2010-12-16
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
თანდართული ფაილი: 4d09ee4b63406__saqarTvelos_ekonomikisa_da_mdgradi_ganviTarebis_ministris.doc
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
განცხადება ქვეყნდება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №1-1/1901 ბრძანების საფუძველზე.
შპს “საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს 2009 წლის 17 იანვრის დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის ცენტრიდან რკინიგზის გადატანის მიზნით, იგეგმება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს თბილისის ცენტრალური ნაწილიდან რკინიგზის გატანას და შემოვლითი, ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. Qქალაქის ცენტრალური ნაწილის ფარგლებში მოქცეული სარკინიგზო ტერმინალების, ჩიხური და გამანაწილებელი სადგურების უმრავლესობა მოძველებული და გამოუყენებელია. რკინიგზა, რომელსაც აქვს შედარებით მცირე რაოდენობის საავტომობილო გადაკვეთები, წარმოადგენს ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის განვითარების ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს და რკინიგზის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების გაუფასურების მიზეზს.
ცენტრალურ ნაწილში არსებული სარკინიგზო ობიექტების ქალაქის ფარგლებს გარეთ გადატანის გზით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი ძირეულად გააუმჯობესებს და გაზრდის თბილისის მასშტაბით სარკინიგზო გადაზიდვების ეფექტურობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად, შპს “საქართველოს რკინიგზას” მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. ამ გეგმას მხარს უჭერს საქართელოს მთავრობა და თბილისის მუნიციპლიტეტი, რომელიც გეგმავს ამ ობიექტების მიერ დაკავებული ტერიტორიების განვითარებას ქალაქის პერსპექტიული განვითარების ახალი გენერალური გეგმის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილია რკინიგზის ახალი მარშრუტის მშენებლობა, რომელიც იწყება მცხეთის ახლოს, სადგურ ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიიდან და გრძელდება აღმოსავლეთისაკენ. სადგური ლილო I აშენდება მარშრუტის 27-ე კილომეტრზე. სადგურიდან ლილო I მარშრუტი შეუერთდება კახეთის არსებულ სარკინიგზო ხაზს და 10 კილომეტრით გაგრძელდება ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით სადგურ თბილისი-მახარისხებლამდე.
პროექტი არის მასშტაბური, რადგან საამისოდ საჭირო ხდება ცალკეული პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდეს, საჭიროა მისი სამმშენებლო ტერიტორია გავრცელდეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
შესაბამისად, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაბამისი საკომპენსაციო წინადადებების შეთავაზება მშენებლობის დერეფანში მოყოლილი უძრავი ქონების მესაკუთრეებთან. ცალკეულ შემთხვევებში უძრავი ქონების მესაკუთრეთა ნაწილი უარს აცხადებს კომპენსაციის მიღებასა და უძრავი ქონების გასხვისებაზე.
ვინაიდან შპს “საქართველოს რკინიგზის” მიერ ვერ ხერხდება ცალკეული პირებისაგან თანხმობის მიღება, მიგვაჩნია, რომ არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1901 ბრძანება, რომლის შესაბამისადაც აღნიშნული უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა შპს "საქართველოს რკინიგზას".
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს შპს “საქართველოს რკინიგზა" სასამართლიში შეიტანს განცხადებას, რათა მოიპოვოს ექსპროპრიატორის უფლება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
უძრავი ქონების მესაკუთრეებს აგრეთვე დამატებით ეცნობებათ სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღის შესახებ ინფორმაცია.
ქვემოთ წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1901 ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრული უძრავი ქონების იმ მესაკუთრეთა ჩამონათვალი, რომელთა ქონებაზეც უნდა გავრცელდეს “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა:
http://24saati.ge/index.php/tenders/view/7874