da_to
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13651
წევრი No.: 53050
რეგისტრ.: 11-February 08
|
#23813303 · 3 Feb 2011, 20:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ე.ი როგორც იქნა გადაწყვიტეს 450 ტაბლოს დაყენება . . .
ავტობუსის გაჩერებებისათვის ელექტრონული ტაბლოების შეძენა–მონტაჟის
ტექნიკური დავალება
2.8.1 გაჩერებების მართვის სისტემის ცენტრალური სერვერის პროგრამული უზრუნველყოფის ზოგადი მოთხოვნები სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დანიშნულებაა მართოს გაჩერებებზე დამონტაჟებული შუქდიოდური ტაბლოები; დროის რეალურ რეჟიმში,GPRS ქსელით ტაბლოებთან ინფორმაციის მიმოცვლა: o თითოეულ ტაბლოს ინდივიდუალურად გადასცეს მასზე გამოსატანი ინფორმაცია; o პერიოდულად მიიღოს ტაბლოებიდან სენსორების ჩვენებები; o დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია ტაბლოსთვის კვების მიწოდების შეწყვეტის ან ტაბლოს არასანქცირებული დემონტაჟის ნიშნების შესახებ; o მოახდინოს ტაბლოს კონფიგურირება ინდივიდუალურად; o საჭიროების შემთხვევაში დაშორებულად განაახლოს ტაბლოების პროგრამული უზრუნველყოფა - ქსელის მეშვეობით; სისტემამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლაუკვე არსებულ, ავტობუსების დისპეჩერიზაციის სისტემასთან (ადს), კერძოდ: o მიიღოს ინფორმაცია მარშრუტებზე გასული ავტობუსების შესახებ; o რეალური დროის რეჟიმში მიიღოს ავტობუსების ადგილმდებარეობის და მათი მოძრაობის სიჩქარის ინფორმაცია ადს-დან; o პერიოდულად განაახლოს ინფორმაცია გაჩერებების, მარშრუტების და მოძრაობის განრიგის შესახებ; o გადასცეს ადს-ს ინფორმაცია ტაბლოების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, შეატყობინოს ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტები და სხვა ინფორმაცია რომელიც მოდის ტაბლოს სენსორებიდან; o სისტემას უნდა გააჩნდეს პროგრამული ინტერფეისი, რომლის მეშვეობითაც გარე პროგამები, მაგალითად ადს-ის პროგრამული უზრუნველყოფა, შეძლებს სისტემის სრულყოფილ მართვას; 2.8.2 გაჩერების შუქდიოდური ტაბლოს ტექნიკური მახასიათებლები ტაბლოსზომა: არანაკლებ 0,95მx 0,38მ (სიგანეxსიმაღლე); ტაბლოს გარჩევადობა: არანაკლებ 160 x 64 წერტილი (სიგანე xსიმაღლე); გამოსახულებისწერტილებსშორისმანძილი: არაუმეტეს 6მმ;9 წერტილებისსიმჭიდროვე: არანაკლებ 27000 წერტილი/კვ.მ.; ტაბლოს გამოსახულებისფერების რაოდენობა: 1 ფერი; ტაბლოს ფერისგრადაცია: არანაკლებ 8 დონისა; გამოსახულების სიკაშკაშე: არანაკლებ 2000 კანდელი/კვ.მ.; ხილვადობისკუთხე: ჰორიზონტალურადარანაკლებ 160°, ვერტიკალურადარანაკლებ60°; ელექტრულიკვება: ცვლადიდენი 220ვ, 50 ჰერცი; მოხმარებულიენერგია: არაუმეტეს 800ვტ/კვ.