თუ არა ნახავ
გაგაცნობთ პროექტის ირგვლივ მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონიკას; (4 საათია ვაკეთებ) მერე შევავსებ კიდევ. კარგი იქნება თქვენც თუ დაამატებთ წყაროიან ინფორმაციებს
8.05.2009 ქ.თბილისის მერია აცხადებს ტენდერს ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (წყარო www.tbilisi.gov.ge )
9.06.2009 პირველად გაკეთდა ოფიციალური განცხადება მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით: დედაქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე განახდახა, რომ ვარაზისხევი-თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა პირველი აგვისტოდან დაიწყება (წყარო www.interpressnews.ge)
13.06.2009 საბავშვო ქალაქ ”მზიურში” აქცია გაიმართა, ვაკის რაიონის მოსახლეობის ნაწილი გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებდა.
აქციაში ”კონსერვატიული პარტიის”, ”რესპუბლიკელებისა” და „ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
13.06.2009 „ავტომაგისტრალს არავითარი შეხება არ ექნება არც ზოოპარკის და არც მზიურის პარკის რეკრეაციულ ზონასა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან“, განუცხადა ვაკის რაიონის მოსახლეობას მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ლიპარტიამ. (წყარო www.commersant.ge )
1.07.2009 ქ.თბილისის მერია აცხადებს ტენდერს ვარაზის ხევიდან
თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე (წყარო www.tbilisi.gov.ge )
18.11.2009 ვარაზისხევის დასაწყისში, გზის მარჯვენა მხარეს დაიდგა „საგზაო სამუშაოების“ აღმნიშვნელი ნიშნები, ბარიერები, გამაფრთხილებელი მოციმციმე შუქნიშანი და გზის სავალი ნაწილი შევიწროვდა. პარალელურად შემოიღობა გმირთა მოედნის გაზონი და დაიწყო სამუშაოები. (წყარო www.forum.ge )
25.11.2009 ვარაზისხევზე გამოჩნდა „Soilmec SR-60” იტალიური საძირკველის მბურღავი ამწე. (წყარო www.forum.ge )
28.11.2009 ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დილის გადაცემაში გაკეთდა სიუჟეტი თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის შემაერთებელი ახალი გზის პროექტის შესახებ, სადაც ამ პროექტის ავტორმა თამაზ შილაკაძემ და ასოციაცია „დაცული მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით მესხიშვილმა ისაუბრა. (წყარო www.safedriving.ge )
17.01.2010 ვერ-გვერდ livegeorgia.ge ზე გაჩნდა სამუშაოების online რეჟიმში თვალყურის დევნების საშუალება (11 სართულიან სახლზე და ხილიანის ქუჩის კორპუსზე დამონტაჟებული კამერების საშუალებით).
(წყარო www.livegeorgia.ge )
22.01.2010 გავრცელდა გმირთა მოედნის კომპიუტერულად მოდელირებული პროექტი.
(წყარო www.forum.ge )
26.01.2010 პროექტზე მომუშავე სატვირთო ავტომობილებზე და სპეცტექნიკაზე გამოჩნდა წარწერები CRP (caucasus road project).
(წყარო www.forum.ge )
26.01.2010 თამარაშვილის ქუჩაზე კოპმანია „ჰიდროსერვისმა“ დაიწყო კლდის დაშლის მოსამზადებელი სამუშაოები. (წყარო www.forum.ge )
26.01.2010 გმირთა მოედანზე დასრულდა I საყრდენი ბოძის ჩამოსხმა.
(წყარო www.forum.ge )
3.02.2010
საპატრულო პოლიციამ თამარაშვილის ქუჩა გადაკეტა ცალმხრივად, და კლდის დაშლის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა.
(წყარო www.forum.ge )
4.02.2010 Soilmec SR-60 გმირთა მოედნიდან გადაიყვანეს წყნეთის ქუჩის მიმდაბარე ტერიტირიაზე ხევში. (წყარო www.forum.ge )
6.02.2010 ხილიანის ქუჩის ბოლოში, გამოჩნდა მდინარე ვერეს გოფრირებული სახურავის პირველი ფრაგმენტები.
