აღმაშენებლის ანალოგად თავისუფლად გამოდგება ლიტვაშI, ვილნიუსში გედიმინასის გამზირი (ყოფილი ლენინის გამზირი). გამოდგება იმიტომ რომ არქიტექტურაც დაახლოებით მსგავსია, მსგავს პერიოდშია აშენებული, მსგავსი სიმაღლის სახლებია, ძალიან მსგავსი სიგანე და სიგრძე აქვს გამზირს.
2003-2006 წლებში მოხდა ამ გამზირის საფუძვლიანი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ზალიან სერიოზული რესტავრატორების და ურბანისტების მონაწილეობით. რამდენიმე მომენტს გამოვყოფდი:
1. მოიჭრა ყველა ხე გამზირის თავიდან ბოლომდე და დაირგო გერმანიიდან ჩამოტანილი ახალი სპეციალურად ქალაქური ცაცხვის ნერგები და გამაგრდა სპეციალური საყრდენებით. ძველი ხეები კი იყო მაგრამ არც ჭადრები იყუო და თბილისზე ბევრად კარგად იყო მოვლილი რაც იყო ის ხეები
2. მოაძრეს ყველა ბოძი, კაბელები ჩაიტანეს მიწაში და დადგეს ახალი ბოძები (ბათუმში რო დადგეს იმის მსგავსი)
3. რა თქმა უნდა მოხდა სახლების რესტავრაცია
4. ტროტუარებზე და გზაზეც დაიგო ახალი ქვა (დაახლოებით რუსთაველზე რო დააგეს ისეთი ცოტა უკეთესი)
შედეგად ეს არის ნამდვილი მარგალიტი. ასე რომ ნამდვილად მოსაჭრელია ის მოუვლელი და გაბარჯღული ჭადრები, არ გვინდა ველოსიპედის გამოგონება





აი დაახოებით ასეთი აღმაშენებლის გამზირი მინდა
This post has been edited by Noe Ramishvili on 7 Jan 2010, 22:32