გლდანის შესახებ ცნობები გვხვდება XIX საუკუნის პერიოდულ პრესაში.
გაზეთ "დროებაში" (1885 წ.),ცნობილი საზოგადო მოღვაწე,გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერადა:
"თბილისის ახლო-მახლო სოფლებში გლდანისა და დიღომისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც, ხომ სანაქებონი არიან,როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით.
გლდანი ბევრად წინ უსწრებს დიღომს, იგი მდებარეობს თბილისის მარცხენა მხარეს, სოფელ ავჭალის მახლობლად, მთის ძირობაზე. მცხოვრებთა რიცხვი 150 კომლამდის არის, 12 კომლი სომხის სარწმუნოებით არიან, თუმცა ენით, ჩვეულებით, ზნითა და საოჯახო მოწყობილობით ქართველებისაგან არ განირჩევიან ამათში რამდენიმე პირი კი ურევია , რომელთაც ვაჭრობა აქვთ დაწყებული და უნდა ვთქვათ, რომ მეტის მეტად ლაზათიანად ატყავებენ აქაურ გლეხ კაცობას.ამ სოფლის მებატონენი არიან : აკიმოვები, სურგუნოვი , თანდილოვი, თამაეშოვი და ათულიანცი.
შესაძლებელი იყო , რომ ამ სოფლის გამოჩენილ მოჭიდავესაც ერთი ორჯერ გაემართა ჭიდაიბა, ზემოთ აღნისშნული საქმისათვის და მთeლი სოფლის მადლი მოესხა. შემდეგ სტატიის ავტორი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სოფელში გაბატონებულია წერა-კითხვის უცოდინარობა და მოუწოდებს სოფლის პროგრესულ ადამიანებს დაეხმარონ გლეხებს დაწყებითი სკოლის გახსნაზე.
კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა იმის მეცადინეობას, რომ გლდანში გახსნილიყო დაწყებითი სკოლა. ამის შესახებ არაერთხელ გვატყობინებს გაზეთი "ივერიის" ფურცლებიც. 1897 წლის 20 იანვრის ნომერში ლაპარაკია იმაზე, რომ აკურთხეს სამონასტრო სკოლა გლდანში და მისთვის შენობა უფასოდ დაუთმია ექიმ სპ.ვაწაძეს. იმავე წლის 8ივნისის ნომერში აღნიშნულია, რომ სკილის მეთვალყურედ დაუმტკიცებიათ ექიმი ვაწაძე. აღსანიშნავია სპირიდონ ვაწაძის საქველმოქმედო საქმიანობა, მისი ზრუნვა სოფელ გლდანისათვის. მას გაუშენებია შესანიშნავი ბაღები. ახლანდელი სკოლა - ინტერნატის მიდამოებში ყოფილა ბაღები გაშდენებული, რომელიც მისი შვილის თამარის სახელს ატარებდა. სპირიდონ ვაწაძის ვაჟი გიორგი კი ცნობილი ფიზიოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი და პროფესორი გახდა.
ამდენად, გლდანში,გასილი საუკუნის მიწურულს დაარსდა 3 ჯგუფისაგან შემდგარი სკოლა. ამ სკოლაში ცალკეულ ოჯახს ერთი ბავშვის მიყვანის უფლება ჰქონდა. ისწავლებოდა - ქართული, რუსული და საღრმთო რჯული. ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო ქართველი პედაგოგი გიორგი ფარადაშვილი. ახლა ეს სკოლა ასი წლისაა, რომელიც უმაღლესი სკოლის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორის, ამ სკოლის აღზრდილის შალვა გოგიძის (1924-1989) სახელს ატარებს. ამ სკოლაში არაერთი გამოჩენილი ადამიანი აღიზარდა: პროფესორები შალვა გუგიძე, კარლო მგალობლიშვილი, დოცენტები დავით ლორთქიფანიძე, ნუგზარ ღოღაძე ექიმი ეკატერინე გიორგობიანი და სხვა მარვალი.
გლდანში (რიყიანში) დასახლდნენ და ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს ცნობილმა აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ, სადაც ახლა მისი სახლ-მუზეუმია გახსნილი და პროფესორმა ზაქარია მაისურაძემ.
