#20157166 · 14 Jun 2010, 21:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | tramvai ლიტერატულურად არ არის არანაირი სიტყვა |
არც tramvaje არის სწორი ტერმინი, მაგრამ პრაღის ტრამვაის კი აქვს praszketramvaje.cz . ა.გ. შეგვიძლია დავარქვათ ის, რაც საიტის შინაარსიდან და ფუნქციურობიდან გამომდინარე უფრო მოსახერხებელი იქნება. ალბათ tramvai-ს tbilisistramvai ჯობია, თუმცა თუ მომხმარებელთათვის tramvai ან tramway უფრო მოსახერხებელია, იყოს ასე. დაბოლოებას რაც შეეხება, მე org მირჩევნია. უფრო სოლიდურია და თან ალბათ უცხოელი ტრამვაის ფანებისთვისაც უფრო იოლი მისაგნები იქნება. ეს საქმე ფულის სიმცირის საბაბით არ უნდა მივაფუჩეჩოთ. თან არც ისეთი ძვირია.
| QUOTE | | 20 ან 30 ლარს რამენაირად შევაგროვებთ, ამდენი ადამიანი ვართ ამ ტემაში და 5 ლარი რომ დავდოთ 5 ან 6 კაცმა არა მგონია შეუძლებელი იყოს. |
| QUOTE | | ვინმეს emoneyზე 10 ლარი არ აქ ზედმეტი? |
ამ 1-2 დღის წინ stts.mosfont.ru -ზე უკრაინელებმა მომწერეს, გორლოვკის ტროლეიბუსის აღდგენას ვცდილობთ და თუ შეგიძლიათ რამენაირად დაგვეხმარეთო. ზოგი ურიცხავს და ზოგიც ფოსტით უგზავნის ფულს და უკვე 4 682 გრივნა შეაგროვეს. მეც დავუგზავნი ასე შეტყობინებებს ხალხს stts.mosfont.ru -ზე და კიდევ პირად ელ.ფოსტებზეც და ჩვენც გამოგვივა ალბათ რაღაც. ოღონდ თქვენ გამარკვიეთ, როგორ უნდა გადმოგვირიცხონ. მე ამის გამოცდილება არ მაქვს და ინტერნეტ და საფოსტო ფულად გზავნილებში ვერ ვერკვევი. PM-ში მომწერეთ რა მოვთხოვო იმ ხალხს, რა ანგარიშზე, სად გადმორიცხონ...
| QUOTE | | ერთხელ მაინც შევიკრიბოთ ტრამვაის ხალხი, სანამ გავიკრიფეთ ქალაქიდან |
დიდი ხანია, მაგრამ ვერ მოვახერხე ხალხის შეკრება. კარგი იქნება თუ როდისმე ყველა შევიკრიბებით. ამისათვის ოფისები, დარბაზები და დიდი პომპეზურობა არაა საჭირო. მთავარია ამის სურვილი იყოს და ვაკის პარკის სკამეიკა ან ბესეტკაც საკმარისია (ახლა კარგი ამინდებია). ბოლო-ბოლო ხალხი მინდორში, სტადიონებზე და კაფეში შეკრებით აწყობდა რევოლუციებს და პუტჩებს და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა... (PM-ში შევთანხმდეთ შეკრებაზე) * * *
| QUOTE | ძველ ფოტოებს დაჰკრავს ეფექტი დღევანდელები უცვლელიაბოლო 3 |
ჯობიდა ყველა ფოტო თავის ფერზე ყოფილიყო და გადაღების თარიღი და ავტორი მიგეწერათ ზედ. კარგი იქნება თუ ეს საიტი გადაკეთდება და http://prazsketramvaje.cz/ და http://transphoto.ru/ გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ჩვენს საიტსაც იმათ მიხედვით გავაკეთებთ. მათგან ბევრი კარგი რამის გადმოღება შეიძლება. * * * ეს ფოტო როდის და ვის მიერაა გადაღებული? ეს ლიანდაგები ისევ ადგილზეა თუ მოაშთეს უკვე?
--------------------
თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისს! http://www.tramvai.ge
|