აჰა, ესეიგი თემის ავტორს კითხულობდა აქ ხალხი ))
მაინც არაფერი მაქვს საქმე ამ შუაღამისას და ბარეღამ დავწერ, ჩემს მოსაზრებას.
ყველაფერი, რაც ზემოთ წერია, არის ორი ცამეტი წლის ბავშვის ლოგიკით ( ჩემი და ჩემი მეგობრის ) ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტი, რომელიც შემდეგ ჩვენზე დიდ ადამიანებს გავუზიარეთ. იმათ უფრო გაარკვიეს, მაგრამ კაცმა არ იცის რამდენი შეცდომა და უზუსტობაა შიგნით
.
ძალიან ბევრი რამ, მართლაც ემთხვევა, მაგალითად, საბერძნეთის საელჩო, არქიტექტორი, მშენებლობის დაწყების თარიღი, თვითმკვლელობები ( რომელიც გადამოწმებული ნამდვილად არავის აქვს, უბრალოდ მეზობლების მონაყოლიდან ვიცით და დიდი შანსია, ბავშვების დასაშინებელი ტყუილიც იყოს ) ლეგენდები ყველა სახლზე დადის, მაგრამ ფაქტებზე მეტი ლეგენდები ვიცი, ადამიანებისგან, რომელსაც ეს ისტორია მოვუყევი და შემდეგი ტექსტი გავიგე "აუაუაუაუ ვიცი ეგ სახლი, ბებიაჩემის და ცხოვრობდა მანდ და გითხრა...." რა არის მართალი და რა ტყუილი კაცმა არ იცის, მაგრამ, განვმეორდები და ვიტყვი, რომ საკმაოდ ბევრი რამ ემთხვევა.
რელიგიური ადამიანი ნამდვილად არ ვარ, არც ქრისტიანი, არც სატანისტი, არც ათეისტი და არც რომელიმე სექტის წევრი

მე მჯერა იმის, რომ ადამაინს რომელიც სახლებს აშენებდა, სჯეროდა რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებდა. შეიძლება პირიქით, თვლიდა, რომ ქალაქს იცავდა რამე "ეშმაკისეულისგან"
პენტოგრამა/პენტაგრამა, სატანიზმის ნიშანი არაა, ამობრუნებული ლავეის "Church of Satan" ის შემდეგ გახდა პოპულარული, მაგრამ ოკულტიზმში იქამდეც გამოიყენებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე არ ვარ, მისტიკა და ჰორორი, მაინც მიზიდავს, მინგრეულ გვირაბებში ძრომიალს კიდევ, მე თუ მკითხავთ არაფერი სჯობს 13-17 წლის ასაკში, თუ ვინმეს გინდათ არაა პრობლემა, ეხლაც სიამოვნებით ვნახავდი ყველა სახლს თავიდან, მაგრამ მთლად იმის იმედიც ნუ გექნებათ, რომ სიბნელიდან რამე გამოხტება, თუ მართლა იმდენად არ გეშინია, რომ რამე მოგელანდოს.
ფოტოებზე არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი, რაღაცას წააგავს, მაგრამ სადაც ცდილობ რომ რამე დაინახო, აუცილებლად დაინახავ. დემონებს კი არა, აზრს ხედავს ზოგიერთი თანამედროვე ხელოვნების სრულიად უაზრო "შედევრებში"
მოსაყოლად და ზოგჯერ ხალხის დასაშინებლად, შესანიშნავი ისტორიაა. ( ისიც გააჩნია ვის უყვები

) როგორც ვხედავ პატარა ურბანული ლეგენდაც გამოვიდა და მიხარია, იმას თუ არ ჩავთვლით, ამ თემის შემდეგ, ყველაფრის ახსნა, წელიწადში 3-4 ჯერ მაინც მიწევს ახალბედა ჟურნალისტებისთვის, რომელსაც ჰგონიათ, რომ ექსკლუზიურ მასალას მიაგნეს ))) ვერ წარმოიდგენთ რამდენ ახალ გაცნობილ ადამიანს მოუყოლია ეს ისტორია ჩემთვის, თან დამახინჯებული ინტერპრეტაციით.
მოკლედ long story short, ბევრი რამ ემთხვევა, რაღაცეები მერე აღმოვაჩინე რომ უი თურმე ისე არ ყოფილა როგორც მეგონა.
ფაქტია, რომ ვიღაც მართლა ცდილობდა და ეს ვიღაც არასერიოზული პიროვნება არ იყო. რისთვის და ვისთვის კაცმა არ იცის.
* * *
me vs meშენი პოსტი ეხლა წავიკითხე და მიხარია, რომ ვიღაცამ, რაღაცეები ახსნა და მე არ მომიწევს პასუხების გაცემა )))
ბუხრებზე გეთანხმები. "თბილისის სადარბაზოებია" საკმაოდ საინტერესო წიგნი, მეგობარმა მაჩუქა რამდენიმე წლის წინ, და იმდენი ასეთი "ანგელოზი" აღმოვაჩინე, რომ ეგ ვერსია სამუდამოდ გამოვრიცხე. იმ დროინდელი არქიტექტურაა ეშმაკების და ანგელოზების გამოხატვა, სახლებზე, ისევე როგორც ვთქვათ Salve ზღურბლზე.
