საინტერესოა...
ვინც საქმეში გარკვეული ხალხი ხართ, ხომ არ იცით დაახლოებით რა ჯდება მეტროს ერთი სადგურის მშენებლობა (თავისი 2-3 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთით) და რეალურად რამდენ ხანში აშენებადია?
დავიჯერო ასე უტოპიურია (თუნდაც ჩვენნაირი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის) რამოდენიმე წელიწადში 3-4 ახალი სადგურის აშენება?
ანუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
რაც ყველაზე ძალიან მინდა, ეს არის მეტროს სადგური ვაკეში. ევროპის პრაქტიკულად არც ერთ ქალაქში არ არსებობს ცენტრალური უბნები/რაიონები მეტროს სადგურის გარეშე. ჩვენთან კი ისე გამოდის, რომ ერთ-ერთი ცენტრალური და პრესტიჟული უბანი, სადაც განლაგებულია ბევრი საელჩო (ჩეხეთის, თურქეთის, უკრაინის, ირანის, რუსეთის, გაეროს) და საკონსულო (ჰოლანდიის, საბერძნეთის), ბანკების მთავარი ოფისები (ქართუ ბანკი, სახალხო ბანკი), უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსები, პრესტიჟული მაღაზიები, საქართველოში სიდიდით მეორე ევროსტნადარტების მიხეილ მესხის სტადიონი (30.000 მაყურებლით), თბილისის პირობაზე კარგად ცნობილი "ვაკის პარკი" (ისე, ამასაც უნდა სერიოზული რეკონსტრუქცია), კუს ტბის განახლებული კომპლექსი სამგზავრო-საჰაერო საბაგიროთი, და ა.შ.
არის მეტროპოლიტენის ქსელის მიღმა.ამგვარი რაღაც არსად არ არის მგონი მსოფლიოში, რომ 22 სადგურიდან, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უბანში ერთი სადგურიც არ არის.
ძველად სხვა დამოკიდებულება იყო, ზოგიერთ ვაკელს მეტროში ჩასვლა სირცხვილადაც მიაჩნდა, ვაკეში თუ ცხოვრობდი სადმე ფეშენ-უბანში, როგორც მინიმუმ ერთი მანქანა მაინც უნდა გყოლოდა და გზებიც თავისუფალი იყო და საერთოდ რად გინდოდა მეტრო, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა, გარდა იმისა რომ ურბანული ლაფსუსია ვაკეში მეტროს არ არსებობა, "საცობების" პრობლემაც ძალიან დიდია, პიკის საათებში, ჭავჭავაძის გამზირი იკეტება და ზოგჯერ საათი სჭირდება საბურთალოდან ვაკეში გასვლას, ვაკეში რუტინული მოძრაობისას (სახლი-სამსახური ან სახლი-უნივერსიტეტი) ძალიან გამოსადეგი იქნებოდა მეტრო, ბევრი მსუბუქი მანქანითაც ნაკლებს ივლიდა, ავტობუსებიც განიტვირთებოდნენ და ა.შ.
რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 30 Dec 2009, 02:19
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)