გლდანში ცხოვრობდნენ ცნობილი ფალავნები კულა გლდანელი, გიორგი ოდიშვილი, ვანო წამალაშვილი, გურამ სიმონიშვილი, ზაქარია მუხიშვილი და სხვა. განსაკუთრებით სახელი გაიტქვა კულა გლდანელმა (ივანე ყირიმელაშვილმა). იგი გამოდიოდა თბილისის უბნებში, სადაც არაერთხელ დაამარცხა აღიარებული ფალავნები. წლების მანძილზე მასს საქართველოს დაუმარხცებელი ფალავნის სახელი ჰქონდა. იგი არაერთხელ გამოსულა ამიერკავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ შეჯიბრებებში. აღსანიშaნავია ის ფაქტიც, რომ 1883 წელს, მეგობრების დახმარებით, მას თიანეთში დიდი შეჯიბრება გაუმართავს ქართულ ჭიდაობაში და შემოსული თანხა მთლიანად ვაჟა-ფშაველასთვის გადაუცია. ამ თანხით კი პოეტი პეტერბურგს გამგზავრებულა სწავლის გასაგრძელებლად.
ქალაქ თბილისის ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება 60-70-იან წლებიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან იზრდება საცხოვრებელი სახლების სართულიანობაც და იცვლება კვარტრების არქიტექტურული სახე. ახალი საცხოვრებელი უბნებიდან ტერიტორიის, საბინაო ფონდის სიდიდით გამოირჩევა გლდანისა და მუხიანის დასახლებები.
გლდანის დასახლების შემდეგ, 1983 წელს შეიქმნა ახალი დასახლება მუხიანში. ამ საცხოვრებელი უბნის ავტორები არიან მ.გოგიშვილი, ნ.დოჭვირი, ჯ.ხეჩუაშვილი. მალე არნიშნულ დასახლებებს შეემატა გლდანულა.
დღევანდელი გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, ავჭალის დასახლებაში, ჯერ კიდევ ომამდე მწყობრში ჩადგა რამდნეიმე ქარხანა; 1934 წელს ამოქმედდა ქარხანა "ცენტროლიტი", 1940 წელს ორგანიზებულ იქნა ავჭალის შამპანური ღვინოების ქარხანა. 1941 წელს ექსპლოატაციაში გადაეცა ჩაის საწონო ფაბრიკა. სამრეწველო ტერიტორია იმ დროისათვის წარმოადგენდა მეტ წილად რკინიგზის ხაზის გაყოლებით ან მის სიახლვეს აგებული საწარმოებს.
ომის შემდეგ მრავალი საწარმოო შეემატა გლდანის რაიონს; მათ შორის, 1954 წელს მწყობრში ჩადგა კონიაკის ქარხანა, 1967 წელს საფუარის ქარხანა, 1978 წელს სამკერვალო- ტრიკოტაჟის ფაბრიკა, 1984 წელს ჩაის კომბინატი " ბახმარო" და სხვა. ადრეულ წლებში გლდანის ტბებიდან იღებდნენ გლაუშერის მარილს, რომელსაც ავჭალის მინის ქარხანა იყენებდა.
1979 წელს გლდანში შეიქმნა თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც 1987 წლის 14 იანვარს გამოჩენილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა. 1991 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქანთარია წერდა: "... თუ თეატრი გადარჩება, მაშინ მაღალი სულისა და ზნეობის ქართველი გადარჩება". თეატრის გადასარჩენაზე კი ყველამ უნდა იზრუნოს...
* * *
ვერაქ.თბილისს ჩრდილო-დასავლეთიდან გარეთუბნის შემდეგ სოფელი ვერე-ვერა ესაზღვრებოდა.ქალაქის შემოგარენში პირველად სიტყვა ვერე- ხევის სახელად - „ვერისახევი“ - XIII ს-ში გხვდება. აღნიშნულ ხეობაში (ხევში) მოედინება მდ. ვერა, რომელიც მტკვარს მარჯვენა მხრიდან შეერთვის.
მდინარე ვერეს ქვემო წელზე, მტკვრის სიახლოვეს, XVIII ს-ის წერილობით წყაროებსა და სპეციალურ ლიტერატურაში იხსენიება სოფ. ვერე (ვერა).როდის გაჩნდა აქ სოფელი ამ სახელით, ან ზუსტად სად მდებარეობდა, არ ვიცით.