მ.; განახლებისსიხშირე: არანაკლებ 60 ჰერცი; საუკეთესოხილვადობისმანძილი: 4მ-დან 20მ-მდე; ექსპლუატაციისვადა: 100000 საათი; გამოსახულების ხარვეზებისრაოდენობა: არაუმეტეს 1 ცალისა 10000 წერტილზე; ექსპლუატაციისტემპერატურა: -20℃-დან +60℃ -მდე; ექსპლუატაციისდასაშვებიტენიანობა: არანაკლებ 95%; მოთხოვნა ექსპლუატაციისპირობებისადმი: ღიაგარემოში (შენობის ან სხვაგვარი საფარის გარეთ) უწყვეტი ექსპლუატაცია, პირდაპირიმზისსხივებისდაატმოსფერულიმოვლენებისპირდაპირიზემოქმედებისასუნა კლო უწყვეტიფუნქციონირება, დღე-ღამეში 24 საათისგანმავლობაში; ტაბლო უნდა აკმაყოფილებდეს IP65 სტანდარტის მოთხოვნებს; ტაბლოს კონსტრუქციაში თითოეული შუქდიოდის ზედა მხარეს გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 3მმ ზომის საფარი, რომელიც დაიცავს შუქდიოდს ზევიდან (ვერტიკალურად) მზის სხივების პირდაპირი მოხვედრისგან და ამავდროულად არ შეამცირებს გამოსახულების ხილვადობას მგზავრისთვის. ტაბლოსკონსტრუქციაში, შუქდიოდების მხრიდან,არ უნდა იყოს შუშა ან რამე სხვა სახის საფარი, რომელიცაირეკლავსსინათლესანსხვაგვარადშეამცირებსგამოსახულებისხილვადობას; მწარმოებლის შუქდიოდური ტაბლოს (დისპლეის) წარმოება უნდა იყოს სერტიფიცირებული ISO9001 სტანდარტის შესაბამისად, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო სერტიფიკატის წარმოდგენით; მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ტაბლოს თანმდევი ტექნიკური დოკუმენტაცია; საგარანტიო ვადა: 12 თვე. 2.8.3 გაჩერების შუქდიოდური ტაბლოს ზოგადი მოთხოვნები ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გამოტანა სხვადასხვა რეჟიმში და სხვადასხვა ზომის შრიფტით: 4 ხაზიანი რეჟიმი (160x64 პიქსელიანი ტაბლოსთვის - შრიფტის ზომა 8x16) 5 ხაზიანი რეჟიმი, (160x64 პიქსელიანი ტაბლოსთვის - შრიფტის ზომა 8x13) 6 ხაზიანი რეჟიმი, (160x64 პიქსელიანი ტაბლოსთვის - შრიფტის ზომა 8x10) 8 ხაზიანი რეჟიმი, (160x64 პიქსელიანი ტაბლოსთვის - შრიფტის ზომა 6x8) უფრო დიდი გარჩევადობის ტაბლოსთვის შრიფტის ზომა შეიცვლება პროპორციულად;10 ტაბლო ლოგიკურად დაყოფილია ზონებად. ზონა შედგება ერთი ან რამოდენიმე ხაზისგან. ტაბლო უნდა იძლეოდეს კონფიგურირების საშუალებას, ისე რომ შესაძლებელი იყოს თითოეულ ზონაში სასურველი ინფორმაციის გამოტანა; ტაბლოს კონფიგურირება და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, უნდა ხდებოდეს როგორც ლოკალურად - ტაბლოზე მოწყობილობის მიერთებით, ისე ცენტრალიზირებულად -დაშორებული მართვით. ტაბლოს კავშირი ცენტრალურ სერვერთან უნდა ხორციელდებოდეს ქსელური მოდულით, რომელიც ინტეგრირებული უნდა იყოს ტაბლოში. ქსელურმა მოდულმა უნდა უზრუნველყოს GPRS კავშირი; ტაბლოს უნდა ჰქონდეს აკუმულატორი, რომელიც დენის მიწოდების შეწყვეტისას უზუნველყოფს მისი კონტროლერის და ქსელური მოდულის მუშაობას მინიმუმ 1 საათის განმავლობაში ავტონომიურად. შუქდიოდების მუშაობა დენის გათიშვის დროს აუცილებელი არარის; ტაბლოს უნდა ჰქონდეს სენსორები, რომელიც უზრუნველყოფს ტაბლოს არალეგალიური მოხსნის ან კვების გათიშვის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემას ცენტრალურ სერვერზე; ტაბლო აღჭურვილი უნად იყოს ერთზე მეტი განათების სენსორით, რომლის მეშვეობითაც დარეგულირდება ტაბლოს შუქდიოდების ნათების ინტენსივობა გარე განათების ცვლილების მიხედვით; ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის ჩვენება მინიმუმ ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად. ტაბლომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე დროის და ტემპერატურის ჩვენება: დროის ჩვენება უნდა მოხდეს შემდეგი ფორმატით HH:MM. სადაც HH- აღნიშნავს