vasili77o2014-04-22 12:23:37
http://commersant.ge/?page=news&id=8092რუსთავი-თბილისის ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილზე
სპეციალური ტექნიკის მობილიზაცია დაიწყო. ამის შესახებ commersant.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.
ფონდის ცნობით, გზის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სამშენებლო მოედანზე მობილიზებული იქნება
საჭირო ტექნიკა და ადამიანური რესურსი, ასევე მოხდება მუშახელის საცხოვრებელი ჯიხურების ჩადგმა. მათივე განცხადებით,
მობილიზაციის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება.
„როგორც დაანონსებული იყო, კომპანიამ სამუშაოები დღეიდან დაიწყო, უშუალოდ გზის სამშენებლო სამუშაოები კი რამდენიმე დღეში
დაიწყება, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრი და ფონდის დირექტორი გახსნიან“, – აღნიშნეს ფონდში.
თბილისი–რუსთავის ავტობანს ტენდერში გამარჯვებულმა ჩინური კომპანია "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი" აშენებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და "აზიის განვითარების ბანკის" მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 88 761 128 ლარია.
რაც შეეხება გზის მეორე მონაკვეთს. მისი რეაბილიტაციის პროექტი მზადაა და მასზე ტენდერის გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება.