ალბათ ეს ეკლესია გაქვთ მხედველობაში, ფორუმზე ”ფანტომი-ეკლესია” რომ უწოდეს

ორბელიანთა ეკლესიის საკითხის განხილვის შემდეგ (6 ნაწილის ბოლო და 7 -ს დასაწყისი)
საკმაოდ ბევრი ახალი მასალა დაგროვდა ამ საკითხის გარშემო მაგრამ საერთო დაინტერესება განელდა, განხილვის მონაწილეებიც აღარ აქტიურობენ ამ ფორუმზე და მასალებიც აღარ დამიდია. რადგან თქვენ დაინტერესდით ამ საკითხით, ვდებ ფრაგმენტს 1958 წ მონოგრაფიიდან , ანონიმი კარტოგრაფის მიერ 1801წ შედგენილ ორბელიან- ვანქისუბნის ნახაზით, რომელიც ფაქტობრივად ნათელს ჰფენს უბნის ყველა ეკლესიის სახელწოდებებს:

№ 80 -თ აღნიშნულ ვანქის ტაძართან მიკვრით მდგარი № 81 შენობა არის იოანე ნათლისმცემელის სახელობის, აღამაჰმადხანის შემოსევის პერიოდში დაქცეული "ფანტომი"ეკლესია, აღდგენილი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. ეს”ორ ატაჟიანი”, როგორც ეგნატე იოსელიანი უწოდებს, საკმაოდ დიდი გაბარიტების ”ორმაგი” ეკლესია იყო, პირველ სართულზე წმ. იაკობის, ხოლო მეორე სრთულზე მაცხოვრის ეკლესიებით. ამ ეკლესიამ იარსება 19 საუკუნის 60 წლებამდე, შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომ შენობას გუმბათი მოეხსნა და მოხდა მისი ნაწილობრივი დემონტაჟი.
ამ რუკაზე კიდევ სამი ეკლესიაა ჩვენთვის საინტერესო, სამივე წმ. გიორგის სახელობის :
№82 ( ეს ე.წ თაკენამი უნდა იყოს) და №83 ავანაანთხევისწყლის მტკვართან შესართავში,
და კიდევ ერთი წმ. გიორგის, №84 ”На имя великомученика Георгия в замке Арбельянова,
т.н Сасахле”, დაახლოვებით ტელეგრაფის ჩიხის რაიონში. რუკაზე ეს ეკლესია მოხსენიებულია სომხურად, რაც საეჭვოა, რადგან ორბელიანის უბანის მოსახლეობა უპირატესად ქართული იყო. ყველა ეს ეკლესიები ჩანს 1832 წლის ნახატზე, ნუმერაცია იგივეა, რაც რუკაზე:

ორბელიანთა კარის ეკლესია, რომელიც მდებარეობდა ორბელიანის ქუჩის ბოლოში, ჩიხში, საუკუნის დასაწყისის რუკებზე არ ჩანს, მეორე ნახევრიდან კი ყველა რუკაზეა და ყველგან ფერიცვალების ეკლესიადაა მოხსენიებული, და სამწუხაროდ, არსად წმ. ნიკოლოზის ეკლესიად , როგორც ეს ბ-ნ ჯამბაკურს უნდოდა.

PS წესით, ბოლო სურათზე N83 ბოლოს კითხვის ნიშანი უნდა დამესვა. არსებობს ვარიანტი, რომ ვანქის დღემდე შემორჩენილი სამრეკლო თაკენამის ნანგრევებზეა აშენებული.
This post has been edited by diez on 13 Jun 2010, 15:51