გუშინდელი ფოტოების შესახებ- ჩემს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, შემიძლია გამოვიტანო შემდეგი დასკვნები:
- სითიზენის პირველ ფოტოზე არსებული შენობის გუმბათი არ არის ე.წ მისიონერული ეკლესიის გუმბათი, როგორც მეგონა. რა ტიპის შენობაა, საერო თუ საკულტო, ჯერ ვერ დადგინდა, რადგან ჩემს რუკებზე ეს ადგილი დაზიანებულია.
- tbilisec-ის ფოტოზე გამოსახული ეკლესია არის 19 ოქტომბრის ქუჩაზე მდებარე მისიონერული ეკლესია (Миссионерская Покровская)
tbilisec-ს მადლობა ფრიად მნიშვნელოვანი, არსებითი ხასიათის შენიშვნისათვის.
ვისაც დეტალები აინტერესებს, მომდევნო ტექსტი შეუძლია წაიკითხოს.
1813წ რუკის სახელწოდებით არსებობს ორი სხვადასხვა რუკა:
1) თბილისის ”გეგმა”, რომელიც 1913 წ ”თბილისის გზამკვლევის” დანართია. ამ გეგმაზე, (და მის
სპეციფიკაციაში) 19 ოქტომბრის ქუჩაზე ეკლესია არაა ნაჩვენები, მაგრამ ”გზამკვლევის” ტექსტში
მოხსენიებულია ორი მისიონერული ეკლესია:
1-я Миссионерская Покровская — Ул. 19 февраля და 2-я Миссіонерская Казанская — уг. Милютинской и Андреевск. ტექსტში მეორე ეკლესიის მდებარეობა ზუსტადაა მითითებული,
პირველი კი შეიძლება მდგარიყო 19 ოქტომბრის( ” Песковская”) ქუჩის ნებისმიერ ადგილზე.
2) თბილისის 1913წ რუკაზე პირიქით, აღნიშნულია ამ ქუჩაზე მდგარი ყველა ეკლესია,
მათ შორის საძიებო მისიონერულიც (№ 232, ჰორიზონტალი 7), მაგრამ სპეციფიკაციაში
წერია უბრალოდ- ” 2-я Миссионерская” ყოველგვარი ” Покровская” -ს გარეშე. ყურადღება
მიაქციეთ, რომ 2-я, და არა ”1-я Миссионерская” . მაგრამ ჩვენთვის ნომერს არსებითი
მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ფაქტია, რომ ერთერთი რუკის ავტორს ნომრები აერია.
არსებითია ის, რომ ჩვენ დანამდვილებით ვიცით: ანდრეის (კლდიაშვილის) ქუჩაზე
დღეს მომქმედი ეკლესია არის ყოფილი ”Миссіонерская Казанская” , ამიტომ 19 ოქტომბრის
ქუჩაზე მდგარი ეკლესია შეიძლება იყოს მხოლოდ Миссионерская Покровская, მაგრამ პირველი
თუ მეორე მისიონერული, ამას ზუსტად ვერ ვიტყვით.
ღიად რჩება საკითხი, თუ რა შენობაა გამოსახული სითიზენის ფოტოზე.
დასასრულს, კროსვორდების მოყვარულებს ორ ახალ, ადვილად ამოსაცნობ ფოტოს მივაწვდი, ტრადიციისამებრ, ჯერ არასრულად, კროპებს.
მოქმედების ადგილი :

რა შენობაა და სად იდგა: