Roger Waters P.FSalvador,
რა უზნეობაა

ამდენი შესანიშნავი ფოტოს ერთად დადება და ისიც შუაღამისას?
Roger Waters P.F, ბოლო ფოტოზე ტანდოიანცის ეკლესია უნდა იყოს ; აქ ჯერ მეეზოვეთა კლუბი იყო (აბა ნაციონალობა გამოიცანით)
შემდეგ კინო "კოლხიდა" და დღეს სავალალო დღეშია, ნანგრევებადაა ქცეული. ცოტა რაკურსი მაეჭვებს, კარგი იქნება თუ მთლიან სურათს დადებ.
აქ ორსურათიანი პანო რომ დადე, იგივე პერიოდის სამ თუ ოთხსურათიანი პანო არსებობს, თითქმის ვანქამდე, რამოდენიმე კვირის წინ დავდე,
თუ გაინტერესებს, მოვძებნი და ლინკს დავაგდებ. დანარჩენი ფოტოები ნაცნობია, ადრე გარჩეული გვაქვს.
Salvador, არაჩვეულებრივი რეზოლუციის ფოტო გაგიმეტებია დასადებად ( კიდევ კარგი რომ ამოჭრები არ გეხერხება და იმედს
გამოვთქვამ, რომ არასოდეს მოინდომებ მაგ ხელობის შესწავლას). ფოტო 1900-1902 წლებისაა, ცნობილი ფოტოა, მაგრამ ამ რეზოლუციით
არ დადებულა და უამრავი ახალი დეტალი გამოჩნდა. განსაკუთრებით საინტერესოა ვანქის ეკლესიის მიდამოები, კერძოდ ძველი ჭიშკარი,
ლორის-მელიქოვისა და ლაზარევის საფლავები, კოშკი ვანქის მარჯვნივ, სადაც რამოდენიმე წლის შემდეგ მანთაშევის სამლოცველო აშენდა
და ა.შ. შესანიშნავად ჩანს მარჯვენა სანაპიროც, იმდენი ობიექტი ამოიცნობა, რომ მარტო ჩამონათვალი რამოდენიმე ფურცელს დაიკავებდა.
რაც შეეხება "სვეტს" ვორონცოვის ხიდთან, მაინც უცნაურად მეჩვენება დახურული კიბის აგება ღია აივნებიან თბილისურ სახლთან-ასეთი კომბინაცია
ძველი თბილისის არქიტექტურაში ჯერ არ შემხვედრია.