(წყარო www.forum.ge )
7.02.2010 ღამით დროებით გადაიკეტა გმირთა მოედნის გვირაბი, და დაიწყო გვირაბის სახურავის ახდის მოსამზადებელი სამუშაოები.
(წყარო www.forum.ge )
12.02.2010 „ბურჯების დასმა ორ თვეში დასრულდება. შემდეგ კი, ესტაკადის მოწყობა საბოლოოდ მაისში დასრულდბა“, განუცხადა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ თემურ უძილაურმა ინტერპრესნიუსს.
(წყარო www.interpressnews.ge)
13.02.2010 ახადეს სახურავი გმირთა მოედნის გვირაბს.
(წყარო www.forum.ge )
22.02.2010 გმირთა მოედანზე დაიწყო შადრევნის დემონტაჟი.
(წყარო www.forum.ge )
22.02.2010 გმირთა მოედანზე გამოჩნდა კიდევ ერთი Soilmec SR-60, რომელმაც დაიწყო გვირაბის კედლის გასამაგრებელი სამუშაოები.
(წყარო www.forum.ge )
26.02.2010 Soilmec SR-60-ის საშუალებით დაიწყო მონუმენტის საძირკვლის მომზადება. (წყარო www.forum.ge )
01.03.2010 თამარ მეფის ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაიდგა „საგზაო სამუშაოების“ აღმნიშვნელი ნიშნები, ბარიერები, გამაფრთხილებელი მოციმციმე შუქნიშანი, საპატრულო პოლიციამ ცალმხრივად გადაკეტა თამარ მეფის გამზირი. (წყარო www.forum.ge )
3.03.2010 11 სართულიან სახლთან შეჭრეს ხის ტოტები, და დაიწყო ესტაკადის საყრდენი ბოძების საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები.
Soilmec SR-60 გადავიდა აღნიშნულ ადგილას.
(წყარო www.forum.ge )
11.03.2010 გმირთა მოედანზე დაიდგა ბანერი სადაც ნაჩვენებია მთლიანი პროექტი. (წყარო www.forum.ge )
11.03.2010 ჩაისხა ბეტონი ვარაზისხევის ესტაკადის I მესამედზე.
(წყარო www.forum.ge )
22.03.2010 ჩაისხა ბეტონი ვარაზისხევის ესტაკადის II მესამედზე.
(წყარო www.forum.ge )
23.03.2010 დაიწყო თამარ მეფის მხრიდან ე.წ. „აპალოვკის“ დალაგება
(წყარო www.forum.ge )
23.03.2010 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა კურიერში გავიდა ვრცელი სიუჟეტი მშენებლოასთან დაკავშირებით.
(წყარო www.rustavi2.com )
27.03.2010 დასრულდა თამარაშვილის ქუჩაზე კლდის დაშლის ძირითადი სამუშაოები და გაიხსნა თამარაშვილის ქუჩა სრულად.
(წყარო www.forum.ge )
28.03.2010 გადაიხურა გმირთა მოედნის გვირაბი. (წყარო www.forum.ge )
28.03.2010 ზოოპარკის მიმდებარე ტეროტორიაზე, მაზუთის ავზში ნაპოვნი ჟანგბადის ბალონის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ მოახდინა ტერიტორიის ევაკუაცია. სამუშაოები რამდენიმე საათში განახლდა. (წყარო www.interpressnews.ge, www.rustavi2.com )
1.04.2010 ჩაისხა ბეტონი ვარაზისხევის ესტაკადის III მესამედზე.
(წყარო www.forum.ge )
2.04.2010 დაიწყო გმირთა მოედნის ცენტრში ე.წ. „აპალოვკის“ დალაგება
(წყარო www.forum.ge )
This post has been edited by Kublicha on 7 Apr 2010, 22:43