ხო, მაგ ტექნიკური დეტალების აზრზე არ ვარ... და არც ტრამვეის მომხმარებელი ვარ,

სულ ერთი ორჯერ მომიწია მგზავრობა.. ფაქტია რომ მოსახერხებელი ტრანსპორტია, სისწრაფის გამო ძირითადად..
ისე, კლერმონის ტრამი (ასე კი ეძახიან, თუმც ტექნიკურად სხვა რაღაც ყოფილა

) კი დადის მშვენივრად, აგერ უკვე 2 წელია და რაიმე პრობლემა ჰქონოდეს ჯერ არ გამიმიგია...
საბურავების არჩევა კი ძირითადად პოლიტიკური გადაწყვეტილება გახლდათ.. კლერმონი ფირმა მიშლენის დედაქალაქია, მოგეხსენებათ და ამან განაპირობა ეს არჩევანი..
და საერთოდ ტრამვეის აღდგენა (ერთ ერთი პირველი ფრანგული ტრამვეი სწორედ კლერმონში დადიოდა 60 იან წლებამდე, მერე გააუქმეს ) ასევე სოციალურ პოლიტიკური გადაწყვეტილება გახლდათ, სოციალისტური მერიის მიერ მიღებული, რათა ქალაქის ე.წ. სოციალურად "არასახარბიელო", "ჩამორჩენილი" (défavorisé) უბნები დაეკავშირებინათ ქალაქიქ ცენტრთან, რამაც განსაზღვრა სწორედ ტრამის მარშრუტი..
This post has been edited by anarxisti on 30 Aug 2009, 14:40