ექვსი ფოტოდან ნახევარი ამოცნობილია, ვეჭვობ, რომ დღეისათვის არსებული მასალებით კიდევ
რამის დადგენას შევძლებთ. ასე რომ დროებით გავჩერდეთ. სამაგიეროდ მაქვს ახალი ცნობები ორბელიანთა ეკლესიის შესახებ:
ამ თემის 6 ნაწილის ბოლოსა (http://forum.ge/?f=51&showtopic=33917668&st=1485) და 7 ნაწილის დასა წყისში დიდი ადგილი დაეთმო ორბელიანთა სასახლისა და ეკლესიის ადგილმდებარეობის საკითხის გარკვევას, დასკვნა ჩამოაყალიბა Kanonika-მ (http://forum.ge/?f=51&showtopic=33950732&st=165)
დასკვნას ძირითადში ვეთანხმები, მაგრამ ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც მრჩება.
ამ დასკვნაში უდავოდ მიმაჩნია მხოლოდ ის, რომ დაახლოვებით 1860 დან 1925წწ პერიოდში (შეიძლება უფრო ადრე და უფრო გვიან, მაგრამ არ გვაქვს დამადასტურებელი მასალები) ვახტანგ ორბელიანის ქუჩის ბოლოში იდგა ორბელიანთა კარის ეკლესია, დაახლოვებით ბ-ნ სალვადორის მიერ მითითებულ ადგილზე 68 სკოლის მარჯვენა ფლიგელის ბოლოში. ეს ფაქტი დასტურდება აღნიშნული პერიოდის რუკებით, ფოტომასალა მწირია, მაგრამ მათზე გარკვევით ჩანს ბაზილიკის ტიპის ცრუგუმბათიანი ძალიან პატარა ეკლესია.
ამავე დროს, არ არსებობს საერთო აზრი ეკლესიის სახელწოდებისა და მისი კონფესიური კუთვნილების შესახებ; ალბათ ბევრს დაეზარება ამ მასალების ხელახალი ძიება, ამიტომ თავს ნებას ვრთავ მოვიყვანო ვრცელი ციტატები, რომლებიც შეგახსენებთ დისკუსიის საკვანძო მომენტებს:
ერთის მხრივ, ბ-ნი Jambakur-ი წერდა: ”რაც შეეხება ორბელიანების კარის ეკლესიის სახელობას
აი ცნობა: 1899 წელს 6 მაიის ოქროს ჯვრით ჯილდოვდება თბილისის ორბელიანების წმ. ნიკოლოზის ეკლეესიის მღვდელი სტეფანე ბერიძე.
მეორე ცნობა: 1901 წელს მღვდელი იეროთეოზ აივაზაშვილი დაინიშნა თბილისის ორბელიანების წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრად
1902 წელს კიდევ ნახსენებია მამ იეროტეოსის სკუფიით დაჯილდოვება და კვლავ წმ. ნიკოლოზია
მოკლედ ბევრგანაა შეცდომა გამორიცხულია.”
მეორეს მხრივ Sityzen-ი წერდა:
”ეს არის "წმინდა გიორგის სასახლის ეკლესია", ვახტანგ ორბელიანის ქ.-ზე, აშშ-ს ყოფ. საელჩოს უკან. "სასახლის" ეკლესია შეიძლება რქმეოდა როგორც "სახასო სასახლის", ისე მის ადგილას აშენებულ ორბელიანების სასახლის მიხედვით.
ქართველი მკლევარების აზრით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ორბელიანების სასახლესთან მდგარიყო არა ქართული მართლმადიდებლური, არამედ რაიმე სხვა აღმსარებლობის ეკლესია. მიუხედავად ამისა, მთელი XIX ს. მანძილზე ამ ეკლესიის შესახებ წინააღმდეგობრივი ცნობები ქვეყნდება:
1800 და 1844 წლების ტფილისის გეგმებზე ის დატანილია როგორც წმ. გიორგის სომხური ეკლესია. მაგრამ 1884, 1887, 1897, 1903 და 1907 წლების გეგმებზე იგივე საყდარი მოხსენიებულია როგორც ფერიცვალების ქართული ეკლესია....
(ამჯერად შორს არ წავსულვარ, რადგან ენციკლოპედია "თბილისში" (თბ., 2002) აღმოჩნდა თეიმურაზ ბერიძის ცალკე სტატია ამ ეკლესიის შესახებ.)
და იქვე:
”რა უნდოდა სომხების წმინდა გიორგის ეკლესიას ორბელიანების კარ-მიდამოზე
ე.ი. სომხურად მაგ ეკლესიას მ. ბროსე მიიჩნევს, და მის მტკიცებას სომეხი ავტორი პარუირ მურადიანი იმეორებს. თითქოს და მანდ ყაფლანიანები (ყაფალნიშვილები) ცხოვრობდნენ, და ერთ-ერთმა მათგანმა თავის ყმას, სომეხ მღვდელს აუშენა ეს ეკლესია.
სომხური ეკლესიის სახელით ის 1800 და 1844 წლების რუკებზეა დატანილი.
თ. ბერიძე ამ ყველაფერს შეცდომად მიიჩნევს. მისი ცნობით, ამ უბანში ყაფლანიშვილებს არასდროს უცხოვრიათ. არც ის მიაჩნია რეალურად, რომ XIX ს. 80-აინ წლებში სომხური ეკლესია ტფილისში ვინმეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიად ეკურთხა. არადა 1880 წლებიდან მოყოლებული ეს ეკლესია ფერიცვალების ქართულ ეკლესიად მოიხსენიება.
დასკვნა (ცხადია, მხოლოდ ამ ფაქტებიდან გამომდინარე): ეკლესია სომხური არასდროს ყოფილა.”
ამრიგად, ბ-ნ ჯამბაკურისა და ბ-ნ სითიზენის პოზიციები ურთიერგამომრიცხავია და მათი შეჯერება
არ შეიძლება, თუ ლაპარაკია ერთიდაიგივე ეკლესიაზე. რადგან არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ან ერთს არ დავუჯეროთ ან მეორეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარდა მართლმადიდებლური ორი ეკლესიისა, ანუ ალექსანდრეს ბაღის წმ. ნიკოლოზის ეკლესიისა და ორბელიანების ჩიხის ბოლოს მდებარე ბაზილიკისა, ორბელიანთა უბანში არსებობდა მესამე-სომხური ეკლესიაც. მესამე ”ფანტომი”-ეკლესიის არსებობაზე მე მივანიშნე ჩემს ერთერთ პოსტში და დავდე ფოტოც:

”ახლადაღმოჩენილ გარემოებას” წარმოადგენს ის,რომ ამ ეკლესიის არსებობა დასტურდება tbilisi gov.ge ამასწინად დადებული 1867წ რუკით:

რუკაზე წითელი ციფრებით აღნიშნულია ჩვენთვის საინტერესო ეკლესიები. ასევე საინტერესოა, რომ
ამ რუკაზე არმოჩნდა კიდევ ერთი, ლუტერანული ეკლესია(82), რომელიც მდებარეობდა დაახლოვებით იქ, სადაც დღეს კოლმეურნების მოედანზე ყვავილების რიგია. ცნობები წმ.გიორგის სომხური ეკლესიის აშენებისა და დანგრევის თარიღებზე მე არ მომეპოვება. 19 საუკუნის ბოლო პერიოდის ფოტოებზე ის უკვე აღარ ჩანს. სომხური წყაროები გვაწვდიან ერთ საინტერესო ცნობას: “В 1882 году рассматривался проект полного разрушения храма (ვანქის) и строительства на его месте совершенно новой церкви. Однако 4 марта 1884 года комиссия в составе О. Читхяна, А. Манташева, И. Цовьянова, А. Шамхарянца, Г. Сундукяна и А. Сундукянца приняла решение о реставрации собора, которая была выполнена к 1901 году.” ეს ცნობა შეიძლება არაპირდაპირად მიუთითებდეს იმაზე, რომ ამ პერიოდში დაანგრიეს წმ გიორგის ეკლესიაც, რომელიც ვანქის მიმდებარე რაიონში (ასეულ მეტრში ვანქიდან) მდებარეობდა და თან თავისი არქიტექტურით ტიპიური ქართული ჯვრისმაგვარი ბაზილიკა იყო.
ორბელიანთ უბანში წმ. გიორგის სომხური ეკლესიის არსებობის შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება:
1. ვ.ორბელიანის ქუჩის ბოლოში მდებარე ეკლესია (78) მართლმადიდებლური იყო და მას ეწოდებოდა
”Преображения господня” ანუ ფერიცვალების ეკლესია, სახელი შეესაბამება თ. ბერიძის ცნობებს.
2. ვ.ორბელიანის ქუჩის მეორე ბოლოსაკენ, ბარონის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობდა სომხური
წმ. გიორგის ეკლესია (83, ”Во имя св. Георгия, ”Сасахле”) , რაც შეესაბამება ბროსეს ცნობებს და ეწი
ნაამდეგება ბ-ნ თ. ბერიძის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს .
3. თუ ბ-ნ ჯამბაკურის მიერ აღნიშნული მღვდლები ცხრაასიანი წლების დასაწყისში წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მსახურობდნენ, სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო სამხედრო ეკლესია (74), რომელიც ორბელიანისად იმიტომაა მოხსენიებული, რომ ორბელიანთა უბანში, ალექსანდრეს ბაღში მდებარეობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ფერიცვალების ეკლესიას ამ წლებში სახელი გადაარქვეს (რაც პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად დასაჯერებელია ერთმანეთისაგან ძალიან ახლო განლაგებული ორი ერთიდაიგივე სახელწოდების ეკლესიის არსებობა)
და ბოლოს თანამედროვე რუკა, სადაც მოცემულია ამ ობიექტების მიახლოვებითი ადგილმდებარეობა,
სრულ სიზუსტეზე, ცხადია თავს არა ვდებ:

PS
აქ მოხსენიებული და რუკაზე წითელი ფერით აღნიშნული საკულტო ნაგებობებიდან დღეს არც ერთი აღარ არსებობს.
This post has been edited by diez on 30 May 2009, 14:47