shaJonatahn_smithვატყობ რაც მეტს ვწერ მით უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება კიდე და ვეცდები რაღაც დონეზე მაინც ამომწურავად გითხრათ
ფრენის დროის ლაივში პლანშეტზე მოდის HD ვიდეოგამოსუხულება და ტელემეტრიის ყველა მონაცემი.
მაქსიმალური სიჩქარე: 80 კმ/სთ
მაქსიმალური ფრენის მანძილი 4 კმ (რეკომენდებულია არის 2 კმ)
მაქსიმუმ 10 მ/წმ ქარის დროს შეუძლია ფრენა
ფრენა შეუძლია წვიმაშიც მაგრამ რეკომენდებული არაა რათქმაუნდა
მაქსიმალური ფრენის დრო TB48 ბატარიით 22 წუთი
წონა 3 კგ. ნანახი მაქვს ტესტები სადაც დამატებთ 1 კგ ტვირთს კიდევ წევს ჰაერში უპრობლემოდ
კამერის მონაცემები:
UHD (4K): 4096x2160p24/25, 3840x2160p24/25/30
FHD: 1920x1080p24/25/30/48/50/60
HD: 1280x720p24/25/30/48/50/60
კამერა დამაგრებულია სტაბილიზატორზე რომელიც ნებისმიერი ვიბრაციის ან გადახრის შემთხვევაში კამერას ტოვებს ერთიდაიგივე პოზიციაში
სენსორები აქვს ბევრი (GPS, Vision Positioning, კომპასი, აქსელერომეტრი, გირასკოპი)
1. თუ გავიდა რადიოს დაფარვის ზონიდან ავტომატურად ირთვება სახლში დაბრუუნების ფუნქცია და მოდის და ჯდება ავტმატურად იმ წერტილში საიდანაც აფრინდა(GPS-ით იმახსოვრებს აფრენის კოორდინატებს)
2. თუ მოძრაობ შეგიძლია დაბრუნების წერტილად მართვის პულტი მიუთითო . მართვის პულტს აქვ GPS და დროდადრო გადასცემს ვერტალიოტს თავის ადგილმდებარეობას
3. თუ ბატარია დაჯდა რაღაც %-ზე (ეს რიცხვი რეგულირდება) მაგ დროსაც ავტომატურად ირთვება სახლში დაბრუნების ფუნქცია
4. სახლში დაბრუნების დროს შეგიძლია წინასწარ დააკონფიგურო სიმაღლე რამდენზე აფრინდეს რომ უკან წამოსვლის დროს დაზღვეული იყო რამეს რო არ წამოედოს.
5. ერთ-ერთ ბოლო განახლებაში ასევე დაამატეს სწრაფად მოძრავი ზედაპირიდან ინიციალიზაციის და აფრენა/დაფრენის ფუნქცია.
6. მსოფლიოს თითქმის ყველა აეროპორტის კორდინატები აქვს ბაზაში და აგეთ ადგილებში არ ფრინდება. თუ მიუახლოვდი აეროდრომს ავტომატურად ჯდება
7. შეუძლია დაკიდება ჰაერში როგორც ღია ადგილას ასევე შენობის შიგნით სადაც GPS არ მუშაობს. ამ ფუნქციაზე პასუხისმგებელია GPS, Vision Positioning სენსორები
ჩემი მაქსიმალური სიმაღლის რეკორდია 250 მეტრი

ამ შაბათ კვირას თუ კაი ამინდი იქნება მინიმუმ 500 მეტრზე მინდა ავწიო ან შეიძლება 1 კმ-ზეც
1 კმ მგონი ღრუბლების ზევითაა უკვე )))