XVI ს-ის 80-იან წლებში ქართლის მეფის სიმონ I-ის მიერ გაცემულ ერთ-ერთ სიგელში მეფის ბრძანების შემსრულებელთა შორის მოხსენებულია “ვერის ხევის ტარუღა“.
სიტყვა “ვერეს“ ცალკე სოფლის სახელად XVIII ს-ში ვხვდებით.იგი აზნაურ გაბაშვილების მამული იყო.მას შემდეგ, რაც ბერად შემდგარმა ძმებმა დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა 1542 წ. მთაწმინდაზე ძველი ეკლესიის ადგილზე „წმიდა დავითის“ სახელობის ახალი ეკლესია ააგეს, გაბაშვილები ამ ქალაქისპირა სოფელში ნელ-ნელა მტკიცედ იკიდებენ ფეხს და უკვე XVIII ს-ში საგაბაშვილო მამული მოიცავდა „ვერის ხევის ქვემო წელს წყნეთამდე“.
XVIII ს-ის ვერე მოიცავდა ამჟამინდელ ვაკეს, საბურთალოს, დელისს. ამ დროს ვერე შემოიფარგლებოდა სამხრეთიდან გაბაანთხევით (ამჟამინდელი ვერის დაღმართის ნაწილი და გაბაშვილის ქუჩა), დასავლეთიდან – სემიონოვკის დასახლებით (ზემო ვერა), ჩრდილოეთიდან – საბურთალოთი და აღმოსავლეთიდან – მტკვრით. ვერაზე, გარდა გაბაშვილებისა, მამულები ჰქონდათ თვით ვერელებსა და ქალაქელებსაც. აქ გაშენებული ბაღ-ვენახები ირწყვებოდა მდ.ვერედან გამოყვანილი არხებითა და რუებით. ვერაზე ბაღ-ვენახებისა და ყანების გარდა, ბევრი წისქვილიც ყოფილა. მათი მფლობლები იყვნენ: ქალაქის მელიქი დარჩია, თბილელი, ორბელიანი, მელიქიშვილი, ყორღანაშვილი და სხვა. ვერაზე, ქალაქის სიახლოვეს წისქვილთა სიმრავლე მაჩვენებელია მათი სარფიანობისა – წისქვილი დიდ შემოსავალს იძლეოდა.ამიტომაც მის მესაკუთრეობას არ თაკილობდნენ მეფენი და თავადაზნაურობაც.
ძველ ვერაზე გადიოდა ქალაქიდან გამოსული „დიღმის გზა“ - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქალაქთაშორისო და საქარავნო გზა. იგი გადიოდა ვერის ხევზე , ქვითა და ქართული აგურით ნაგებ ოთხმალიან „ვერის ხიდზე“, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი ქვითკირით ნაგებ დიდ ხიდს უწოდებს. იგი XVIIIს-ის 40-50-იან წწ. აუგია თბილისის ზარაფს ხოჯა ბეჰმუდას. მრავალი ამბის მომსწრე ვერის ხიდი XIXს-ში უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა მზარდ სამიმოსვლო მოთხოვნილებას და ამიტომ იგი ჯერ შეაკეთეს 1850წ, 1856 წელს კი ხიდის ძველი პარაპეტი – შემომზღუდავი კედელი მოხსნეს და ხის ტროტუარებითა და მოაჯირებით შეცვალეს, ამით ხიდი გაფართოვდა და მისი გამტარუნარიანობა გაიზარდა (სიგრძე 70მ, სიგანე დაახლ. 6მ.). ვერის ძველმა ხიდმა 1932 წლამდე იარსება. გმირთა მოედნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 1931-1932 წწ. დიღმის ძველი გზა აიწია და ვერის ძველი ხიდის გვერდით სამთაღოვანი ქვის ახალი ხიდი აიგო.
მეორე გზა, რომელიც ვერაზე გადიოდა, წყნეთის გზა (ამჟამინდელი მელიქიშვილის ქუჩა და ი.ჭავჭავაძის გამზირი) იყო. ქალაქის ზრდასთან ერთად თანდათან ქალაქის ფარგლებს გარეთ გაჰქონდათ აგურის გამოსაწვავი ქარხნები (ვარდისუბანში).
