nigoსანაპირო: მარჯვენა.
რაიონი: ძველი თბილისი.
უბანი: ვარდისუბანი.
პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან გურამ რჩეულიშვილის ქუჩამდე.
ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნეში.
1884 წელს ვარდისუბნის III ქუჩა , 1901 წელს საუფლისწულო ქუჩა ,,უდელნაია ეწოდებოდა.
ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა ეწოდა 1923 წელს.
ვასილ პეტრიაშვილისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, კუთხეში, ღვინის #1 ქარხანაა შენობა აგებულია 1896 არქიტ. ა. ოზეროვი. XIX ს. 90იან წლებში მიწის ფართი ღვინის ქარხნის ასაშენებლად შეისყიდა საუფლისწულო მამულების უწყებამ უდელი, მას უკავშირდება ქუჩის ადრინდელი სახელწოდებაც.
პეტრიაშვილი ვასილ მოსეს ძე 1842-1908, ქიმიკოსი, აგროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. პროფესორი 1879. იყო ნოვოროსიის ოდესა უნ-ტის რექტორი 1907. 1870-იდან მუშაობდა ორგ. ქიმიის დარგში. დაინტერესებული იყო სას.-სამ. პროდუქტების ტექნოლ. და აგროქიმ. საკითხებით. თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან, გაზეთ დროებასთან. ურთიერთობა ჰქონდა ა. წერეთელთან, ი. გოგებაშვილთან, ნ. ნიკოლაძესთან, ს. მესხთან და სხვ.
==================================================
სანაპირო: მარჯვენა.
რაიონი: ძველი თბილისი.
უბანი: ვერე.
ვარდების რევოლუციის მოედნიდან ვერის ბაღამდე.
ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნეში.
1923 წელს გ. ყორღანოვის ქუჩა, 1948 წელს ვაჟაფშაველას ქუჩა ეწოდებოდა.
ლეო ქიაჩელის ქუჩა ეწოდა 1964 წელს.
აღსანიშნავია ქუჩაზე არსებული ლურჯი მონასტერი ანდრია პირველწოდებულის , იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
http://www.tbilisi.gov.ge/streets_new/index.php