ეს გზა არ არის ჩქაროსნული გზა, ვინ რამდენ წუთში ჩავა და ჩამოვა დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს, მთავარია რომ გზა შემოკლდა და გაცილებით მალე ჩახვალ თელავში ვიდრე გურჯაანის გავლით, თან თელაველებიც დაისვენებენ გურჯაანის ცენტრში წრეზე რომ აღარ მოუწევთ სიარული

გზაში კიდევ საბურავი თუ დაეშვებათ, თელავში ჩასვლის მერე ჰაერის გამოშვება და ახლიდან დაბერვა აღარ დაჭირდებათ

რაც მთავარია ახალი და კარგი გზა არის და ეხლა მთავარია ყველამ წესის დაცვით იაროს მანდ თორემ მაგ გზის ზოგიერთ მონაკვეთზე გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობა კაი შედეგს არ მოიტანს.
მოკლედ, ყველას მშვიდობით გევლოოთ.
P.S. გომბორი-სიონის მონაკვეთის მშენებლობა კაი გამოცდა იქნება ამ გზისთვის სატვირთო მანქანების ინტენსიური მოძრაობა მაქვს მხედველობაში.