პენტაგრამას ქრისტიანები და არა მარტო, დამცავ სიმბოლოდ იყენებდნენ მართალი ხარ, მაგრამ სატანისტებს ყველფრის ამობრუნება რომ უყვართ, დარწმუნებული ვარ გეცოდინება ეგეც ))) ასე რომ წაღმაა თუ უკუღმა, კაცმა არ იცის.
რაც შეეხება ინგოროყვას 16-ს, ჩეკას ეკუთვნოდა ეს შენობა, შემდეგ გადაკეთდა საცხოვრებელ სახლად და რამდენიმე მოხუცებულმა მეზობელმა დაადასტურა, რომ ზუსტად ამ შენობის სარდაფში იყო კარცერი, სადაც ხალხს თავს ჭრიდნენ მათ ბავშვობაში. ჩემი მონაყოლის თუ არ გჯერა, ამონარიდს შემოგთავაზებ პრაიმ ტაიმის სტატიიდან
"სხვენზე ხშირად ადამიანის თავის ქალას, ძვლებს ვპოულობდით. ჩემი აზრით ეს იმ ხალხის ძვლებია, ვინც სარდაფებიდან როგორღაც გაიქცა და დროებით სხვენში იმალებოდა. სხვენიდან ჩამოსვლას კი ვეღარ ბედავდა და სამუდამოდ იქ რჩებოდა. მერე გვამებს პოულობდნენ და ღამე გაჰქონდათ. სარდაფები კარგად რომ გაიწმინდოს, ახლაც უამრავი ძვალი გამოჩნდება. კომუნისტების დროს აქ მაღაზიის გაკეთებას აპირებდნენ, სარდაფების გასუფთავებისას, მიწასთან ერთად, უამრავი თავის ქალა, კბილები და ძვლები ამოიღეს.“ პატარა ნაგებობის ნგრევის დროს კი, ეზოში დიდი რაოდენობით ძველებური იარაღი უპოვიათ. „ჩვენს ეზოში დიდი, საერთო საპირფარეში იყო, გადავწყვიტეთ დაგვენგრია. ნგრევის დროს აღმოჩნდა, რომ ეს შენობა ღუმელით თბებოდა, ღუმელში კი უამრავი იარაღი იმალებოდა. ამბობენ, პატიმრები ჯერ ამ შენობაში შეჰყავდათ, თმას პარსავდნენ, აშიშვლებდნენ და ასე ჩაჰყავდათ საპყრობილეში. არ ვიცი, ამ იარაღის დამალვას პატიმრები ახერხებდნენ, თუ ეს „ჩეკა“-ს თანამშრომლების საკუთრება იყო.“
ბერიას სახლს რაც შეეხება, კი გვირაბი აუცილებლად ექნებოდა, მაგრამ მე ამ სახლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. პირველად აქ რომ მოვხვდი, სულ არ ვიცოდი რომ ბერიასი იყო, არც ის ვიცოდი თუ ვინმეს თავი ქონდა მოკლული. იქამდე ათას დანგრეულ შენობაში ვყოფილვარ, ღამე სასაფლაოზე დამილევია, უამრავი მაგდაგვარი კრეტინობა მაქვს ნაკეთები, მაგრამ ეგრე არასდროს შემშინებია, როგორც ქალაქის ცენტრში, დღისით და მზისით. მორწმუნე არ ვართქო არა ერთხელ ავღნიშნე, მაგრამ უნატყოფით ენერგიას ვერსად გაექცევი. ყველაზე ცუდი ენერგეია ზუსტად ამ სახლში ვიგრძენი და დღემდე მახსოვს ეს შიში. ყველაზე ჯერზე ვსკდები შიშით. მხოლოდ ამ სახლში და არა მარტო მე.
რაც შეეხება თვითონ სატანიზმს, ისევ ლავეის დავესესხები და ვიტყვი, რომ ამ მოძღვრებას, რომელიც ინდივიდუალიზმზე და დიდი დოზით ეგოიზმზეა აგებული, მართლაც რომ იდიოტი კატის გამტყავებელი თინეიჯერები უფუჭებენ სახელს, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რომ სატანიზმის ყველაზე მძიმე ცოდვა უგუნურებაა. ჰოლივუდი-ბოლივუდი, არაფერ შუაშია, არის რწმენა, რომელიც ყველას ინდივიდუალურად ესმის. ვიღაცას კარგად, ვიღაც კი არასწორედ იგებს. თვითონ ამ მოძღვრების გათანამედროვებული ვერსია გამორიცხავს მსხვერპლთ შეწირვას. მე მგონია რომ საქართველოში სატანიზმი დამახინჯებულად შემოვიდა. ლავეის სატანიზმს შეიძლება არც მოეღწია მაგ დროისთვის და თეისტური წესებით ხელმძღვანელობდნენ. ამ სახლების ავტორსაც დიდი ალბათობით არასწორედ ესმოდა ბევრი რამ.
ურბანული ლეგენდები, რომელიც თითოეულ მათგანს უკავშირდება, ჰაერიდან არ ჩნდება ხოლმე. რაღაც ნაწილი გადამეტებულია, რაღაცამ არასწორედ მოაღწია, ნაწილი ალბათ ჩემდაუნებურად პირადად მე დავამახინჯე. თუ დავინტერესდები, კიდევ უამრავ სახლზე შეიძლება მოვისმინო ასეთივე ისტორიები, პენტოგრამას კი არა, მართლა *** ეს შეადგენ ნებისმირი 10 სახლით. უბრალოდ ამდენი დამთხვევა ყველაზე არ იქნება,
This post has been edited by Hate_eternal on 28 Jul 2012, 05:23