დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ უაზროდ არის გაკეთებული ესტაკადა.....
ჯერ ერთი ასასვლელები საკმაოდ ვიწროა, დილით ვაგზლის ასასვლელში რაღაც გოლფი იყო გაჭედილი, ავარიულებით იდგა და ძლივს ავუქციე გვერდი, მერე კიდევ სხვა ესტაკადებიდან რომ ამოდიან, მაგრა ქაოსურად გიჭრიან და ძალიან ძნელია გარკვევა როგორ უნდა გახვიდე მაგ ჯუნგლებში
მოვითხოვ ტელევიზიის ესტაკადის გაუქმებას და ახალ ტრასასთან პირდაპირ შეერთებას!!!
ხო კიდევ, ფილარმონია-ვაგზლის ნაკადი იმდენად დიდია რომ ახალი გზიდან სანაპიროზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, იგივე სიტუაციაა სანაპიროს შუქნიშანთან

მანდ მგონი ჩემი პროექტის განხორციელების დრო დადგა
ესტაკადის თავდაპირველ პროექტში ხომ იყო ფილარმონია-ვაგზალის პირდაპირი ესტაკადა, მაგას აღარ გააკეთებენ?? ეგ საკმაოდ განტვირთავდა მოედანს....
და საერთოდ, უნდა გაეკეთებინათ მხოლოდ წრიული ესტაკადა + ვაგზლის ასასვლელი მაგ ესტაკადაზე, მეორე ცალკე ესტაკადა ფილარმონია-ვაგზლის მიმართულებით და დანარჩენი ნაკადები კი წრეზე გაეშვათ

ეგ იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური

ტელევიზიიდან კი პირდაპირ ახალ გზაზე ასახვევი გაეკეთებინათ, მაგას ესტაკადები და ოხრობები არ სჭირდება....
This post has been edited by PAINKILLER on 15 Sep 2010, 15:22