ასეთი სურათი იქნებოდა მაგ ეს-009 ში დარწმუებული ვარ

მასეთ მდგომარეობაში რომაა მოძრავი შემადგენლობები, როგორც რკინიგზის, ასევე მგზავრების ბრალიია ჩემო კარგო
არც ჩვენ მგზავრები ვუფრთხილდებით მატარებლებს
საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ბევრი რამ მგზავრების მიერ გატეხილი, დასვრილი და დაზიანებული,
მაგრამ არც რკინიგზას ვემართლებ უკეთესად უნდა უვლიდნენ მოძრავ შემადგენლობებს
გარედან მაინც გარეცხონ ცოტა ხშირად თორე მალე რა ფერია იმასაც ვეღარ დავადგენთ ეს გადაღებილი ვაგონები
ან თავიდანვე ,,ჭუჭყის ამტან" ფერზე გადაღებონ
მაგრამ ხალხო იმ დროსაც ნუ დავივიწყებთ როდესაც მართლა გაუბედურებული მატარებლები დადიოდა არც განათება ქონდა არც კარებები იკეტებოდა და ხშირად მტელი ზამთარი მინებიც კი არ ქონდა ვაგონებს
შუქიც ხშირად ითიშებოდა და საათობით იდგა მატარებელი ხან სად და ხან სად
ერთხელ მახსოვს თბილისიდან დედოფლისწყაროში მივდიოდი ზაფხულში , მაშინ კახეთის მიმართულებით კიდე მოძრაობდა სამგზავრო მატარებელი, ხოდა საგარეჯოს სადგურში დენი გაითიშა და დილამდე არ მოვიდა. ჩემს სოფლამდე რკინიგზით თბილისიდან სულ 100 კილომეტრია და საღამოს 5 ზე გასული გაგზლიდან დილის 6 ზე ჩავედი .
ხო მართლა რომ ვიდექით პანტოგრაფს გრზელი ჯოხები შეუყენეს რომ სისტემა იცლებოდა ქაერისაგან და დაბლა თუ დაიწევდა მერე რაღა აწევდა, ასეთ რამეს მხოლოდ ქართველი თუ მოიგონებს ალბათ
კაია ის დრო რომ აღარაა და ერთბაშად ნუ გვინდა ყველაფერი
This post has been edited by ika55775 on 13 Feb 2011, 22:27