მეტწილად ასე

ეს კიევშია. ზოგან უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ საბჭოთა ქალაქების უმრავლესობაში ტრამვაი ასეა გასაცოდავებული და სულს ღაფავს.
* * *
თუმცა სსრკს ქალაქების დაახლოებით 1/10 შედარებით უკეთესადაა საქმე, ვიდრე კიევში.
ალმაატაში (ყაზახეთი) ჩვენსავით დანჯღრეული ვაგონები ყავდათ, მაგრამ ტრამვაი არ გაუუქმებიათ.
ალმაატამ გდრ-ის (აღმოსავლეთ გერმანია) ქალაქებისგან იყიდა ჩამოწერილი, მეორადი ვაგონები. გადასარევი არაა, მაგრამ ჩვენს სანდრაბუსებს კი ჯობია.
ალმაატა (ნავთობზე ზიან და ახალი ვაგონების საყიდლად ფული ვერ გაიმეტეს. ამ მეორადი ვაგონების კრედიტიც კი გადაუხდელი აქვთ).

სალონსაც არაუშავს რა

ტალინი (ესტონეთი) პერიოდულად გდრ-ისგან ყიდულობს მეორად ვაგონებს. ძირითადად ქ. ერფურტისგან.
ესენი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ალმაატას მიერ შვერინისგან და ხემნიცისგან ნაყიდი ვაგონები.

ასევე ტალინის მსგავსად ლვოვმა (უკრაინა) და კალინინგრადმაც იყიდა გერმანიისგან რამდენიმე ვაგონი.
ეს პრეისტორიული ვაგონები სახელად "მირაჟი" უკრაინის ქალაქ ვინიცაში შვეიცარიიდან, ციურიხიდან ჩაიტანეს. იყიდეს თუ საჩუქრად მიიღეს არ ვიცი. შესაძლოა იყიდეს კიდეც, რადგან მეორადებში ვიწროლიანდაგიანი ვაგონები ჭირს.

ეს რუსეთია, ნოვოკუზნეცკი. ახალი KTM-19 (1999-2010 წწ უშვებდნენ) ასეთი ვაგონები რუსეთის ბევრ ქალაქშია, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ქალაქების უმრავლესობას ამაზე ოცნებაც კი არ შეუძლიათ.

ყველაზე კარგი მდგომარეობა კი ალბათ რიგაშია. იქ ძველ ტატრებსაც კარგად უვლიან და თან ახალ, 100% დაბალიატაკიან შკოდა 15ტ–ებსაც ყიდულობენ. კონტრაქტის მიხედვით 2011 წლის მარტამდე რიგამ შკოდა 15ტ–ს 20 ვაგონი უნდა მიიღოს.