მარტო ბორბლების და ლიანდაგის გამოცვლა არაა საკმარისი. უნდა გამოიცვალოს მოძრავი შემადგენლობა მთლიანად (RIC ვაგონების გარდა), რომელიც არ ჯდება ევროპულ გაბარიტში, უნდა გამოიცვალოს ქვესადგურების სისტემა, რომელიც 3000-3300 ვოლტია ჩვენთან, ევროპაში კი ძირითადად 1500 ვოლტი. ასევე საბჭოტა სტანდარტის სიგნალიზაციას უნდა გამოიცვალოს ევროპული სტანდარტის სიგნალიზაციით. უნდა სერიოზულად შეიცვალოს სარემონტო ბაზა, სადგურების პლატფორმები ახალ ვაგონების გაბარიტებთან შესაბამისად. თემქამ დანერგოს ახალი ელმავლების წარმოება (სათქმელად ადვილია

) ან საერთოდ შეეშვას ამ საქმეს.
მოკლედ, ფაქტიურად ახალი რკინიგზა უნდა გაკეთდეს, რაც იმდენი ჯდება, რომ არ ღირს მის გამო არსებულის დანგრევა. ჯობია გაეთდეს პარალელური სატრანზიტო ტრანსკავკასიური რკინიგზა 1435მმ სტანდარტზე, რომელიც კი არ ჩაანაცვლებს, არამედ დაემატება არსებულ 1524მმ რკინიგზას.
პირველ რიგში კი უნდა ჩატარდეს გამოთვლები, ამოიღებს თუ არა ევროპული სტანდარტის რკინიგზა მასზე დანახარჯებს? ეს კი მოხდება ჩემი აზრით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე აზერბაიჯანის ტვირთების ტრანზიტი მოხდება თურქეთში და პირიქით, ამისათვის კი აზერბაიჯანმაც ასევე უნდა შდეცვალოს საკუთარი რკინიგზა. მარტო საქართველოს-თურქეთი-ევროპის ტვირთბრუნვამ არა მჰგონია ამოიღოს ამ მეგამშენებლობის დანხარჯები.
IMHO.
Real SAABs don't leak. They just mark their territory.