GEORGIA007 და მე ვიყავით, გავიარეთ მარშრუტი ლილოდან სოფელ პატარა ლილომდე, რასაც მოვუნდით თითქმის 4 საათი და საკმაოდ დავიღალეთ.
ლილოსთან კახეთის რკინიგზის არსებულ მონაკვეთზე მეორე ხიდს აშენებენ. ეს მონაკვეთი, რომლითაც დაიწყება შემოვლითი გზა ორლიანდაგიანი გახდება.

ხიდის შემდეგ დაიწყება დიდი მოსახვევი ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით. მოსახვევის მონაკვეთზე ჯერ სამუშაოები არ მიმდინარეობს, ხოლო მის შემდეგ კი საკმაოდ შთამბეჭდავი სამუშაოა ჩატარებული.


კორეული და ჩინური ტექნიკა


მუშაობა მიდიოდა მხოლოდ მცირე მონაკვეთზე, თუმცა მიწის ვაკისის უმეტესი ნაწილი უკვე გაკეთებულია და ზედაპირის მოსწორებარა დარჩა

უკვე მოსწორებული ზედაპირი

ჩაღმავებების სიღრმე ზოგან 10 მეტრზე მეტია, სიგანე 20 მეტრამდე

გაგრძელება იქნება