ჩემი მოკრძალაბული აზრით, რამდენიმე ძალიან მარტივი არგუმენტის გარშემო უნდა აიგოს კამპანია. "ხალხს", იმჰო, არ აინტერესებს არც ლირიკა, და არც ტექნიკური დეტალები.
ვფიქრობ, ტრამვაის სასარგებლოდ უმთვარესი არგუმენტებია:
1. სისწრაფე
2. ტევადობა
+ ამ ორი ფუნქტიდან გამომდინარე - გზების განტვირთვა.
3. ეკოლოგიურობა
"სილამაზე", "ქალაქურობა", "ევროპულობა" და ა.შ. - გარნირად.
გასაქარწყლებელია ორი უმთავრესი მცდარი სტერეოტიპი ტრამვაის შესახებ:
1. ხმაური/ვიბრაცია;
2. ლიანდაგები და თვითონ ტრამვაი როგორც შემაფერხებელი ფაქტორი სხვა სახის ტრანსპორტისთვის.
ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტორიც, რომ ტრამვაი ელექტროენერგიას იყენებს, რომლითაც საქართველოს საკუთარი თავის უზრუნველყოფს იმპორტისგან დამოუკიდებლად შეუძლია. აგრეთვე, ტრავაი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს (ხაზების გაყვანა, მომსახურება, სარემონტო სახელოსნოები და ა.შ.)
რაც შეეხება საიტს, ცხადია, საიტი აუცილებელია. იქ შეიძლება პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, მუდმივმოქმედი ონ-ლაინ პოლის ჩართვა და ა.შ.
საიტზე უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა ფართო აუდოტორიაზე გათვლილი ინფორმაცია - სხარტი და ემოციური ტექსტები და კლიპები.
უფრო სპეციალიზირებული ინფორმაციაც თუ იქნება (ეკონომიკური გათვლები და ა.შ.) უნდა იყოს ხარისხიანი და თბილისზე ორიენტირებული (მელბურნის ტრამვაის პარკი და პარიზის ბიუჯეტი არ გვინდა).
საიტის პრომოუშენი, ინტერნეტში ბანერების გარდა, შეიძლება სპეციალური პატარა სტიკერებით - რომლებიც გაჩერებებზე, მარშრუკებში

, და ა.შ. გაიკვრება.
სტიკერებზე, ჩემი აზრით, უფრო, აი, ასეთი ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს (ტრამვას სხვადასხვა დადებით მხარეებზე), და არა (უფრო სწორედ, არა მხოლოდ) კონკის "პოეტური" სურათები:
მიმაგრებული სურათი