წინა თემების ლინკები:
პირველი ნაწილიმეორე ნაწილიმესამე ნაწილიმეოთხე ნაწილიმეხუთე ნაწილიინფორმაცია თბილისის მერიიდან:
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_i...2&info_id=21508გმირთა მოედნის მაკეტები:


გმირთა მონუმენტი:

ახალი გამზირის მიახლოებითი მარშუტი:

ახალ გამზირს აქვს ორდონიანი კვეთა რამიშვილის (ყოფ.ჭავჭავაძის I ჩიხი) და ჩიქოვანის(ყოფ.ხილიანის) ქუჩებთან:

არსებული მდგომარეობა:
გმირთა მოედანზე პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს ესტაკადის 7 ტოტი:
1.ვარაზისხევზე დაღმავალი
2.თამარ მეფის გამზირიდან აღმავალი
3.გამსახურდიას გამზირიდან აღმავალი
4.ალიევის სანაპიროდან აღმავალი
5.გმირთა მოედნიდან აღმავალი
6.კოსტავას გამზირიდან-თამარ მეფის გამზირზე დაღმავალი
7.კოსტავას გამზირიდან-ალიევის სანაპიროზე დაღმავალი
პირველი და მეორე ტოტის მშენებლობა დასრულებულია.მესამეზე,მეოთხეზე და მეხუთე ტოტებზე მიმდინარეობს ინტენსიური სამშენებლო პროცესი.მეექვსე და მეშვიდე ტოტებზე ჯერ არ დაწყებულა არანაირი სამუშაოები.
გმირთა მოედნის პროექტის ნაწილი არის ასევე გმირთა მონუმენტი რომელიც 26.05.10 გაიხსნა.
ახალი გამზირი იწყება გმირთა მოედნიდან და მთავრდება თამარაშვილის ქუჩაზე.მისი სიგრძეა 3 კმ. გზას აქვს ორდონიანი კვეთა რამიშვილის და ჩიქოვანის ქუჩებთან.ჩასასვლელ-ასავლელები გაკეთებულია ახალი გამზირიდან და რამიშვილის ქუჩიდან,ჩიქოვანზე გადასასვლელი ჯერჯერობით არ აშენებულა.ასევე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ახალი გამზირის და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე.იმ მონაკვეთზე აშენებულია გასასვლელი თამარაშვილზე და მიმდინარეობს მშენებლობა შემოსასვლელის და მოსაბრუნებლის.
გამზირი გაიხსნა 25.05.10 მაგრამ მალევე დაიკეტა მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით(იყალთოს კლდიდან ქვები ცვივა)და დღემდე არ გახსნილა...
სამშენებლო სამუშაოებს შეგიძლიათ დააკვირდეთ ონლაინ რეჟიმში:
პირველი კამერამეორე კამერაკეთილი იყოს თქვენი მაუსის შემოსვლა ამ თემაში...
This post has been edited by Fabian on 3 Aug 2010, 11:32