აბა მოვიდა სადიპლომო ნამუშევარი: მაგისტრალის დაკავშირება ბახტრიონის და ყიფშიძის ქუჩებთან
(ხატვისთვის ვიხდი ბოდიშს, ეს არის მაქსიმუმი ჩემი ფერწერული შესაძლებლობების).
აღნიშვნები:
1 (მწვანე) - ჭავჭავაძის გამზირი.
2 (მწვანე) - ბახტრიონის და ფანასკერტელის ქუჩები
3 (ლურჯი) - ჩვენი ძვირფასი უსახელი მაგისტრალი
4 (ყვითელი) - ყიფშიძის ქუჩა.
5 (ყვითელი) - თ. აბულაძის ქუჩა.
6, 7, 8 (წითლები) გზა რომელიც დააკავშირებს ყიფშიძის ქუჩას მაგისტრალთან და ბახტრიონის და ფანასკერტელის ქუჩებთან, კერძოდ:
6 სერპანტინის პრინციპით დაღმართი, 7 ხიდი მაგისტრალის თავზე, 8 ორი ცალი ცალმხრივი გვირაბი, გაჭრილი კლდეში. იქითა მხარეს უკვე ბახტრიონის ქუჩაა
9 (ცისფერი) - გზა რომელიც თამარაშვილის მხრიდან მოძრავებს აიყვანს ბახტრიონზე.
10 (ცისფერი) - გზა რომელიც ყიფშიძიდან მიმავლებს გაიყვანს მაგისტრალზე გმირთა მოედნის მიმართულებით
შენიშვნა: ყველა წითელი გზა არის ცალმხრივი. ყველა გზა გარდა წითლებისა და ცისფრებისა უკვე არსებობს
სანამ ნახაზებს დავდებ, გეტყვით, რომ კარგად დავათვალიერე, და ყიფშიძის მეორე მხარის (ლუკოილის) დაკავშირება მაგისტრალთან შეუძლებელია, მჭიდროდ აშენებული ძველი და ახალი კორპუსების და დიდი რელიეფური სხვაობის გამო
ჯერ ზოგადი სქემა:
იასამნისფერ ადგილას არის ეზო და რამდენიმე გარაჟი.

აი სად გამოივლის გზა.
ქვევით არის ხიდი, რომლითაც გადმოკევთენ და შეუერთდებიან მაგისტრალს.

შემდეგ გააგრძელებენ მოძრაობს მაგისტრალზე, თამარაშვილის მიმართულებით, ან აუხვევენ ბახტრიონისკენ.


ეს კი უკვე გვირაბები:
8A არის, მაგისტრალზე გმირთა მოედნიდან ან ყიფშიძის ქუჩიდან, ბახტრიონზე გადამსვლელთათვის, ხოლო 8B არის ბახტრიონიდან თამარაშვილის მიმართულებით

პირიქით, ბახტრიონიდან ყიფშიძეზე მოხვედრა არ იქნეა, რადგან თვითონ ყიფშიძის აღმოსავლეთ ნაწილი (თურქეთის საელჩოს მხარე) ორმხრივ ნაკადს ვერ გაატარებს.
ყიფშიძის ქუჩა, უნდა იყოს ცალმხრივი, თურქეთის საელჩოდან ლუკოილის მიმართულებით.
This post has been edited by Kublicha on 13 May 2010, 22:27