Roger Waters P.F,
ტემპერა,
ცოტა დავაკონტრასტოთ როჯერსის ფოტო:

ეკლესიების, ამ დომინანტი ორიენტირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჩემი კომენტარი ფოტოზე ასეთია:
აშენებულია დიდუბის ეკლესია (1), ანჩისხატი სამგუბათიანია (ცრუგუმბათი ეკლესიაზე და ორი სამრეკლოს
გუმბათი), ჯერ არაა აშენებული ”პოკროვის” პირველი მისიონერული ეკლესია და ახალი კირხა (ჩანს ძველი
კირხის (2) შენობა ). ამ ორიენტირების მიხედვით შეიძლება საკმაო სიზუსტით დავათარიღოთ ფოტო-ის
გადაღებულია 1887 წლიდან 1893 წლამდე, პლიუს-მინუს რამოდენიმე წელი, უფრო ზუსტად დათარიღება
ზეპირად ძნელია, მასალებში ქექვას მოითხოვს. ცხადია, მასზე არც უნდა ჩანდეს "ფანტომი" ეკლესია-ამ
დროისათვის ის უკვე დანგრეულია ეს ფოტო ტემპერამ ცოტა ხნის წინ დადო და მაშინ დეტალურად გავარჩიეთ,
მაგრამ ახლა, კონტრასტისა და სიმკვეთრის მომატების შემდეგ რამოდენიმე ახალი დეტალი გამოჩნდა. ბ-ნი როჯერი
სწორია, აქ ჩანს ე.წ ”რიყის გუმბათი”, (4)ამასთან თითქოს ჩანს, რომ იგი ბაზილიკის ტიპის შენობას აგვირგვინებს,
რაც ამყარებს ამ შენობის ”საეკლესიო ვერსიას”. უნდა ითქვას, რომ ჩუღურეთი და რიყე, სადგურის მიმდებარე
რაიონებთან ერთად, სექტანტურ რაიონებად ითვლებოდა (”მალაკნები”, ბაპტისტები და ა.შ, სწორედ ამიტომ ააგო
აქ ეგზარჰატმა მისიონერული ეკლესიები). მაგრამ რიყის ეკლესია არ შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ეკლესია,
რადგან სექტანტები სამლოცველო სახლებში იკრიბებოდნენ და არა ასეთი პომპეზური ტიპის შენობებში. თუ ეს
სახლი ეკლესიაა, იგი უფრო ლუთერანული, ან გრიგორიანულ-კათოლიკური უნიატების ეკლესია უნდა იყოს,
რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ სხვა ” ფრანგებთან” (კათოლიკე სომხებთან, ქართველებთან და პოლონელებთან)
საერთო ეკლესიებში ლოცვით, რადგან აქ წირვა მიმდინარეობდა ჯერ ლათინურ, შემდეგ კი ქართულ, სომხურ და
პოლონურ ენებზე და უნიატებს არ აწყობდათ არც წირვის ენა, არც ამ საერთო კათოლიკურ მასაში ”ათქვეფა”.
მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვერსიებია, მათი დამადასტურებელი სარწმუნო და მყარი დოკუმენტები არ გამაჩნია.
ფოტოზე კიდევ ერთი საინტერესო დეტალია- ვორონცოვის ხიდთან, ორბელიან/მადათოვის კუნძულზე მდგარი
უცნაური სვეტისებური შენობა (3), რომლის დანიშნულება ვერ გამირკვევია.
This post has been edited by diez on 30 Jun 2009, 19:30