TramwayManქაფქიანაშემოსავლის ტერმინის ქვეშ არ უნდა გულისხმობდეს,რომ მაინც და მაინც უნდა ხაზმა უნდა მოიტანოს მოგება, არამედ რაც შეიძლება ნაკლები დაუჯდეს ბიუჯეტს. მარა არსებობს ისეთი ხაზებიც რომლებსაც მიუხედავად ყველაფერისა კიდევ მოგება მოაქვთ. ყველგან მასეა ერთნი ქაჩავენ სხვებს. ისიც ფაქტია რო საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დატვირთვა აქვს, ხოდა 2 ავტობუსიც რო იმუშავოს, ის თავის ფუნქციას მაინც შეინარჩუნებს, მერია იტყვის ავტობუსი ხო არის 2 ცალი ხოდა თუ გინდა დაელოდე. მშვენიერი მაგალითი N60 2 ავტობუსი 30-40 წუთიანი ინტერვალით საღამოს მაქსიმუმ ათის ნახევრამდე. მივუბრუნდეთ იგივე ყბადაღებულ N3-ს, რომელიც ეხლა არის, როგორც არაერთეხელ ითქვა უაზრო ხაზი - ჰაერმზიდი. გადამზიდავს ურჩევნია ის 2 ზედმეტი ავტობუსი ამუშავოს N20, რომელსაც რეალური შემოსავალი მოაქვს და არა N3 მაშრუტზე. N3-ს ლოგიკით მგზავრები უნდა აჰყავდეს მ.სარაჯიშვილიდან თემქაზე, მარა გაჩერება ისეთ მიუდგომელ ადგილას აქვს,რო ვინც იცის თავს არ იწუხებს, ხოლო სრულიად უცხო კაცს აზრადაც არ მოუვა რო იქ შეიძლება ავტობუსის გაჩერება იყოს. სამაგიეროდ 43 მიკროავტობუსი ამ ფაქტორს იყენებს.
TramwayMan ამის მშვენიერი მაგალითი იყო იგივე ტრამვაი, 95% მუშაობდა ავჭალის მიმართულებით 10 ლოტკინზე და 5% თემქის მიმართულებით, რადგანც ავჭალაში მგზავრები ჰყავდა და ეხლა გიჟები იყვნენ რო ავჭალის ხარჯზე თემქაზე გაეზარდათ ვაგონების რაოდენობა?
ისე მიუხედავად იმისა რო ბოლო 5 წლის განმავლობაში ავტობუსების პარკი სრულიად განახლდა, არის სრულიად უაზრო სამაშრუტი სქემა, რომლის გადახედვაც აუცილებელია.რა საჭირო იყო თავის დროზე 86 მაშრუტის შექმნა როდესაც თემქიდან ნუცუბიძეზე კაციშვილი არასდროს არ დადიოდა, არ სჯობდა 40 მაშრუტი ჩაენაცვლათ მუნიციპალური ავტობუსებით და რეალურიკონკურენცია გაეწიათ 135 მაშრუტკისათვის, ან 35 ნომრისთვის ბოლო გაჩერების მოწყობა გლდანის მე-3ა მიკროში, საიდანაც უახლოეს მეტრომდე (სარაჯიშვილდამდე) უნდა შემოუაროს მთელ მასივს, ხოლო მაშრუტკა ახმეტელამდე ჩავა 5წუთში. და პლიუს მაგას ვითომ კონკურენციას უწევს 128 მაშრუტკას 30 წუთიანი ინტერვალით. ამას ჰქვია მარაზმი
ასევე გადახდის სისტემაც მთლად იდეალური არ არის, არ შეიძლება ვაზისუბნის მე2 მკრ 22 კორპუსიდან მე-2 მკრ-ს 15 კორპუსამდე და ვაგზლიდან აფრიკის დასახლებამდე მგზავრობის ერთი და იგივე ტარიფი იყოს, მარა რაც იყო იმას ასი თავით კი სჯობია.ყველაზე ოტიმალური ვარიანტი არის (Я так думаю (с) )ზონალური გადახდის სისტემა, რომელშიც ავტობუსი, მეტრო ან სხვა ტრანსპორტი იქნება გაერთიანებული. ასეთი მაგალითი ბევრია ევროპაში. ასე რო სატრანსპორტო სამსახურის ტანამშრიმლებს შუძლიათ თამამად მოითხოვონ მივლენება უფროსობასთან ამის შესასწავლად ან გერმანიაში ან ავსტრიაში ან ჰოლანდიაში. მაგალითისთვის:
გლდანის მასივიდან:ახმეტელის მეტრომდე 20 თეთრი,
დიდუბემდე 30 თეთრი
ვაგზლის მოდნამდე 40 თეთრი
თავისფლებამდე 50 თეთრი
ვარკეთილამდე 70 თეთრი
ვარკეთილის III მასივი 80 თეთრი
ნუ მუდმივი მგავრებისათვის ფასდაკლების სისტემით
რარაც ბევრი მომივიდა