დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან" 1400 მმ-იან წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ 11:00 საათიდან 10 აგვისტოს 07:00 საათამდე თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება .
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობებს; მთაწმინდა-სოლოლაკის ზედა უბნებს, ზემო ვერის, ზემო ვაკისა და ბაგების დასახლებებს; სოფლებს: ოქროყანა, ტაბახმელა, წავკისი, კოჯორი, კიკეთი; ზაჰესისა და წეროვანში განსახლებულ დევნილთა დასახლებებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდება შეუფერხდება ზედა სართულების მობინადრეებს გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII, მ/რაიონებში; თემქის დასახლების III მ/რაიონში; სოფელ გლდანში, ასევე, გლდანულასა და "კონიაკის" დასახლებებში.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და შეეცდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
Without me, it's just aweso.