არ ვიცი... მაგ კიბეებით 90-იანების დასაწყისში ვარ ასული ფეხით ტავიდან ბოლომდე... მაშინ დაცხრილულ-გაუბედურებული იყო იქაურობა
abeloმოკლედ, ავტობუსები დადიან მეტრო რუსთაველიდან #124 და კიდევ სხვა ადგილებიდან ... ნუ, როგორც მინიმუმ 2 ავტობუსის მარშრუტია...
მე ტაქსით ავედი. მაგრამ სასაფლაოებთან, შუქნიშანი, რომ არის იქ ჩამოვედი. იმიტომ რომ პარკისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო. შუქნიშანთან კი დიდი ადგილი და გზის მიმდებარე ტერიტორიები სავსე იყო მანქანებით. დიდი საცობი იყო.
მოკლედ გავუყევით გზას ფეხით, მაგრამ როგორც გული მიგრძნობდა (ანძაც ძალიან შორს მოჩანდა) პარკამდე დიდი მანძილი იყო, ამოტომ გზაზე მოძრავ ავტობუსს გავყევით...
ხალხი ძალიან ბევრი მოძრაობდა... თან საკმაოდ დაბნეულები იყვნენ... გზაში ქალი ამოვიდა, რომელიც გამობრუნებულა... ხალხმა თქვა 7-ზე ატრაქციონები იკეტებაო... 7 იყო, თუ ცოტა მეტი, აღარ მახსოვს...
მოკლედ პარკში შევედით, რამოდენიმე სურათი გადავიღეთ... საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ვერაფერი დავათვალიერე... ოდნავ შევიწიეთ თუ არა პარკში... ხე-შადრევანთან, მივედით, საიდანაც იშლება ხედი პარკზე და თბილისზე...
ხოდა, გადახედვა ვერ მოვასწარი, რომ დაცვა დაგვადგა თავზე, პარკი იკეტება და დატოვეთ აქაურობაო... მე კიდევ არაფერი, რამოდენიმე წყვილი გადაფსკვნილები ისხდნენ სკამებზე და ძლივს ააგლიჯეს იქაურობას

მოკლედ გავექეცით დაცვას და რესტორნამდე ჩავირბინეთ, მაგრამ იქ ვეღარ დავუსხლტით... მეთქი ფუნიკულიორისკენ მივუთითე იქედან ვერ გავალთ-მეთი და ვერაო... მაშინ, საიდანაც შემოვედით (ზემოდან) იქედან გავალთ მეთქი, მაგრამ იქვე ახლოს რომელი გასასვლელიც იყო იქედან გამოგვაძევეს...
მოკლედო, სანამ დალაგდება ყველაფერი ასე იქნებაო: ატრაქციონები 7-ზე, ხოლო პარკი 9-ზე დაიხურებაო...
უკან დაბრუნება ხომ საერთოდ საშინელება იყო... ავტობუსები, რომლებიც მოდიოდა ქალაქიდან უკვე სავე იყო... ხალხი გამწარებული დასდევდა და თუ აჩერებდნენ მთელი ძალით შიგნით ეტენებოდა... ზოგი ფეხითაც ბრუნდებოდა... თუმცა, ავტოსადგომთან (შუქნიშანთან) ბევრი ჩამოვიდა...