სამწუხარო ისაა, რომ აქაური ფანკლუბი და მერია გადატენილია დილეტანტებით და რეალურად უცოდინრებით. ვის აბრალებთ, სიახლეები არ გიყვართო და საბჭოთა დროში ჩარჩენილები ხართო... ეს გზა, როგორც ასეთი, ზუსტად ამ უბედური საბჭოთა აზროვნების შედეგია და იმ მენტალიტეტის, რომელიც დიდი ხანია არ მოგვიშორებია. წარსულში ჩარჩენილები ვართ, კომუნიზმის ეპოქაში, რომელშიც
უხარისხო, დაჩქარებული, გაუანალიზებელი წამოწყებები პიარდებოდა და შემდეგ უამრავი უბედურებით უბრუნდებოდა ხალხს.ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ვისაც ამ გზის გაკეთება მოუვიდა აზრად და ვინც ახლა საამაყო "დაჩქარებული ტემპებით" აკეთებს სამუშაოს, სრულიად არ აქვს წარმოდგენა თუ რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, ურბანული დაგეგმარება, მოტორიზაციის მენეჯმენტი ქალაქში და საერთოდ არასწორად აქვს დასახული
თანამედროვე ქალაქის პრიორიტეტები. "ძველი თბილისის ახალი სიციცხლე" ერთი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი გაუნათლებლები ვართ და როგორ ვიმეორებთ მეოცე საუკუნის შუა წლების ქალაქების უბნების ჯენთრიფიკაციას. ახლა ეს მაგისტრალი კარგად გვაჩვენებს, რომ რეალურად არაფერი საერთო არ გვაქვს თანამედროვეობასთან და მსოფლიოს ქალაქების წამყვან, მამოძრავებელ ტენდენციებთან: მანქანების რაოდენობის შემცირება, ჰაერის დაბინძურების კონტროლი, გამწვანება, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვა-განვითარება - ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო ხილია, არ ვიზიარებთ და მარტო მას შემდეგ მივალთ აქამდე, როდესაც ჩვენს თავზე გამოვცდით იმ ათას უბედურებას, რასაც ეს მშენებლობა მოგვიტანს.
არ მახსოვს, შეიძლება ეს case-study უკვე დავპოსტე ამ თემაში, მაგრამ ნამდვილად არ დამეზარება კიდევ ერთხელ სეულის მაგალითის მოყვანა, რომელიც, პირადად ჩემთვის, ძალიან თვალსაჩინო და იმედის მომცემია.


ეს არის მოკლე შინაარსი

. 60-იან წლებში მსგავსი მოტივით აშენებული მაგისტრალი მდინარეზე: მოძრაობას განტვირთავსო, იძახდნენ იმდროინდელი უგულავა, შილაკაძე, ლიპარტია და მსგავსი "ექსპერტები". გავიდა 40 წელი, მოვიდა განათლებული მერი, მოხსნა მაგისტრალი, დაუბრუნა ქალაქს გამწვანებული მდინარე და ორ წელიწადში სამხრეთი კორეის პრეზიდენტიც გახდა!
სხვადასხვა წყაროებს მოგაწვდით და იქნებ გადახედოთ:
http://lacreekfreak.wordpress.com/2009/04/...-cheon-project/ http://expertvoices.nsdl.org/cornell-info2...in-seoul-korea/http://en.wikipedia.org/wiki/Cheonggyecheon"The restoration of the Cheonggyecheon stream became a vehicle for revitalisation, urban renewal and economic development. It also signified a shift in Korean planning priorities. Whereas the decades after the Korean War (1950-1953) championed accelerated industrialisation and modernisation, there is now a different emphasis from both city authorities and residents on health, sustainability and social responsibility."
http://www.cabe.org.uk/case-studies/cheong...oration-project
http://www.eyebeam.org/reblog/10-02-22/seo...and-public-parkhttp://inhabitat.com/2010/02/22/seoul-reco...-park/?extend=1<-ეს სურათების მცირე გალერეაა.

კარგად მოგეხსენებათ, რომ სეული თბილისზე ათჯერ დიდი ქალაქია, და ჩვენ, ევროპულ და ამერიკულ ქალაქებთან შედარებით მოტორიზაციის ძალიან, ძალიან დაბალი დონით, მაინცდამაინც ბოლო უნდა მოვუღოთ ისედაც გაუბედურებულ მდინარეს და მილიონები (სავარაუდოდ ქალაქის წლევანდელი ბიუჯეტის 15-20%) ჩავყაროთ უსარგებლო, გაუაზრებელ პროექტში, რომ მერე, წლების შემდეგ, ხელახლა ჩავდოთ მილიონები იმ მდინარის აღორძინებაში? ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანს, თავისი მოკლე ჭკუით და გაუნათლებლობით, არც კი უნდა დაფიქრება ისტორიის გაკვეთილებზე და დროებით მაინც სიბრიყვე და უგუნურება იმარჯვებს.
ხო, ნუ გგონიათ, რომ სეული ერთადერთი მაგალითია, ძალიან ბევრ ქალაქში მიმდინარეობს მდინარეების რევიტალიზაციის პროექტები.
http://www.nytimes.com/2009/07/17/world/asia/17daylight.htmlეს ნიუ-იორკ ტაიმსის ძალიან საინტერესო სტატიაა ჩეონგიჩეონზე, სეულის მდინარეზე, და სხვა ქალაქების მდინარეებზე. საბოლოო ჯამში, შეიძლება სულ ტყუილად ვწერ ამ მომენტში ამხელა პოსტს. მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ, როგორც ის კორეელი აქტივისტები, ესტაკადის მოშორებას რომ ითხოვდნენ, და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ქალაქს ეს მდინარე კვლავ გაახსენდება და ვერეც დაუბრუნდება თბილისს.
ახლა შეგიძლიათ გააგრძელოთ ბეტონის დასხმის აღნიშვნა და იმის ძახილი, რომ თბილისში ამდენი ჯერ არასოდეს აშენებულა. მე ჩემი სათქმელის თქმა არასოდეს დამეზარება.
This post has been edited by Rocky Racoon on 12 Apr 2010, 16:36