პატარკაციშვილების ოჯახი მთაწმინდის პარკის დაბრუნებას ადასტურებსმზია პატარკაციშვილი მთაწმინდის პარკის დაბრუნების ფაქტს ადასტურებს. commersant.ge–თან საუბრისას გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის და აცხადებს, რომ მთაწმინდის პარკი მათ მართვაში ორიოდე კვირის წინ გადავიდა.
შეგახსენებთ: კომპანია ,,ლინქსს”, რომლის დამფუძნებელიც ბადრი პატარკაციშვილი იყო, ,,მთაწმინდის პარკის” მართვის უფლება თბილისის საკრებულომ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩამოართვა. მიზეზად კი იჯარის პირობების შეუსრულებლობა დასახელდა. მანამდე ,,ლინქსმა” პარკის რეაბილიტაციაზე 25 მილიონი დოლარი დახარჯა. მოგვიანებით მთაწმინდის გასართობი პარკი არაბული კომპანია RAKIA–ს ხელში იჯარით გადავიდა.რა პირობებით დაუბრუნეს პატარკაციშვილებს მთაწმინდის პარკი და რა ცვლილებები იგეგმება იქ ძველი მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ, უცნობია.
მზია პატარკაციშვილის განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე პარკში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ აპირებენ, მოსაწესრიგებელი სამუშაოები კი პარკში უახლოეს მომავალში დაიწყება.
პარკის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი შორენა ცხოვრებაშვილი მთაწმინდის პარკის მფლობელის შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
მისი თქმით, პარკი კვლავ დაკეტილია, საბავშვო ატრაქციონები იქ 15 მაისს გაიხსნება, პარკის სრულად გახსნა კი 1 ივნისისთვისაა დაგეგმილი. მისივე თქმით, პარკის ადმინისტრაცია ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.
http://www.commersant.ge/?id=8647 
იმედია ახლა მაინც მიეხედება მაგ პარკს