ბ-ნო
Fabian,
ე.წ. პასაჟის და მის გვერდით აშენებული შენობის ორიგინალი ასე გამოიყურებოდა 19 საუკუნის ოთხმოციან წლებში, მარჯვნივ ზალცმანის ცხრაფანჯრიანი შენობაა, უფრო ჩვენსკენ კი-პასაჟის ახლადაგებული შენობა:

შემდეგ ოცდაათიან წლებში, (იხ ფოტო წინა პოსტში) მოახდინეს პასაჟის რეკონსტრუქცია-გაფართოვება, მისგან მარცხნივ მდებარე შენობის ხარჯზე, მაშინდელ მოდურ სტალინისტურ სტილში. ამ შენობებში განთავსებული იყო უნივერმაღი და სხვადასხვა საჭირო და არასაჭირო საბჭოთა კანტორა-დაწესებულებები.
შემდეგი ეტაპი დადგა ზალცმანის შენობის დანგრევის შემდეგ, მგონი ზოდელავას დროს, ორიათასიან წლებში:

ამ 2006 წლის ფოტოზე მარცხნივ ყოფილი ”პასაჟის” შენობებია; მარჯვენა მომწვანო შენობას, ბანკს, კი თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის ზალცმანისეული სახლის მარცხენა ,სამფანჯრიანი სექციის ნაშთზე განხორციელებული მანსარდიანი სართულის დაშენების შედეგს წარმოადგენს. ასე რომ,
თუ ზალცმანისეული სახლის "აღდგენაზეა" ლაპარაკი, ეგ დაშენებაც უნდა დაინგრეს. და წარმოდგენილ პროექტშიც ასეა. მაგრამ რა აღდგენაზეა
საუბარი, როცა ზალცმანისეული შენობა აღარ არსებობს, უკვე დანგრეულია.
თუ საუბარია სახლის აგებაზე "ზალცმანისეულ სტილში", ესეც საკამათო საკითხია, რა მსოფლიო არქიტექტურის კორიფე იყო ზალცმანი, რომ მის სტილში ვაშენოთ, მისი ხსოვნის პატივისცემა თუ გვინდოდა, ჯობდა სულ არ დაენგრიათ. ისე, ერთი რამე კი არ ღალატობდა ზალცმანს და წარმოიდგინეთ,
იმ შავბნელ კომუნისტ არქიტექტორებსაც (ამ შემთხვევაში, კერძოდ...),
ეს იყო ზომიერების გრძნობა, რასაც ვერ ვიტყვი ამ პროექტის ავტორებსა და
დამკვეთებზე. მესმის, რომ ამხელა, თითქმის რვასართულიანი მონსტრის წამოჭიმვა მოედანზე ფინანსურად მომგებიანია, მაგრამ საბოლოოდ მოსპობს იქ არსებულ დომინანტებს...მერე ამას მერიის 18 სართულიანი კოშკი დასჭირდება და ასე უსასრულოდ...., ვიკმაროთ ოთხ-ხუთსართულიანი განაშენიანება მოედანზე, სადმე ხომ უნდა ვისწავლოთ გაჩერება, თუნდაც ქალაქის ისტორიული ცენტრის ფარგლებში
This post has been edited by diez on 14 Jan 2011, 00:03