* კუს ტბა
ქორქის ტბა, ტბა თბილისში, მთაწმინდის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.
* ლისის ტბა
ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთით. წყლის სარკის ფართობი 0,47 კმ2, აუზის ფართობი 16 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 4 მ, მოცულობა 1,22 მლნ. მ3. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი - შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა 28°C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.
* ჭილის ტბა
* მუხათგვერდის ტბა (დამშრალია)
* წოდორეთის ტბა
* გლდანის დიდი ტბა
* გლდანის პატარა ტბა
* თბილისის ზღვა
თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ - ვიწრო. სიგრძე – 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართ. 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ3. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშ. სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, საწვავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.
წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმია დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით - კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამტარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარების გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდ. ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის წვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.
*კუმისის ტბა არაა მთლად თბილისი მაგრამ აქვეა
*ჯვარის ტბა ესეც მცხეთაა მაგრამ აქვეა, მცხეთის ჯვრის ასავლელთანაა
ზოგი მე დავამატე, ზოგი აქედან ავიღე ka.wikipedia.org
მაგრამ მუხათგვერდის ტბა რომ დაშრა არ წერია

ესეც რუკა
This post has been edited by giorgitab on 30 Mar 2010, 17:53