Salvador ნუ, ბ-ნო სალვადორ....მშვენივრად იცით, რომ ყვითელი კვადრატის ვერსია მცდარია, მაგრამ ამოუხსნელად ჯიუტი კეკლუცობით მოგყავთ არგუმენტები მის გასამყარებლად, თითქოს ასევე მშვენივრად არ იცოდეთ, თუ როგორ იყო მოწყობილი ქართული დარბაზოვანი სახლი.

აი იგივე ცხრაასოთხი წლის ფოტო ყვითელი კვადრატით, სად ხედავთ აქ დარბაზის თუნდაც რაიმე ელემენტს?

ეს ხომ ღვინის სავაჭრო რიგებია, იხილე ტიკჭორები მარცხნივ ყვითელი კვადრატიდან, რა უნდოდა აქ მუნთუაანთ დარბაზს...მგონი 43-45 ნომრებთან დაკავშირებული თქვენი პირველადი ვერსია გაცილებით უფრო ახლო იყო რეალობასთან.
აი ქართული დარბაზის ნიმუში იმათთვის, ვინც არ იცის, თუ რა ტიპის სახლს ვეძებთ
Noriko,
სრულიად ვეთანხმები თქვენს მოსაზრებებს ქუჩის კონფიგურაციის შესახებ. ჩემს სქემაზე
43 ნომერი მიახლოვებითაა დასმული, ათეული მეტრების სიზუსტით, ისე, რომ წარწერა иерусалимский переулок და иерусалимский тупик არ გადაეფარა. რეკონსტრუქციის დროს ეს ”აპენდიციტი”, ნახაზზე 43 რომ აწერია, მოჭრეს,
თავის ” иерусалимский тупик”-იანად. სურათი რეკონსტრუქციის შემდეგ, სადაც ეს 43 ნომერი, ანუ ცხინვალელთა ლოცვაა გამოსახული, ადრეც დავდე, მაგრამ ეხლა ისევ გთავაზობთ, გადიდებული სახითა და სახლების დღევანდელი
ნუმერაციით:

შეადარეთ თქვენს მიერ დადებულ 43 ნომრის ფოტოს და დარწმუნდებით, რომ მათზე ერთიდაიგივე სახლია გამოსახული.
ერთდროულად ჩავატაროთ ფოტოშოპის მანიპულაციები სალვადორის ფოტოზე , გავადიდოთ
43 ნომრის უკან მდებარე არე და ყურადღება მივაქციოთ შინდისფერი კვადრატითა აღნიშნულ ნანგრევებს.

მიუხედავად ჩემი მინიშნებებისა, ამ ” უადგილო ადგილზე”, ”იერუსალიმის ქუჩასთან”, ”ჯვრისმამის ვიწრო გასავლებში მდგარ” ”ქვიტკირის ჩამოქცეულ შენობას” არავინ ყურადღება არ მიაქცია. გარდა ბრჭყალებში ჩასმული სიტყვებისა, რომლებიც ამოკრეფილია სხვადასხვა ციტატებიდან მუნთუაანთ დარბაზის შესახებ , სხვა ნიშნებითაც, თავისი ზომებით, კვადრატული ფორმითა და თუნდაც კედელში ჩატანებული ნიშებით ეს შენობა ძალინ გავს გვირგვინმოხსნილ ქართულ დარბაზს. თუმცა კატეგორიულად რაიმეს მტკიცება არ შემიძლია, ეს მხოლოდ ერთერთი ვერსიაა, სანამ სხვა ფოტოები, თუნდაც ზემოაღნიშნული როინოვის 80 წლების ფოტო არ მოიძებნება.
This post has been edited by diez on 18 Mar 2010, 15:21