გუგლირსში სულ შემთხვევით აღმოვაჩინე ზაჰესის (ზემო ავჭალის ჰიდრო ელექტრო სადგურის) უცნაური განლაგების შესახებ.
ამ საკითხში დილეტანტი ვარ და არ დამცინოთ თუ რამე ძაან ელემენტერულს ვკითხულობ.
უცნაურად მიმაჩნია იმიტომ რომ არ მახსენდება სხვა რომელიმე ჰესი იყოს ასეთი ანატომიის.
ფაქტია რომ მტკვარი გაყოფილია ორ კალაპოტად. ისიც ფაქტია რომ a კალაპოტი უნდა იყოს ხელოვნური, რადგან ძალიან სიმეტრიული და თანაბარი დაშორების კედლები აქვს.
ანუ a კალაპოტის ტერიტორია და შუაში 3.4 კილომეტრის სიგრძის კუნძული სავარაუდოდ იყო მარცხენა სანაპიროს მიწები.
როგორც წყლის ჭავლის სურათიდან ჩანს ტურბინები აყენია როგორც 1 კაშხალთან, ასევე 2 თან. დიდი ალბათობით მე-2 არის მთავარი.
სურათში ისიც კარგად ჩანს, რომ a კალაპოტი არის უფრო ღრმა ვიდრე b. ეს არაა გასაკვირი რადგან b თავისუფლად მიედინება, ხოლო a არის დაგუბებული.
პრინციპს დაახლოვებით ვხვდები, როცა a კალაპოტი გადავსებულია და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ხსნიან 1 კაშხალს და მტკვარი ბუნებრივად მიედინება. როცა თბილისში უნდათ მტკვრის დაწევა, კეტავენ ორივეს.
მაგრამ რა ვერ გავიგე, რა საჭირო იყო ასე გართულება?
რატომ უბრალოდ არ დააგუბეს მტკვარი და მე-2 კაშხალის მახლობლად არ გააკეთეს ერთიანი კაშხალი? (როგორც ახლაა იმის მართობულად)
ასე ხომ გაცილებით მეტი ენერგეტიკა ექნებოდა მდინარეს?
This post has been edited by Kublicha on 7 Nov 2012, 23:18