XIX ს-ში ძველი ვერეს – საგაბაშვილოს ტერიტორიაზე შენდება რამდენიმე სოფლური დასახლება – ვარდისუბანი, ვაკე და საბურთალო.
ვარდისუბანს ეკავა ვარაზისხევის მარჯვენა მხარე-ყოფილი „ვერის ბაზრისა“ და ახლანდელი ფილარმონიის მიდამოები და აღწევდა „სემიონოვკის“ დასახლებამდე. ამ ადგილას სოფელ ვარდისუბნის არსებობაზე მიგვანიშნებდა ამავე სახელწოდების ქუჩა (ს.ჯანაშიას ქუჩა) და ვარდისუბნის მთა (ძველი ვერის სასაფლაო).
ვაკე, ისევე როგორც ვარდისუბანი, პირველად ქალაქის სანახებში ადგილის აღმნიშვნელ სახელად XIXს-ში ჩნდება.იგი ვარაზისხევის მარცხენა მხარეს, სოფელ ბაგებამდე არსებულ ტერიტორიას ეწოდებდა.სახელი ვაკე ადგილმა დაბალი, დაცემული მდებარეობის გამო მიიღო. ვაკე ქალაქ თბილისს 1907წ. შემოუერთეს.
ვარდისუბნისა და ვაკისგან განსხვავებით, საბურთალო ჯერ კიდევ XVII-XVIIIს-ში შედგენილ სიგელ-გუჯრებში გვხდება. ამ დროს, წერილობით წყაროებში სახელ „საბურთალოს“ მსაზღვრელად თან ახლავს ველი, მინდორი. საბურთალოს ველი XI-XIVსს. მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, ამაზე მეტყველებს აქ შემთხვევით აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა – მონეტები, თიხისა და ლითონის ნივთები. საბურთალო ქ.თბილისს 1917 წ. შემოუერთდა.
* * *
ჩუღურეთიXII საუკუნის დასასრულისათვის და XIII ს. დასაწყისში საქართველოს მეფის საჯდომი მტკვრის მარცხენა ნაპირია, სადაც ჩქეფს სიცოცხლე. სხვადასხვა საქონლით დატვირთული აურაცხელი ქარავანი თბილისში შედის ,,ქალაქის კარით“. ძველი ჩუღურეთის ტერიტორიაზე გამავალი გზა ინტენსიურად გამოიყენებოდა XII – XIII ს. რასაც გვიდასტურებს რიყისა და ხეთაგუროვის ქუჩებზე მიწის თხრის დროს აღმოჩენილი ჯალალ-ედ-დინის დროინდელი და მონღოლური მონეტები. ეს გზა დიდუბეში მიმავალი იყო და გადადიოდა ,,ჩუღურეთის“ ტერიტორიაზე მდებარე ორ დიდ ხევზე - ,,ჩუღურეთისა“ და ,, დიდხევზე“.
XIX საუკუნეში, როცა სოფელი ჩუღურეთი თბილისს შემოუერთეს, ძველი ,,ავჭალის გზის“ ნაწილი მდინარე მტკვართან სიახლოვის გამო ,,რიყის ქუჩა“ (ახლანდელი ხეთაგუროვის ქუჩა) ეწოდა.
ჩუღურეთის ტერიტორიაზე აღმოსავლეთით გადიოდა მეორე გზა - ,,ზემო გზა“ -(ეს ის ადგილია, სადაც დღეს რკინიგზა გადის.) რომელიც მიემართებოდა სოფელ ავლაბრიდან დიდუბისკენ. უბნის მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვნად იცვლებოდა. 1707 წლის სიგელი, 1721 წ. აღწერის დავთარი, ვახუშტი ბაგრატიონის 1735 წ. თბილისის გეგმაზე დატანილი მოსახლეობის აღმნიშვნელი უჯრედები მიგვანიშნებენ, რომ ამ პერიოდში სოფელი ჩუღურეთი მჭიდრო და მრავალრიცხოვანი დასახლებაა.
სოფელი ჩუღურეთი მეფე ერეკლემ თავად ამუტინს 1795 წ. დეკემბერში უბოძა. 1829 წ. 29 მარტს სახაზინო ექსპედიციის დადგენილებით – ჩუღურეთი მოიცავს 49 დესეტინა და 1040 საჟენ სასარგებლო მიწას და 3 დესეტინა და 200 საჟენ გამოუსადეგარ მიწას. ჩუღურეთის მიწაზე სახლობს 104 კომლი მოსახლე, აქედან 12 – საეკლესიო, 42 სახელმწიფო და 48 სათავადო და სააზნაურო.
