ დაზარალდეს. რუსეთი ძალიან დიდ დანაკარგს მოიმკის და ის პერიოდიც, ძალიან მალე დადგება, როცა რუსეთს ამ დანაკარგის დათვლა მოუწევს.
http://www.droni.ge/?article_id=46&lang=geoვინმემ დადეთ ეს ინტერვიუ პოლიტიკაში და ბევრი დაინახავს, რომ გაეროს მანდატის შეწყვეტა ჩვენთვის ტრაგედია არაა
"ვინც რა უნდა თქვას, აკეთე საქმე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევ. იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ."
"იქნება მართლაც კარგი რამ იყოს ის ოქროს ხანა, სულ ზღაპარ–ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი..."