დათანხმება მინდა, მაგრამ არ შემიძლია.
ავჭალის ტერიტორიაზე ორი ხიდია: თბილისიდან თუ გავდივართ, ჯერ გვხვდება
ავჭალის ხიდი მდინარე გლდანისხევზე, შედარებით მომცრო (მისგან ასიოდე მეტრში სადგურ ავჭალის ბაქანია), შემდეგ მოდის ბაქანი ზაჰესი და და შემდეგ ხიდი მტკვარზე, რომელსაც 19საუკუნეში დიღმის (ან მუხათგვერდის) ხიდს უწოდებდნენ:

ხიდების ადგილმდებარეობა არ შეცვლილა, თვით ხიდები კი არაერთჯერაა განახლებული.

დღევანდელ ფოტოზე ძალიან დიდი ალბათობით გლდანისხევის ხიდია, ხოლო (4)
ეკლესიის გვერდზე ავჭალის ბაქანის შენობა ჩანს. 3 ციფრით წმ პეტრე მოციქულის
ეკლესიის მიახლოვებითი ადგილია აღნიშნული, 2-თ ლომიშვილების კოშკი, 1-თ კი
იოანე ნათლისმცემელის ეკლესიის ადგილი. თუ ყველაფერი ეს სწორია, მაშინ აუცილებლად
ეჭვქვეშ დგება ბ-ნ სიურპრიზის ვერსია ამ რამოდენიმე ხნის წინ დადებულ ავჭალის ორი ეკლესიის ფოტოზე- ისინიც ხომ ამ რაიონში მოიაზრებიან, ავჭალის(გლდანისხევის) ხიდთან;
ეჭვი სხვადასხვა მოსაზრებების გამო ადრეც მქონდა მაგრამ ბ-ნი სიურპრიზი მცირე ხნით დაგვეკარგა ფორუმიდან და ვერ მოვასწარი მათი გამოთქმა, დღევანდელმა ფოტომ კი საბოლოოდ დაადასტურა ეს ეჭვი.
რაღაც დიდი რაოდენობა გამოდის ეკლესიების ამ პატარა ავჭალისათვის, მოდი დავთვალოთ:
იალნოს მთაზე აქლემაანთ ეკლესია, პეტრე და ჯაჭვის წმ.გიორგი;
იოანე და წმ ქეთევანი ლომიშვილების კოშკთან:
სიურპრიზის სამი უცნობი ეკლესია ორ ფოტოზე:
კიდევ დანამდვილებით ვიცი, რომ ავჭალის ერთერთ ბაქანთან, ’შუშის” ქარხნის მახლობლად, გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში თავად გურამიშვილების საგვარეულო ეკლესია იდგა, რომელიც ამ ქარხნის საწყობად გამოიყენებოდა.
ეს ცხრა.
არაა გამორიცხული, რომ ეს სწორედ გურამიშვილების ეკლესიაა. სალვადორის ვერსიას რაც შეეხება, ეს ეკლესია სურათზე რკინიგზის ხაზის მარჯვნივ დგას და მარტო ამ მიზეზის გამო არ შეიძლება იყოს წმ. ქეთევან წამებულის ეკლესია.
დაბოლოს, ზევით ნორიკოს მიერ დადებულ ფოტოების შესახებ: პირველ ფოტოზე
ფეთხაინის კიბესთან მდგარი უნიკალური ბანიანი სახლია გამოსახული; ვაკის ფოტო
კი შეგვიძლია დავათარიღოთ ხუთი წლის სიზუსტით 1957 დან ( საზაფხულო კინოს
აგების თარიღი) 1962 წლამდე (ამოყვანილია ვაკის პარკთან მდგარი ამხანაგობის
სახლის პირველი სართული; ეს სახლი ცნობილია შვიდი ებრაელის ისტორიით, რომლებიც ამხანაგობიდან გააძევეს აღნიშნულ წელს ).