ZEUSარ ვიცი, მგონია რომ აქედან არავინ მუშაობთ რუსთავის საპატრულოში.
იმენა გადაკიდებული არიან ჩემზე.
ამასწინ ფოტოებს ვიღებდი და ისეთ ადგილზე და ისეთ გარემოებებში
დამაჯარიმეს . . . კაროჩე რაა. არ მომიყოლია ეს ისტორია აქ

მაგათ გამო, ვაჩერებ სადმე მაქნანას, და მერე ფეხით დავდივარ
* * *
ცოტა თემას გადავუხვევ,
მაგრამ რუსთავის გზა, რუსთავის პატრული, პატრული, დამოკიდებულება
მგონი შორს არ არის

საღამოს ექვსი საათია და გავედი ქალაქიდან იქვე, ფოტოების გადასაღებად.
მწვანე ,,ბოძის" წინ კიდევ არის ერთი ბოძი და იმდენად შორს რომ გასვლა და გადაღებაც დამეზარა,
იმაზე არის ნიშანი გაჩერება აკრძალულია. ეს ნიშანი ისეთი გახუნებულია რომ ძლივს ჩანს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ.
გავაჩერე მანქანა და ვიღებ ფოტოებს - ნუ მაქსიმუმ 5 წუთი გავაჩერე. ((თან ავარიულები ჩართულია, და მანქანაში ადამიანი ზის))
მომადგა პატრული. ჩანს რომ მანქანა ლამის მინდორშია გადასული და იქ მყავს გაჩერებული.
თან საღამოს ექვსი ხდება და მოძრაობა ცოტაა. ეგრევე დამიწერა ჯარიმა. და მეუბნება - ტრაფარეტის იქით,
სოხუმი რომ აწერია იქ რომ გაგეჩერებინა არ დაგიწერდიო.
ამ დროს როცა ბავშვს ვაკითხავ ცურვაზე, ცეკვაზე, ინგლისურზე თუ სკოლაში და გავაჩერებ ან რუსთაველზე ან აღმაშენებელზე თბილისის
პატრული ეგრევე ხამივით კი არ წერს ჯარიმას, ჯერ აფრთხილებს ,,იმოძრავე"
არადა რეალურად იქ უფრო ვაფერხებ((თ)) მოძრაობას ვიდრე რუსთავში საღამოს ექვს საათზე მინდორში დგომით.
და იმავე ადგილზე უნდა ნახოთ რა ხდება ბაზრობების საათებში.
მაშინ დავიჯერებ მაგათ კარგ პატრულობას ასეთი შერჩევითობა რომ არ იქნება.




ხოოო,
მე დასაჯარიმებელი ვიყავი და ესენი არა
წითელი ჯვრის მანქანა


ხალხი უზის ამ ვირიშვილს და რას აკეთებს

თიენთი
ზედ ზებრაზე ჩამოსვა მგზავრები

თიბისი ბლოკავს შშმ პირთა ჩამოსასვლეს

ტიპი გაჩერდა ((გააჩერა ავტო)) ჩამოვიდა და ათი წუთი იდგა, ლაპარაკობდა ტელეფონზე

მარჯვენა გასასვლელის დაბლოკვა

ამათთან ბოდიში
დავალებაზე არიან
ბოლო ფოტო განსაკუთრებით
მხედველობა დაქვეითებულთა შუქნიშანზე წითელზე გავლა




პ.ს მე ვიყავი დასაჯარიმებელი მინდორში და ესენი არა
10 ლარი კი არ არის საქმე, საქმე არასამართლიან დამოკიდებულებაშია
პ.ს.ს ბოდიში ავღელდი