XIX საუკუნის დასაწყისში ჩუღურეთში მეტწილად მიწური სადგომები და ერთსართულიანი სახლები იყო.
ჩუღურეთში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა და ხელოსნობა. ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ მიწადმოქმედი ყმა გლეხები და ხელოსნები.
1823 წლის საქართველოს სტატისტიკური აღწერის შედეგად ჩუღურეთში იყო: ათი აგურის ქარხანა, ოთხი სამეურნეო ქარხანა, რვა სამღებრო, სამი სამჭედლო, ერთი საპნის ქარხანა, ერთი სადალაქო, ორი დუქანი, ორი გაჯის ქარხანა, ლუდსახარში, ერთი თონე.
ჩუღურეთის თიხნარი ნიადაგი სამეთუნეო მეურნეობის ერთ-ერთი წყარო იყო. მეთუნუქეები, ისევე როგორც სხვა ხელოსნები გაერთიანებულნი იყვნენ ამქარში. დღეს ჩუღურეთში მეთუნეობაზე მიგვანიშნებს ქუჩების სახელები. ქუჩათა სახელები ძველი თბილისის დაფურცლული მატიანის შემადგენელი ნაწილია.
ცნობილია, რომ თბილისელები სასმელ წყლად მტკვარს იყენებდნენ. წყლის მზიდავებს – მეთულუხჩეებს ეძახდნენ. ჩუღურეთში მტკვართან ახლოს, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით, წყალსაქაჩი იდგა. წყლის მზიდავებს წყალი დაჰქონდათ ვიწრო ქუჩით. უამინდობის დროს ეს ქუჩა თითქმის გაუვალი ხდებოდა. ამ ქუჩას შემდეგში ,,წყალსაწევის“ ქუჩა ეწოდა.
ქალაქის ბაზარზე ჩუღურეთელებს აგურის, კრამიტის და თიხის ჭურჭელის გარდა გასაყიდად საპონიც გაჰქონდათ, ჩუღურეთის საპნის სახარში XIX – საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით ერთადერთი იყო იმდროინდელ თბილისში. ეს სახარში მდებარეობდა მტკვრის პირას, დიდხევის ახლოს.
XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო ჩუღურეთის საზღვრის დიდი ხევის ამოვსება და გადახურვა. თანდათან ამოივსო კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე. ,,დიდ ხევზე“ გატანილ ახალ ქუჩას ,,კრასნოგორსკაიას“ სახელი ეწოდა.
XIX საუკუნის II ნახევრიდან იწყება თბილისის ძველ უბნებში მათ შორის ჩუღურეთში ევროპული ტიპის შენობების აგება და ძეგლების აღმართვა. დღეს ბევრი მათგანი მიჩნეულია ისტორიულ ძეგლად.
2007 წლის 22 იანვარს ქალაქ თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება #1-6 ,,საქართველოს დედაქალაქის ,,თბილისის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებდა ,,ძველი თბილისის” რაიონის საზღვრებს. ამ დადგენილების თანახმად, ჩუღურეთის გარკვეული ნაწილი მოექცა ,,ძველი თბილისის” შემადგენლობაში. ხოლო ნაწილი – დიდუბე ჩუღურეთის.
ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ძველი თბილისის და მათ შორის ჩუღურეთის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა პერიოდის V-XIX საუკუნის მონუმენტალური არქიტექტურის ძეგლების დაცვა..0++
თანამედროვე თბილისი დღეისათვის წარმოადენს საუკუნოვანი ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის სინთეზს. შესაბამისად მის განვითარებაში მოიაზრება ეპოქისათვის დამახასიათებელი სიახლეების შემოღება და დანერგვა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის მოვლა – პატრონობა და გაფრთხილება. ამის გათვალისწინებით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ეს ტერიტორიები, რომლებიც ისტორიულ ძეგლებს წარმოადგენენ ერთ რაიონში გააერთიანონ ამ მიზნით შეიქმნა ძველი თბილისის რაიონი
This post has been edited by anatoreli on 21 Oct 2009, 21:01
მიმაგრებული სურათი