აი ამ სახლის აივნიდან, რომელიც თითქმის მუხრანის ქუჩის შუა ნაწილამდე გადიოდა.

საინტერესო შენობაა, მუხრანის ქუჩისკენ გახსნილი ეზოთი

სახლი ააშენეს 19 საუკუნის ორმოციან წლებში პროექტით, რომლის ფრაგმენტი შემდეგ ფოტოზეა:

და დაანგრიეს დაახლოვებით ასი წლის შემდეგ, მუხრანის ქუჩის პირველი გაფართოვების დროს.
ამ ფორუმის ”გარჩევებში” იყო ორბელიანთ და მუხრანბატონთა ”სასახლეობის პრეტენდენტი”, მაგრამ ხმათა დამაჯერებელი რაოდენობა ვერ დააგროვა.
აი ასე, მხოლოდ ფაქტები და არავითარი გამოცანები. მომავალში ვეცდებით ფაქტებიც
მაქსიმალურად ლაკონიური ფორმით გადმოვცეთ, მხოლოდ ქუჩა და სახლის ნომერი,
ან თუ ნომერში არა ვართ დარწმუნებული , დავუშვათ, მაშინ ფოტოს დავასათაურებთ ასე: ”ძველი თბილისის ერთერთი ლამაზი ქუჩა”. ყოველ შემთხვევაში ასე მთხოვა ერთმა ქალბატონმა პიემით, თბილისის ფორუმზე ბევრი უცხო სტუმარი შემოდის და მახინჯი უბნების სურათებს ნუ დებთ, მხოლოდ ლამაზი ხედები დადეთო.
ამ პიემს დღემდე სათუთად ვინახავ. ვინ იცის სად, რაში და როგორ გამომადგება.