ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რაც სურათებში ვნახე, დიდი ვერაფერი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ის არ არის, რისი მოლოდინიც იყო, ამხელა აჟიოტაჟის შემდეგ, ვნახოთ, ჯერ რადგან დაუსრულებელია, იქნებ საბოლოოდ მიიღოს უკეთესი სახე. მაგრამ ეხლა რა მაინტერესებს, ამ ქალაქს დეკორატიული სამსახური (ან ერთი ნორმალური დეკორატორი) არ ყავს? მემგონი, ამ ქალაქში ერთიდაიგივე ხალხს აკეთებინებენ ყველაფერს, ქვაფენილსაც, ფასადებსაც, კანალიზაციასაც და როგორც ჩანს, დეკორატიულ სამუშაოებსაც ეგენი ასრულებენ, თან ალბათ, დასარგავ მცენარებს მაგათი პრარაბი არჩევს საკუთარი გემოვნებით

რა არის, ამაზე უკეთესი მცენარეები ვერ შეარჩიეს? ეს ჯაგნარის მაგვარი ბუჩქები და ნაძვები რა დასარგავი იყო

აქეთ კიდევ ყვავილები, კაცმა არ იცის, როგორ გაუძლებენ თბილისურ სიცხეებს. ამათ მთავარია რაღაცა ჩარგონ და პარკი გახსნან და სხვა სულ არ აინტერესებთ დეკორატიული ხელოვნება. მოკლედ, ჩემი აზრით, ჯერჯერობით, ევროპული დონის პარკს კი არა, ველურ მდელოს უფრო გავს, სადაც კაციშვილმა არ იცის, სად რა არის ამოსული
პ.ს.
ბაბუაჩემს თავისი ეზო დასავლეთ საქართველოში უფრო ლამაზად და გემოვნებით ქონდა გაწყობილი