bomba2000სიბნელე იმიტომაა რომ არ მუშაობენ.
რომ მუშაობდნენ გაანეთებდნენ, აბა სიბნელეში რა უნდა გააკეთონ
და თუ არ მუშაობენ, რას ვუყუროთ
ისე კი წინააღმდეგი არ ვარ, თუ გაანეთებენ. ხანდახან დღისით ვერ ვნახულობ და საღამოს მინდა შევხედო რა სურათია
OstatiDRAKONIხო რა.
დაგისაბუთებთ რატომაც გაამართლა სამკუთხედმა
აბა გაიხსენეთ რა ხდებოდა ფილარმონიის გზაჯვარედინზე. ხან შუქნიშანი დააყენეს, მერე უარესი გახდა გამორთეს შუქნიშანი, მერე ისევ ჩართეს. ხან გაი არეგულირებდა.
არანაკლებ რთული გზაჯვარედინი იყო უნივერისტეტთან.
ამირანის წინ რა საცობები იყო არ გახსოვთ? მარშუტკები რომ დარღვევით გადაჭრიდნენ გზას და კოსტავას ნაცვლად მელიქიშვილით მიდიოდნენ. ქვევიდან ამომსვლელები ევროპასთAნ უნდა მთლიანად პროწივზე იყვნენ, და რუსთაველიდან მომავლები ამირანთან პროწივზე.
შეხვდებოდნენ ერთმანეთს მერე და უყურებდნენ თვალებში.
2 ფაქტორის გამოა გამართლებული სამკუთხედი:
1)ფილარმონიასთან და უნივერსიტეტთან გადაკვეთის წერტილები აღმოიფხვრა.
რუსთაველოდან ვაკისკენ მიმავლები და საბურთალოდან რუსათაველისკენ მიმავლები აქამდე წერტილოვნად კვეთდნენ ერთმანეთს ფილარმონიასთან. და ახლა კვეთენ მონაკვეთურად მთელ ვარაზისხევზე.
ეგ პრინციპი პეკინს და სააკაძესაც არ აწყენდა, ოღონდ ახლა ამ თEმაში არ გვინდა ამაზე
2) პროწივზე ვერ გადადიან (ეს უკანასკნელი ხო საქართველოს ტრაგედიაა. ახლა ისე აღარ, ადრე იყო განსაკუთრებით)
დღეს დელისთან, ვაჟადან პავლოვის მიმართულებით საცობი იყო, ერთი სავარაუდოდ თანამშრომლის შკოდა ჩავიდა პრიწივზე ვაჟადან და მიყვა მთელი ჯოგი
პირველ დღეებში (თვეებში) სანამ სამკუთხედი "მოჯდებოდა" დიდი დარტყმა მიიღო მარჯვენა სანაპირონ, და ბარნოვმა.
ავლაბრიდან ვაკეში მიმავლები, ადიოდნენ ბელინსკზე და ბარნოვით გადიოდნენ. ან კორტებთანვე სანაპიროზე ჩადიოდნენ, მაინც გმირთა მოედანზე არ უნდა მოვხვდეთო?
მაგრამ "მოჯდომა" იმაში მდგომარეობს რომ ერთხელ მოყვნენ საცობში ბარნოვზე, მეორედ და მესამედ დაარტყეს წრე სამკუთხედს.
ახლა ნაწილი ასე თვლის უფრო იოლად, ნაწილი ისე. შესაბამისადნ გადანაწილდა ტრასპორტი და აღარაა საცობი არც სანაპიროზე, არც კოსტავაზე, არც ბარნოვზე.
ნუ რასაკვირველია კიდევ სხვა ფაქტორებმაც იქონია გავლენა:
ამირანთან პარკირების აკრძალვა და მუდმივი მორიგეობა პატრულის, მარშრუტკების აკრძალვა, ევროპასთან გაჩერების გაზონის შიგნით შეტანა, ვარავიზხევის კუნძული და წამზომიანი შუქნიშანი, I კორპურის გაჩერების მეორე კორპუსთან გადატანა...
This post has been edited by Kublicha on 27 Mar 2010, 00:43