დამზადებულია ООО "ПКПП МДС-მიერ .....

დანაეჩენი შეგიძლია აქ წაიკითხო მე ამის არაფერი გამეგება
ელმავალი ВЛ11м/6 არის ВЛ11 ელმავლის მოდიფიკაცია და დანიშნულია საკონტაქტო ქსელში 3000 ვ ელექტრიფიცირებულ რკინიგზების მონაკვეთებზე ექსპლუატაციისათვის,რომლიც გათვლილია 1520 მმ ლიანდის სიგანეზე.
ელმავალი შედგება ორი სექციისაგან. სექციების პირობითი აღნიშვნაა "А" და "Б". თითოული სექცია აღჭურვილია მოწყობილობის კომპლექტით, რომელიც უზრუნველყოფს სექციის მუშაობას წევის და ელექტრული დამუხრუჭების რეჟიმებში ნებისმიერი სექციის მემანქანის ჯიხურიდან მართვით.
მექანიკური ნაწილი, წევის ძრავები და დამხმარე მანქანები, ძირითადი ძალური აპარატურა, მართვის აპარატურა, ВЛ11м/6 ელმავლის გაბარიტული მაჩვენებლები უნიფიცირებულია ელმავლებთან ВЛ11 და ВЛ11м.
სალოკომოტივო ბრიგადების მუშაობის გასაუმჯობესებლად ელმავალზე დაყენებულია "ООО "ПКПП МДС"–ის წარმოების კაბინა(ქ.დნეპროპეტროვსკი). კაბინა მუშავდებოდა როგორც ცალკეული ასაწყობი მოდული ყველა საჭირო მოწყობილობებით და მთლიანი შუშაპლასტიკის კორპუსით.
განცხვავებული ყურადღება არის მიქცეული სანიტარიაზე და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე. შემუშავდა ერგონომიული და უსაფრთხო სივრცე მემანქანია და მემანქანის თანაშემწის მუშაობისათვის, რომელიც მოიცავს:
– კაბინის კლიმატ კონტროლს;
– გათბობის სისტემას;
– გადიდებულ წინა შუშას ელექტროგამათბობელით;
– მართვად გვერდითა სარკეებს გამათბობელით;
– იატაკის პანელის გამათბობლებს;
– საერთო და ადგილობრივ განათების სისტემას;
– მემანქანის და მემანქანის თანაშემწის ერგონომიულ სავარძლებს.
ელმავალი აღჭურვილია ელექტრონული კონტროლერის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების და დიაგნოსტიკის სისტემებით, რომლებიც შემუშავებულია "НИИ «Квант-Радиоэлектроника»"–ის მიერ.
დიაგნოსტიკის სისტემა "Магистраль-ВЛ11" ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
– ელმავლის მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკას;
– ელმავლის ყველა სისტემის მოწყობილობის, ტექნიკური მახასიათებლების და ტექნიკური მომსახურეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
– დიაგნოსტიკის მონაცემების რეგისტრაცია და გადაცემა გარე მატარებელზე.
სახანძრო უსაფრთხოების სიტემა "Нитка-ВЛ11" ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ხანძრის ნიშნების აღმოჩენა, შეტყობინებების და გაუმართაობის რეგისტრაცია დროის, თარიღის და ადგილის მითითებით; დიაგნოსტიკის მონაცემების გადაცემა გარე მატარებელზე.
ელექტრონული კონტროლერის სისტწმა "Контроллер-ВЛ11" ასრულებს შემდეგძირითად ფუნქციას: ელმავლის ძირითადი კვანძების მართვის რეჟიმის ფორმირება.
ელმავალზე ВЛ11М/6 გამოიყენება ჩეხეთის ფირმის Di-Elcom წარმოების მეორე თაობის სტატიური გარდამსახები:
DCB1.1 სტატიური გარდამსახი წევის ძრავების აგზნების გრაგნილების კვებისათვის რეკუპერაციული დამუხრუჭების რეჟიმში.
DCC15 სტატიური გარდამსახი საკონტაქტო ქსელის მუდმივი დენის 3000 ვ ძაბვის მუდმივი დენის სტაბილიზირებულ 400 ვ ძაბვად გარდასაქმნელად. გარდამსახი დანიშნულია DAC15 სტატიური გარდამსახის კვებისათვის.
DAC15 სტატიური გარდამსახი დანიშნულია შემდეგი მომხმარებლების კვებისათვის: ცვლადი დენის 220 ვ (კონდენციონერი, კალორიფერი, მემანქანის ჯიხურის გამათბობლები); მუდმივი დენის 110 ვ (მემანქანის ჯიხურის იატაკის გათბობა, წინა და გვერდითა ფანჯრების გამათბობლები); მუდმივი დენის 65 ვ (აკუმლატორების დამუხტვა); მუდმივი დენის 50 ვ (ელმავლის საბორტო ქსელი, მართვის კვანძი); მუდმივი დენის 24 ვ (მაცივარი,პულტის განათება, სარკეების მოძრაობა და გათბობა).