თბილისის ზოოპარკი ერთი საათია დაკეტილიათბილისის ზოოპარკი ერთი საათია დაკეტილია
თბილისი 15:11 - 28.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა101 ზომა:
თბილისის ზოოპარკში მაზუთის ავზში ჟანგბადის ბალონი აღმოაჩინეს. ამის გამო ზოოპარკი უკვე ერთი საათია დაკეტილია.
ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. ზოოპარკთან მობილიზებულია საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებიც.
სპეციალისტების განცხადებით, მაზუთი და ჟანგბადი შესაძლოა რეაქციაში შევიდეს, რაც აფეთქებას გამოიწვევს. ამის გამო, ადგილზე ამ წუთებში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ზოოპარკის ტერიტორიაზე მაზუთის ავზი უკვე წლებია არსებობს, თუმცა მასში ჟანგბადის ბალონი დღეს, ადგილზე მიმდინარე ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს, ერთ-ერთმა მუშამ აღმოაჩინა.
ცარიელია თუ არა ჟანგბადის ბალონი ეს შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
რა ჯანდაბა უნდოდა ზოოპარკის ტერიტორიაზე მაზუთის ავზს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს თბილისის ზოოპარკის სავალალო მდგომარეობაზე.
ესტაკადის მშენებლობისას აღმოჩენილი ჟანგბადის ბალონი გამნაღმველებმა ააფეთქესესტაკადის მშენებლობისას აღმოჩენილი ჟანგბადის ბალონი გამნაღმველებმა ააფეთქეს
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
28 / 03, 2010 15:57
გმირთა მოედანზე მიმდინარე ესტაკადის მშენებლობისას, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჟანგბადის ბალონი გამნაღმველებმა ააფეთქეს. ამ დროისთვის ადგილზე გაწმენიდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
~წინასწარი სამუშაოები ჩატარდა და გამნაღმველებმა ყველა საჭირო ზომა მიიღეს, რომ უსაფრთხოება გარანტირებული ყოფილიყო. აფეთქების შემდეგ მშენებლობა გაგრძელდება~, - განუცხადა ~ინტერპრესნიუსს~ საგანგებო სიტუაციებს სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.
მისივე ინფორმაციით, აფეთქება არ შეეხება ჟანგბადის ბალონთან ახლოს მდებარე მაზუთის ავზს. ~თუმცა, ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში საქმეში ჩაერთვებიან~, - განაცხადა თემურ გიორგაძემ.
ესტაკადის მშენებლობისას ჟანგბადის ბალონი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. აღნიშნულის გამო ზოოპარკი რამდენიმე საათია დაკეტილია და იქ არავის უშვებენ. თუმცა, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია მათ ტერიტორიის დატოვებას ურჩევს.
This post has been edited by iviko18 on 28 Mar 2010, 16:13
ამაშია საქმე ...............................
რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს? (с)...
ვის მოერიეთ-87 წლის საქართველოზე შეყვარებულ მოხუცს და მის საქეიფოდ ჩამოსულ სტუმრებს?
ათ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს, ოღონდ ჯერ ამათ უნდა მივხედოთ (c) ქოცი