საათს (0-23), ხოლო MM წუთს (0-59); ტემპერატურის ჩვენება უნდა მოხდეს შემდეგი ფორმატით: STTC, სადაც S არის ნიშნის პოზიცია (+, -), TT- ტემპერატურა, - გრადუსის ნიშანი, C - ცელსიუსის აღნიშვნა; ტემპერატურის აზომვა უნდა მოხდეს ლოკალურად; ტაბლოს საათის გასწორება შესაძლებელი უნდა იყოს ცენტრალიზებულად; ადგილი, სადაც ტაბლოზე უნდა გამოჩნდეს დრო და ტემპერატურა უნდა კომფიგურირდებოდეს; შესაძლებელი უნდა იყოს დროის და ტემპერატურის ერთ ადგილას გამოჩენა, ამ შემთხევაში დროის და ტემპერატურის ჩვენება ერთმანეთს ჩაენაცვლება განსაზღვრული, მაგალითად 5 წამიანი, ინტერვალით. ინტერვალი უნდა კონფიგურირდებოდეს; დინამიური ტექსტის ჩვენებისას ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ტექსტის როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური მოძრაობის სიჩქარის კონფიგურირება; ტაბლოზე გამოსატანი ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს დინამიურად ცენტალიური სერვერიდან. ინფორმაციის განახლების ინტერვალი უნდა კონფიგურირდებოდეს.11 2.8.4 გაჩერების შუქდიოდური ტაბლოს სპეციფიური მოთხოვნები ტაბლოს ლოგიკური ზონები შედგება ხაზებისგან, შესაძლებელი უნდა იყოს ზონების შედგენა შემდეგი ტიპის ხაზებისგან: o მოახლოებული ავტობუსის შესახებ სტატიკური საინფორმაციო ხაზი ტაბლოზე შეიძლება იყოს ერთი ან რამოდენიმე ასეთი ხაზი, მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა უნდა კონფიგურირდებოდეს; ინფორმაციის გამოტანა თითოელ ხაზში უნდა მოხდეს შემდეგი სახით: o [ნომერი] [მიმართულება][დრო][ერთეული] - სადაც: ნომერი - არის ავტობუსის სამარშრუტო ნომერი. ნომერი შეიძლება იყოს ერთნიშნა, ორნიშნა ან სამნიშნა; მიმართულება - ავტობუსის მოძრაობის მიმართულება. ტექსტის ზომა ფიქსირებული არაა; დრო - მოცემული გაჩერებიდან ავტობუსის გასვლის დრო წუთებში; ერთეული- დროის ერთეულის წარწერა, ორი ან სამი პოზიცია, მაგალითად წთ ან MIN. ავტობუსის მარშრუტის ნომერმა უნდა დაიკავოს ტაბლოზე იმდენი პოზიცია, რამდენიც უკავია მოახლოებულ ავტობუსებს შორის მაქსიმალური სამარშრუტო ნომრის მქონე ავტობუსის ნომერს. მაგალითად, თუ ტაბლოს შესაბამისი ზონა დაკომფიგურირებულია ისე, რომ აჩვენოს 3 მოახლოებული ავტობუსის შესახებ ინფორმაცია, ხოლო მოახლოებული ავტობუსების ნომრებია 20, 85 და 205 - ყველა ხაზში ნომერი დაიკავებს 3 პოზიციას. თუ მოახლოებული ავტობუსების ნომრები იქნება 20, 85 და 65 - მაშინ ყველა ხაზში ნომერი დაიკავებს 2 პოზიციას; მიმართულება - იმ შემთხვეაში, თუ მიმართულების ტექსტის გამოტანას უფრო მეტი ადგილი სჭირდება, ვიდრე ტებლოზე არის გამოყოფილი ამ ველისთვის - მიმართულების ტექსტმა უნდა დაიწყოს მოძრაობა ისე, რომ ტექსტმა გამოყოფილ ცარიელ ადგილზე სრულად გაიაროს. ამასთან მარშრუტის ნომერი, დრო და ერთეული ტაბლოზე ყოველთვის უნდა დარჩეს გამოსახული სტატიკურად, იმის მიუხედავად მოძრაობს თუ არა მიმართულების ტექსტი; ტაბლოს უნდა ჰქონდეს ერთეულის ველის ჩვენების კონფიგურირების საშუალება. იმ შემთხვევაში თუ ერთეულის ველის ჩვენება გამორთულია - სტატიკური საინფორმაციო ხაზი იქნება შემდეგნაირი: [ნომერი] [მიმართულება][დრო]. o მოახლოებული ავტობუსების შესახებ დინამიური საინფორმაციო ხაზი მოახლოებული ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობა არის 30. ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ჩვენება მორბენალ სტროქონში; ტაბლოზე დასაშვებია მხოლოდ ერთი დინამიური საინფორმაციო ხაზის გამოტანა, მოახლოებული ავტობუსების შესახებ ინფორმაციის გამოსატანად; სტრიქონში უნდა გამოჩნდეს მხოლოდ იმ მოახლოებული ავტობუსების შესახებ ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოტანილი ტაბლოს სხვა ხაზებზე;12 იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ ეტევა ერთ სტრიქონში, უნდა მოხდეს მისი მორბენალი სტრიქონის სახით გაშვება; ინფორმაციის გამოტანა უნდა მოხდეს იგივე წესით როგორც ეს ხდება სტატიკური საინფორმაციო ხაზის შემთხფვევაში ფორმატით: [ნომერი] [მიმართულება][დრო][ერთეული] ტაბლოს უნდა ჰქონდეს ერთეულის და მიმართულების ველების ჩვენების (ტაბლოზე გამონათების) კონფიგურირების საშუალება. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ერთეულისდა მიმართულების ველების ჩვენება გამორთულია - დინამიური საინფორმაციო ხაზი იქნება შემდეგნაირი: [ნომერი] [დრო]; მოახლოებული ავტობუსების დინამიური და სტატიკური საინფორმაციო ხაზებში ერთეულის ჩვენება კონფიგურირდება ცალცალკე. ერთი მათგანის ჩართვა ან გამორთვა, არ უნდა იწვევდეს ცვლილებას მეორე ტიპის ხაზში; დინამიურ საინფორმაციო ხაზი უნდა კონფიგურირდებოდეს ისე, რომ შეეძლოს სტრიქონის ნებისმიერ ადგილად დროის ან ტემპერატურის ან ორივეს ერთად ჩვენება, ისე როგორც ეს აღწერილია სექციაში. ამასთან დრო ან ტემპერატურა უნდა გამოჩნდეს სტატიკურად და არ მოძრაობდეს დანარჩენ სტრიქონთან ერთად. სტრიქონში, მოახლოებული ავტობუსების ინფორმაციასთან ერთად, შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ტექტის ჩვენება.მორბენალ სტრიქონშისაჩვენებელი ტექსტი, ისევე როგორც ავტობუსების შესახებ ინფორმაცია გადმოიცემა ცენტრალური სერვერიდან. o ზოგადი საინფორმაციო ზონა ტაბლოზე შეიძლება იყოს ერთი ან რამოდენიმე ზოგადი საინფორმაციო ზონა; ტაბლოს ზონა რომელიც აჩვენებს ზოგად ინფორმაციას შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამოდენიმე ხაზისგან; ზოგად საინფორმაციო ზონებში საჩვენებელი ინფორმაციის გადმოცემა ხდება ცენტრალური სერვერიდან; თუ ტაბლოზე გამოყოფილ ზონაში განსათავსებელი ინფორმაცია უფრო დიდია ვიდრე შეიძლება განთავსდეს მოცემულ ზონაში, მაშინ უნდა მოხდეს საჩვენებელი ტექსტის დინამიური ამოძრავება, ამასთან: თუ გამოყოფილი ზონა შედგება მხოლოდ ერთი ხაზისგან, მაშინ ტექსტის მოძრაობა უნდა მოხდეს ჰორიზონტალურად; თუ გამოყოფილი ზონა შედგება ერთზე მეტი ხაზისგან, მაშინ ტექსტის მოძრაობა უნდა მოხდეს ვერტიკალურად ყველა ხაზში ერთად; ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოძრაობის სიჩქარეები უნდა იყოს კონფიგურირებადი. ერთხაზიანი ზოგადი საინფორმაციო ზონა უნდა კონფიგურირდებოდეს ისე, რომ ხაზის თავში ან ბოლოში შესაძლებელი იყოს დროის, ტემპერატურის ან ორივეს ერთად ჩვენება, როგორც ეს აღწერილია სექციაში. ამასთან დრო ან ტემპერატურა უნდა გამოჩნდეს სტატიკურად და არ მოძრაობდეს დანარჩენ სტრიქონთან ერთად
|