თემა კარგია, ძნელად დასაჯერებელი და აქედან გამომდინარე შეიქმნა 2 მხარე, აქედან 1 მხარე წარმოადგენს ის ხალხი ვისაც ასე თუ ისე სჯერა ამ ყველაფრის, და მეორე მოწინააღმდეგე მხარე

ძალიან კარგია რომ მეორე მხარემაც იჩინა თავი, ჭეშმარიტება იბადება კამათის დროს...
მე ჩემ პოსტში ყველაფერს შევეხები.
1. ყველასთვის ცნობილი გერმანული წარმოების ღუმელი. შესაძლებელია თუ არა რომ ამ ღუმელს რაიმე რიტუალისთვის იყენებდნენ? მაგალითად მსხვერპლშეწირვის შემდეგ მაგ ღუმელში წვავდნენ ცხედარს... ამ თეორიით აიხსნება მეზობლების ნათქვამი რომ რაღაც მყრალი სუნი იდგა ხოლმე დროდადროო....
2. ყველასათვის საინტერესო გვირაბები. ეს გვირაბები შეიძლება ძალიან ბევრი რამისთვის იყოს შექმნილი... მაგალითად კანალიზაცია,კავშირგაბმულობა, ან თუნდაც ბუნკერი. კომუნისტების დროს აშენებულ თითქმის ყველა სახლს აქვს ბუნკერი რათა ომის დროს მოსახლეობამ შეაფაროს თავი...
3. იმ გოგოს სურათს კარგად რომ დავაკვირდი შევამჩნიე რამოდენიმე განსხვავება თვითონ გოგოსა და "ხელის კანკალის გამო შექმნილ მეორე გამოსახულებას" შორის... მართალია უმნიშვნელო მაგრამ განსხვავება ხომაა

თუ კარგათ დააკვირდებით გოგონას თმა სხვანაირად აქვს ვიდრე "ანარეკლს" (ასე დავარქვათ)
P.S. საჭიორა რომ შევხედოთ ამ მონაკვეთს რუქაზე სადაც განსაზღვრული იქნება საითაა ჩრდილოეთი, რადნაგ ზუსტად დავინახოთ ეს "დამცველი პენტოგრამაა" თუ "ლუციფერის ნიშანი"